როგორ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ საჭიროა ძლიერი ჯარი, საჭიროა ძლიერი შეიარაღება, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი სახელმწიფო.
მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა, როგორ?
თქვენს მიერ შემოთავაზებული გამოსავალი ბუნდოვანია და არ ჩანს რომ გაგაჩნიათ ფუნდამენტური ანალიზის საფუძველი და გამოსავალიც შესაბამისია.
დავიწყებ პუნქტობრივად თქვენი ნათქვამის ანალიზს.
მიზერულ ხელფასებზე რომ საუბრობთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამას მარტივი ახსნა აქვს, ვართ ღარიბი ქვეყანა - და თუ ეროვნულობას აწვებით, მაშინ უნდა შეგეძლოთ იმის აღიარება, რომ იმ ყველაფრის მიზეზი რომ ჩვენ ჯარისკაცებს ვერ ვუხდით სათანადო ანაზღაურებას დაკავშირებულია ეკონომიკურ სიღარიბესთან, რაც თავის მხრივ კიდევ ბევრ კომპონენტს მოიცავს, კერძოდ კაპიტალიზმის წესების ვერ გაგებას ჩვენს მოსახლეობაში, პასუხისმგებლობის სხვებზე გადაცემას (ზოგჯერ სახელმწიფოზე, ზოგჯერ მტრებზე და ზოგჯერ “მოყვარეებზე”) და ამას მივყავართ ფუნდამენტურ გაუნათლებლობასთან და ახალი რეალობისთვის მოუმზადებლობასთან, რომელიც სხვათაშორის 90-იანებში მოსული ურა-პატრიოტიზმის და გაუთვლელობის ბრალი მგონია .
“ნატოს საქართველოსაგან, მისი სტრატეგიული მდებარეობის გარდა, რომელსაც ის რუსეთის დასაშლელად იყენებს, ძირითადად სჭირდება იაფი „საზარბაზნე ხორცი," რომელსაც ის თავისი სურვილისამებრ გამოიყენებს თავის კონფლიქტებში ჩვენი გამყიდველი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით “- ამას რაც შეეხება, თუ პოლიტიკა ცოტა მაინც გესმით, პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესი და ნუ გაქვთ გულუბრყვილო მოლოდინი რომ ვინმე ჩვენი რაინდული სულის თუ ისტორიის გამო რამე ვალდებულებას აიღებს ჩვენს გადარჩენაზე, თუ ამაში სარგებელს ვერ დაინახავს და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ისტორიულ მაგალითს ამ მსჯელობის გასაქარწყლებლად.
საზარბაზნე ხორცს როცა ამბობთ გაიხსენეთ ერთმორწმუნე რუსეთის მიერ 9-11 მილიონი სამხედროს დახორცვა მეორე მსოფლიო ომში, მაშინ როცა თქვენს მიერ ნაგინები ლიბერასტების ჯარისკაცების დანაკარგები ასე გამოიყურება:
და თქვენს მიერ ნაგინები ლიბერასტები რომ არა, არავინ იცის დღეს საერთოდ თუ ვიარსებებდით ფაშიზმის საფრთხეებიდან გამომდინარე.
“ იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ჩვენს ლომგულ სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის სიღარიბის გამო თანხმდებიან უცხო, უსამართლო ომებში მონაწილეობას” - გამოდის რომ ლომგული შეგიძლია მართო ფულით და მგონია რომ ამ წინადადებაში აზრობრივი დისონანსია, მე ფულით მართული ლომგული არ მესმის რას ნიშნავს... მაგრამ მესმის რომ ცდილობთ ფამილიარულად იმოქმედოთ ხალხზე, თუმცა ბოლომდე არ აღიარებთ რომ ისევ ეკონომიურ პრობლემასთან და სიღარიბესთან გვაქვს საქმე.
გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში,ჩვენი სამხედროების მიერ მათი სამხედრო ამოცანების შესრულებაც კი ხდება ნაკლები ინფრასტრუქტურული და სამხედრო მხარდაჭერით, ვიდრე ამას აქვს ადგილი დასავლელი ჯარისკაცის შემთხვევაში - ეს ჭორაობას ჰგავს
ხოლო ძირითადი პრინციპი ჩვენი დასავლეთთან პარტნიორობისა, რომელიც უდაოდ უნდა გულისხმობდეს ურთიერთდახმარებას, როგორც ვნახეთ, საქართველოში ომის შემთხვევაში არ მუშაობს - არც იმუშავებს მანამ, სანამ სასწორზე საკუთარი ხალხის უსაფრთხოება არ დადგება, ან სანამ არ გავძლიერდებით ისეთ დონემდე რომ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით, თორემ თუ გგონიათ რომ დღეს ჯარისკაცების მომზადება დიდ როლს თამაშობს ძალიან ცდებით. თუ კიდევ წინ გაიხედავთ ისიც შეიძლება გააცნობიეროთ რომ მალე ჯარისკაცები საერთოდ აღარ იქნება საჭირო საომარი მოქმედებებისათვის , ყოველ შემთვევაში განვითარებული ქვეყნებისათვის, ასე რომ თუ გაუნათლებელი ხალხი გვეყოლება, ამ ხალხის გამოყენებას დასავლეთი ისევ ჯარში თუ ნახავს ვიდრე სხვა ნორმალურ სფეროებში.
დასავლეთის მიერვე წაქეზებული, დაჯილდოვებული და ხელშეუხებლად გამოცხადებული სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად მიღებულ რუსეთთან ომში დასავლეთმა საქართველო არ დაიცვა, სააკაშვილი, თავის მოპარულფულიანად, თავისთან წაიყვანა, მის მიერ დაპატიმრებული და გაუბედურებული ასობით ათასი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა, მის ტელევიაზიასა და პარტიას საქართველოში ტაბუ დაადო ჩვენი ‘სუვერენული" ქვეყნის მართლმსაჯულებისათვის და ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მწარე რეალობის წინაშე დატოვა - პარტიაზე და ტელევიზიის ხელხეუხებლობა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის არსებობას უზრუნველყოფს, თქვენ რომ ასე რიგათ გაშინებთ, ხოლო რაც შეეხება ომის დაწყებას ამაში სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე ჩემი აზრით, ეს გადაწყდა ძალიან ზედა დონეზე ჩვენდა სამწუხაროდ... და ძალიან სამწუხაროა რომ რუსეთის შემოჭრაზე და სეპარატისტების “დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე” დასავლეთის პასუხისმგებლობის გარდა სხვას ვერაფერს ხედავთ, თითქოს რუსეთს სხვანაირად არ შეეძლო... ერთში კი გეთანხმებით რომ არ შეეძლო არ შეეფერხებინა სწრაფად განვითარებადი საქართველოს შეჩერება, თუნდაც უკიდურესი ზომით - ომით.
ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთს საქართველოში სჭირდება ქვეყნის ელიტასთან სრულიად კავშირგაწყვეტილი ჯარისკაცი, რომელსაც როცა უბრძანებენ მოქალაქეებსაც დაარბევს და უსიტყვოდ დაემორჩილება უცხოურ ბრძანებებს - ამ შემთხვევაში სრულად მესმის თქვენი (“ელიტის”), კანონებზე მაღლა და განსაკუთრებულ პირობებში რომ გინდათ იყოთ, თქვენი ცისფერი სისხლის და რაინდული თუ თავადური წარმომავლობის გამო და მემგონი თქვენვე გაქვთ ამ კუთხით გაწყვეტილი კავშირი.
წლების მანძილზე არ ვითარდებოდა სათანადოდ სარეზერვო სამსახურის ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა და რეგულაციები, მზაკვრულად მზადდებოდა საყოველთაო გაწვევის დისკრედიტაციისა და საბოლოო გაუქმებისათვის საჭირო სოციალური ფონი, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესება და დახვეწა - ამ შემთხვევაში გეთანხმებით, მაგრამ ასევე მესმის რომ არსებული არაეფექტური სისტემა ემსახურება იმას რომ იაფად აკეთებინონ საქმე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წამოსულ ბიჭებს, რის ხარჯზეც თამამად შეუძლია გამოიწეროს თქვენმა ნაქებმა მინისტრმა იზორიამ ასობით ათასი ლარი პრემია. სწორედ ამიტომ არ არის საჭირო მტრის და მგლის ძებნა გარეთ, შიგნითაც ბევრი ტურები გვყავს და ჯერ მაგათ უნდა მივხედოთ. მაგრამ ვაითუ ეს ტურები თავადური წარმოშობისა აღმოჩნდნენ? ან თქვენს მიერ რაინდობა მინიჭებულები? ან მართლმადიდებლები? - ასე ხელაღებით ხო არ შეიძლება მათთან დაპირისპირება?
