Monday, March 30, 2020

2.7 გაიგეთ თქვენი და სხვების მენტალური რუქები და თავმდაბლობა


2.7 გაიგეთ თქვენი  და სხვების მენტალური რუქები და თავმდაბლობა


ზოგი ადამიანი ძლიერია იმის ცოდნაში, თუ რა უნდა მოიმოქმედონ; მათ აქვთ კარგი მენტალური რუქები. შეიძლება  მათ ის შეიძინეს დასწავლით; ან იქნება ისინი ჯანსაღი აზროვნების თავიდანვე დაჯილდოვებულები იყვნენ. როგორც არ უნდა იყოს, მათ აქვთ მეტი პასუხი საკუთარ თავში, ვიდრე სხვებს. ასევე ზოგი ადამიანები არიან მეტად თავმდაბლები და გონებაგახსნილნი ვიდრე სხვები. თავმდაბლობა შეიძლება უფრო ღირებული იყოს ვიდრე კარგი მენტალური რუკების ქონა თუ იგი მიგიყვანს უკეთეს პასუხებამდე, ვიდრე ამას შენით მარტო გააკეთებდი. ორივეს ქონა, გონება გახსნილობის და კარგი მენტალური რუკების არის ყველაზე უფრო ძლიერი. 

რომ აღვწეროთ ეს მარტივი კონცეპტი, წარმოიდგინე შეაფასო ერთიდან ათამდე, თუ რამდენად კარგია ვინმეს მენტალური რუკა (სხვა სიტყვებით, რა იციან) ორდინატთა ღერძზე, და რამდენად თავმდაბალი/გონება გახსნილები არიან აბსცისათა ღერძზე. 



ყველა იწყებს მარცხენა ქვედა კუთხეში და ადამიანთა უმეტესობა ტრაგიკულად და ამპარტავნულად აქვე რჩება.  თქვენ შეგიძლიათ გაუმჯობესდეთ ან მარცხნივ(ისწავლოთ რა რაღაცეების უკეთე კეთება) ან მარჯვნივ (გონება გახსნილობის მხარეს). 







თუ შენ გაქვს  კარგი მენტალური რუკა და დაბალი გონება გახსნილობა, ეს იქნება კარგი, მაგრამ არა დიდებული. თქვენ ბევრ ღირებულ რამეს დაკარგავთ. ასევე თუ თქვენ გონება გახსნილი იქნებით, მაგრამ ცუდი მენტალური რუკა გექნებათ, თქვენ სავარაუდოდ გექნებათ პრობლემები სწორი ხალხის შერჩევისას და სწორი თვალსაზრისების ქონაში.  ადამიანი რომელსაც ექნება ძლიერი მენტალური რუკები და ასევე იღნება გონება გახსნილი, ყოველთვის აჯობეს ისეთ რომელიც ერთ-ერთში მაინც მოიკოჭლებს. 

ახლა აიღეთ წუთი, იმაზე დასაფიქრებლად თუ რა გზა გჭირდებათ იმისათვის რომ იყოთ მეტად ეფექტური. სად დასვამდით თქვენ თავს ამ ჩარტზე? კითხეთ სხვებსაც სად დაგსვამენ ისინი. 

მას შემდეგ რაც გაიგებთ რას მაზავთ და გონება გახსნილი იქნებით საკმარისად რომ მიიღოთ სხვებისგან დახმარება, თქვენ შეამჩნევთ რომ ვირტუალურად არაფერი არსებობს, რისი მიღწევაც არ შეგიძლიათ. 

ადამიანთა უმეტესობა ამაში  მოიკოჭლებს უმეტეს შემთხვევაში. 





No comments:

Post a Comment