Monday, March 30, 2020

5 ეტაპიანი პროცესი ცხოვრების მიზნების მისაღწევად



მე მგონია,  რომ პირადი განვითარების პროცესი - ციკლი რომელიც მე აღვწერე ბოლო თავში - ვლინდება 5 ეტაპში. თუ თქვენ შეგიძლიათ ამ ხუთი ნაბიჯის შესრულება კარგად, ეს თითქმის 100%-იანი გარანტიაა წარმატების. ეს არის მოკლე ჩამონათვალი.


  1. გქონდეთ  ნათელი მიზნები
  2. გამოავლინე და არ შეურიგდე პრობლემებს, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდება.
  3. ფაქიზად შეამოწმე პრობლემები რომ ჩახვიდე მათ ძირეულ გამომწვევ მიზეზებამდე.
  4. შეიმუშავე გეგმები რომლებიც გადაგალახინებს ამ პრობლემებს.
  5. გააკეთე ყვეალაფერი რაც საჭიროა რომ გარდაქმნა ეს გეგმები შედეგებში. 




ერთობლიობაში ეს 5 საფეხური ქმნის ციკლს, რომელიც წარმოდგენილია ამ სურათზე.
მოდი გავიაროთ ეს პროცესი უფრო დაწვრილებით. 




პირველ რიგში თქვენ უნდა აირჩიოთ რისკენ მიისწრაფვით - თქვენი მიზნები. თქვენი არჩეული მიზნები განაპირობებს თქვენ მიმართულებას.  მათკენ მიმავალ გზაზე, თქვენ შეგხვდებათ პრობლემები.  ზოგი ასეთი პრობლემა თქვენს სისუსტეებთან პირისპირ დაგაყენებთ. როგორ გაუმკლავდებით ტკივილს, რომელიც მისგან იქნება გამოწვეული, ეს თქვენზეა დამოკიდებული.  თქვენ თუ  თქვენი მიზნების მიღწევა გნებავთ, თქვენ უნდა იყოთ მშვიდი და ანალიტიკური, ისე რომ შეძლოთ ფაქიზად დიაგნოსტირება მოახდინოთ თქვენი პრობლემების, შეიმუშავოთ გეგმა რომელიც ამ პრობლემებს მოგაგვარებინებთ, და გააკეთოთ ყველაფერი რაც საჭირო გახდება, რომ მიაღწიოთ შედეგებს.  შემდეგ თქვენ უნდა მიმოიხილოთ ახალი  შედეგები, რომელსაც მიაღწევთ და გაიაროთ იგივე პროცესი ხელახლა. სწრაფი განვითარებისთვის, თქვენ ეს პროცესი სწრაფად და განგრძობითად უნდა გააკეთოთ, დაისახეთ მიზნები რომელიც თანთადან უფრო გართულდება.

წარმატების მისაღწევად თქვენ გესაჭიროებათ ყველა ამ 5 ეტაპის სწორად გადალახვა  და თქვენ უნდა გააკეთოთ ამ ხუთი ნაბიჯიდან  ერთდროულად  ერთი ნაბიჯი. მაგალითად, როცა დაისახავთ მიზნებს, უბრალოდ დაისახეთ მიზნები. არ იფიქროთ თუ როგორ მიაღწევთ ამ მიზნებს, ან რას გააკეთებთ თუ რამე ცუდად წავა.  როცა თქვენ პრობლემების დიაგნოსტირებას გააკეთებთ, არ იფიქროთ იმაზე თუ როგორ გადაწყვეტთ მათ - უბრალოდ დიაგნოსტირება გააკეთეთ.   ნაბიჯების აღრევა იწვევს არაოპტიმალურ შედეგებს, რადგან ის ხელს უშლის რეალური პრობლემების აღმოჩენას.  პროცესი არის იტერაციული: ყოველი ნაბიჯის მიმდევრობით გადადგმა თქვენ მოგცემთ ინფორმაციას რაც საჭირო იქნება რომ გადახვიდეთ შემდეგ ნაბიჯზე და გააკეთოთ ის წარმატებით.

აუცილებელია რომ თქვენ ამ პროცესს მიუდგეთ საღი გონებით, რაციონალური გზით, უყუროთ რა თქვენ თავს უფრო ზედა დონიდან და იყოთ მაქსიმალურად გულახდილი.  თუ თქვენი ემოციები წამოწეულია წინა პლანზე, დაიხიეთ უკან და აიღეთ დრო სანამ თქვენ შეძლებთ საღი გონებით მოქმედებას.  თუ აუცილებელია, ეძიეთ მითითებები მშვიდი, დაფიქრებული ხალხისგან.

რომ დაგეხმაროთ დარჩეთ კონცენტრირებული და ეფექტური, წარმოიდგინეთ რომ თქვენი ცხოვრება არის საბრძოლო ხელოვნება ან თამაში, რომლის მიზანიც არის რომ გამოწვევას უპასუხოთ და მიაღწიოთ მიზანს. მას შემდეგ რაც მის წესებს მიიღებთ, თქვენ მუდმივ დისკომფორტში იქნებით რაც მოდის მუდმივ ფრუსტრირებასთან ერთად. თქვენ ვეღარასოდეს გააკეთებთ ყველაფერს საუკეთესოდ: შეცდომები არის გარდაუვალი და მნიშვნელოვანია რომ შეამჩნიოთ და მიიღოთ ეს ფაქტი ცხოვრებაში. კარგი ამბავი ისაა, რომ თითოეულ შეცდომას შეუძლია გასწავლოთ რამე, ასე რომ სწავლას არ აქვს ბოლო. თქვენ მალე შეამჩნევთ რომ  საბაბები, როგორიც არის "ეს არ არის მარტივი" ან "ეს არ ჩანს სამართლიანი" ან კიდევ "ამის გაკეთება არ შემიძლია" არის უსარგებლო და ერთადერთი რასაც შედეგი მოაქვს წინ მიწოლაა.

და რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი უნარები წარმატებისთვის?  არ იდარდოთ ამაზე, რადგან ეს ყველასთვის ასეა. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ როდის რა უნარი დაგჭირდებათ და სად უნდა წახვიდეთ მის საპოვნელად. პრაქტიკასთან ერთად, არასახარბიელო მდგომარეობის პირისპირ,  თქვენ საბოლოოდ ამ თამაშს ძალიან მშვიდად და მიზანმიმართულად ითამაშებთ.  თქვენი უნარი მიიღოთ რაც გინდათ, საბოლოო ჯამში ისე  აღგაგზნებთ, რო ვეღარ გაჩერდებით.

ახლა მოდი შევხედოთ როგორ მივუდგეთ 5 ნაბიჯიდან თითოეულს.




No comments:

Post a Comment