ეს ძალიან ჰგავს ქვეყნის მტრების ხელწერას სხვა სფეროებშიც: შევარდნაძის დროს სამეცნიერო ინსტიტუტების არ დაფინანსება და გაუბედურება და მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მათ გადარჩენაზე „რაღა აზრი აქვს" თქმა, მათი დახურვა და „ჩარეცხვა," ხოლო მათი ქონების მითვისება-განიავება და განათლების სისტემაზე ქვეყნის მოძულე ლიბერალების შესევა, რომლების ყოველდღიური საფიქრალიც ჩვენს სამინისტროსა და სასწავლებლებში მხოლოდ ისაა, როგორ ებრძოლონ ტრადიციასა და ეკლესიას და როგორ გაგვირყვნან შვილები - სამეცნიერო სფეროს “განვითარებაზე” როცა საუბრობთ ელემენტარულად არ გესმით რომ ჩვენისთანა ქვეყანა, სხვა (თქვენს მიერ ნახსენები “ლიბერასტების” ) ქვეყნებს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს, და რა საჭიროა მეცნიერების დაფინანსება, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს და ახალს არაფერს ქმნის?
მაგრამ მე ვხვდები რა საჭიროა, ეს ერთ-ერთი საშუალებაა გამაგრდეს “ელიტის” რიგები, და “ჭკუის საკითხავი” ხალხი, რომლის აზრებზეც უნდა იყოს დამოკიდებული დანარჩენი მოსახლეობა და ე.წ. “ექსპერტების “ როლი უნდა შეასრულონ, ისინი ხომ მეცნიერები იქნებიან...
იაპონიამაც კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უარი თქვა მეცნიერებაზე, სანამ ფეხზე არ წამოდგებოდნენ და ამის ფუფუნების უფლება არ ექნებოდათ.
იდეა კარგია, მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ და რა საშუალებებით ? და გვაქვს თუ არა დღეს ამის რესურსი, ნეტა იმდენი ახალი წიგნები გვათარგმნინა და “ლიბერასტების” გამოგონებების გამოყენება შეგვეძლოს, სხვა რომ არაფერი..
შვილების გარყვნას რაც შეეხება, ჩვენი ყველას ვალდებულებაა ჩვენი შვილები მოვამზადოთ ცხოვრებისათვის და ავუხსნათ ყველაფერი ის, რაც შეიძლება შეხვდეს ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ერთ გამოსავალს ვხედავ, ავკრძალოთ ყველაფერი, ჩავკეტოთ საზღვრები და არც არავინ შემოვუშვათ და არც არავინ გავუშვათ.
ეკლესია და ტრადიციები კიდევ არ უნდა იყოს ტაბუდადებული, ეკლესიასაც დიდი წვლილი მიუძღვის და ტრადიციებსაც იმაში რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.
თინა ხიდაშეთან დაკავშირებით, გეთანხმები იმაში, რომ ამ ქალმა შიდა პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა მინისტრობა და პოპულისტური, გაუაზრებელი, ნაჩქარევი არაფრის მომცემი გადაწყვეტილება მიიღო წინასაარჩევნოდ.
რაც მაგ მარტივ მაგალითებზე ბევრად უფრო ტრაგიკულია, როდესაც რუსეთს შენი ჯარისკაცების შუბლით შეასკდები (სანამ შენ თავად მიწაზე ხოხიალობ) და მას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ე.წ. სახელმწიფოებად აღიარებინებ და თავს ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებ, რომლის გამოსწორების შანსიც თითქმის აღარ გექნება.- გამოდის რომ ჩვენ დავაძალეთ აღიარება და მას ამის სურვილი არც კი ჰქონია :)
აქვე უცებ დამავიწყდა თქვენი რაინდობისა და შეუპოვრობის შესახებ, ფარხმალი ხომ არ დაყარეთ რაინდო? - რას ნიშნავს შანსიც თითქმის აღარ ქვექნება?
