2.3 დასვი პრობლემის დიაგნოზი რომ ჩახვიდე მის ძირეულ გამომწვევ მიზეზამდე
A. ფოკუსირება მოახდინე იმაზე თუ "რა არის" სანამ გადაწყვეტ "რა მოუხერხო მას". ეს არის ზოგადი შეცდომა რომ გადახვიდე ნანო წამში რთული პრობლემის იდენტიფიცირებიდან , გამოსავლის შემოთავაზებაზე. სტრატეგიული აზროვნება მოითხოვს ორივეს: დიაგნოზის დასმას და გეგმის შემუშავებას. კარგი დიაგნოზი, როგორც წესი საჭიროებს 15 წუთიდან 1 საათამდე, დამოკიდებულია რამდენად კომპლექსურია პრობლემა და რამდენად კარგადაა შესრულებული გადაწყვეტა. ეს მოიცავს შესაბამის ხალხთან საუბარს და მტკიცებულების ერთად ძებნას, რომ დაადგინოთ ძირეული მიზეზები. პრინციპების მსგავსად , ძირეული გამომწვევი მიზეზები თავის თავზე დეკლარირებას აკეთებს კიდევ და კიდევ, ამასთან სხვადასხვა სიტუაციებში. მათი აღმოჩენა და მათთა გამკლავება დივიდენდებს იძლევა, კიდევ და კიდევ.
B. განასხვავე უახლოესი მიზეზები ძირეული მიზეზებისგან. უახლოესი მიზეზები როგორც წესი ქმედებებია (ან უმოქმედობა) რასაც მივყავართ პრობლემებთან, ასე რომ ისინი აღიწერება ზმნების(დაესმის კითხვა: რას აკეთებ) საშუალებით (მე გამოვტოვე მატარებელი, იმიტომ რომ არ შევამოწმე მატარებლების განრიგი). ძირეული მიზეზები ჩადის გაძილებით ღრმად და ისინი ძირითადად აღიწერება ზედსართავი სახელების (დაესმის კითხვა: როგორი?)(მე არ შევამოწმე მატარებლის განრიგი, რადგან მე ვარ გულმავიწყი). თქვენ მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ დანამდვილებით გადაჭრათ პრობლემა, მხოლოდ მისი გამომწვევი ძირეული მიზეზების მოშორებით, და ამის გასაკეთებლად თქვენ უნდა განასხვავოთ სიმპტომები დაავადებისგან.
C. აღიარეთ, რომ ცოდნა იმისა, თუ ვინ (მათ შორის შენც) რას ჰგავს, გეტყვის რას უნდა ელოდე მისგან. თქვენ უნდა გადალახოთ თქვენი უხალიხობა რომ შეაფასოთ რას ჰგავს ხალხი, იმისათვის რომ შემოიკრიბოთ ისეთი ხალხი, რომელთაც აქვთ თქვენთვის საჭირო თვისებები. ეს ასევე თქვენც გეხებათ. ადამიანები ყოველთვის რთულად პოულობენ და იღებენ საკუთარ შეცდომებს და სისუსტეებს. ზოგჯერ იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავენ მათ, მაგრამ უფრო ხშირად იმიტომ რომ მათი ეგო არ აძლევთ მათ ამის კეთების საშუალებას. ხშირად ხდება რომ თქვენი თანამოაზრეები თავს არიდებენ თქვენი სისუსტეების მითითებებს, რადგან არ უნდათ რომ გატკინოთ. თქვენ ყველამ უნდა გადალახოთ ეს მომენტი. ყველაზე მეტად, რაც განასხვავებს თავისი პოტენციალის მაქსიმუმის გამომყენებელ ადამიანებს ისეთი ადამიანებისგან ვინც ამ პოტენციალს არ იყენებს, არის სურვილი, რომ უყურონ თავიანთ თავს და სხვებს ობიექტურად და გაიგონ ძირეული მიზეზები, რომლებიც მათ გზაზე დგას.
No comments:
Post a Comment