„ქართული ოცნების" ისეთ საკანონმდებლო მავნებლობებს თუ გავიხსენებთ, როგორებიცაა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, კაზინოების არ აკრძალვა, აბორტების სრული ხელშეუხებლობა, იუვენალური იუსტიციის შემოტანა, სასოფლო-საბაჟო პოლიტიკის არ გაუმჯობესება და სხვა, ძალიან საეჭვოა, თუმცა ღმერთმა ქნას, ამავე პოლიტიკური ძალასაგან ეროვნული პოლიტიკა დავინახოთ ჯართან და სახელმწიფო კურსთან მიმართებაში - ანუ დისკრიმინაციის მომხრე ხართ, გასაგებია რომ კაზინოების აკრძალვა გინდათ , მაგრამ საიდან უნდა მოიტანოთ ფული, რომელიც ჩვენისთანა "წითელ ზონაში" მყოფი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის კარგი საშუალებაა, აბორტების თემას რაც შეეხება გასაგებია რომ არაჰუმანურია, მაგრამ გაცილებით არაჰუმანური უკვე დაბადებული ბავშვების სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრება და დისი სიკვდილიანობაა. - ანუ ისევ სიღარიბესთან მივედით.
ამჟამად ჯარი სრულიად გაუცხოვებულია ჩვენი ქვეყნის ელიტისა და საერთოდ მისი მოქალაქეების უმრავლესობისაგან და მოსახლეობა, ნებისმიერი ჩვენი მეზობლის თავდასხმის შედეგად რჩება თითქმის სრულიად დაუცველი. - საინტერესოა ვის წარმოიდგენთ ელიტად და როდის უზრუნვია ამ ელიტას იმ ჯარისკაცებისთვის და არაელიტური კასტისთვის და ხომ არ არის ეს გაუცხოვება ისევ ელიტის ქმედების შედეგი?
ჩვენი ქალების და ბავშვების დაცვისათვის კი ჩვენ, ქართველი კაცები, შევძლებთ კონცერტებისა და ცოცხალი ჟაჭვების მოწყობას და დეკრიმინალიზირებული მარიხუანით თავის გამხნევებას. სამაგიეროდ ბადალი არ გვეყოლება ანონონიმისტური ‘ნიკებით' ერთმანეთის დედის გინებაში ინტერნეტში. მტერს კი, რომელმაც ეს ყველაფერი მშვენივრად იცის, არაფერი დაემუქრება ჩვენს ტერიტორიაზე თარეშისა, გაუპატიურებისა და ძარცვისას.
აი ეს არის ის საქართველო რომელსაც სინამდვილეში გვაშენებინებს ჩვენი „ევროატლანტიკური და დასავლური ორიენტაციის" მოსურნე ლიბერალიზმი, რომელიც გვატყუებს, რომ საქართველოს სხვანაირი ჯარის შენახვის საშუალება არ აქვს. ნება იყოს და საშუალებას ერი და ქვეყანა ყოველთვის გამონახავენ - კარგი იქნება თუ გაიხსენებდით რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაემსგავსა ჯარი -ჯარს, პოლიცია - პოლიციას, სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობდნენ და განათლების რეფორმების მცდელობაც იყო (თუმცა ჩემი აზრით არასაკმარისი), მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული წესი ; უნივერსიტეტებში ფულით მოწყობისა წარსულს ჩაბარდა. - და თუ ასევე გაიხსენებთ ეს არ მომხდარა ერთმორწმუნე რუსეთის ხელით და სურვილით მოხდა თქვენს მიერ ავად ხსენებული "ლიბერასტების" მიერ.
სინამდვილეში ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე, ილიუზორული დასავლური ორიენტაციის თამადობით, გამოვაცხადოთ თავი კავკასია-ცენტრულ სახელმწიფოდ, სადაც ახალი კონსტიტუციის საფუძველი იქნება არა ადამიანის უფლებები, არამედ ოჯახის უფლებები და ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე და გავისიგრძეგანოთ, რომ ჩვენი მშველელი ჩვენი თავის გარდა არავინ არის. - საინტერესოა თქვენი მოსაზრება თუ რატომ არის ხელისშემშლელი ამაში ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება და თავისუფალი აზრის არსებობა, ნუთუ ეს ყველაფერი არ განაპირობებს ჯანსაღი აზრის გამარჯვებას და ყველა პრობლემის გადაწყვეტის საზოგადოდ განხილვას? თუ თქვენი აზრით ელიტის გადასაწყვეტი უნდა იყოს ყველაფერი ამ ქვეყანაში და დანარჩენები მხოლოდ უნდა არსებობდნენ? ნუთუ არ არის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებისათვის ბევრი სხვადასხვანაირი აზრის არსებობა, ურთიერთპატივისცემაზე და ადამიანის უფლებებზე დაყრდნობა?
ასევე უაღრესად საგულისხმოა ევროკავშირში არ გაწევრიანებული შვეიცარიის საჯარისო მოდელი, ქვეყნისა, რომელიც უდიდესი სამხედრო ტრადიციების მატარებელია ჩვენს მსგავსად და რომელმაც შეძლო და ასე, თუ ისე შეინარჩუნა ისინი ყოვლისგამხრწნელი ევროპული ლიბერალიზმის პირობებშიც კი - შეგახსენებთ რომ შვეიცარიამ ეს მიაღწია არა შვეიცარიული ეთნოსის პრიორიტეტულ ეთნოსად გამოცხადების გზით, არამედ სახელმწიფო სამსახურში ყველა შვეიცარიაში მცხოვრები ადამიანის გაერთიანებით და მათი უფლებების დაცვით, შეგახსენებთ ასევე რომ შვეიცარიაში ასებობენ კანტონები, რომელსაც საკუთარი ენა, წესები და კანონები აქვთ და არ უშლით ეს საერთო შვეიცარიული სახელმწიფოს სამსახურში ყოფნას, იმიტომ რომ ცჩვენ ჯერ ვერ გავაცნობიერეთ, მაგრამ შვეიცარიამ დიდი ხანია გააცნობიერა, რომ ყველა იმ ადამიანის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სამხახურში, ვისაც ამის სურვილი აქვს და არ ანსხვავებენ ხალხს, რელიგიის, წარმომავლობისა თუ ენობრივი მიკუთვნების თვალსაზრისით
და ყველაფერი ამის შემდეგ ისმის მთავარი კითხვა, თუ არ გაატარებთ თუნდაც "ლიბერასტების" პოლიტიკას, რომელიც გამოიწვევს მათთან დაშორებას, თუ უარს იტყვით ყველაზე ვინც თქვენს "ელიტურ" მსოფლმხედველობაშ და წესებში არ ჯდება, მაშინ ხომ არ აღმოვჩნდებით ყველასგან იზოლირებულ მდგომარეობაში, რომელშიც შეგახსენებთ გამსახურდია აღმოჩნდა (შეიძლება ძალიან პატრიოტული მოტივებითაც), 91 წელს, როცა მოკავშირე აღარ დაიტოვა პოლიტიკურ ასპარეზზე და "ჩვენმა ელიტამ"ვე მოუღო ბოლო ამ პატრიოტ კაცს და მის იდეებს.
დაფიქრდით იმაზე, ხომ არ არის ძლიერი სახელმწიფოს გარანტი ეკონომიკური სიძლიერე და თუ ასეა, როგორ აპირებთ ამის მიღწევას იმ პირობებში, როცა უარს ამბობთ ძლიერთა წესებზე თამაშზე და საკუთარი არც მოგიფიქრებით და არც არა გაგაჩნიათ რა?
მე მივიღე პასუხი კითხვებზე რა და რატომ, და ჩემთვის გასაგებია (თუმცა ბოლომდე მისაღები არ არის) თქვენი მოსაზრებები, მაგრამ პასუხგაუცემელია ასევე კითხვა, როგორ?
რომელზეც თქვენ არ გაქვთ პასუხი...

- დიდი ბრიტანეთი - 383,600
- აშშ - 416,800
- საფრანგეთი - 217,600
- საქართველო - 300 000