2.2 განსაზღვრე(აღმოაჩინე) და არ შეურიგრე პრობლემებს
A. განიხილე მტკივნეული პრობლემები როგორც პოტენციური გაუმჯობესებები, რაც ისე ნათელია რომ პირდაპირ გიყვირის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ასე არ ჩანს, ყოველი პრობლემა არის შესაძლებლობა; აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ისინი დღის შუქზე გამოიყვანოთ. ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს ამის კეთება, რადგან ეს ავლენს მათ სისუსტეებს ან სხვების სისუსტეებს, ვიზეც გული შესტკივათ, მაგრამ წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ მათ ეს უნდა აკეთონ.
B. არ აირიდო პრობლემებთან კონფრონტაცია, რადგან ისინი ფესვებგადგმულები არიან უსიამოვნო რეალობასთან, რომელზე ყურებაც უსიამოვნოა. იმ პრობლემებზე ფიქრი, რომელიც რთული გადასაწყვეტია, შეიძლება თქვენი შფოთვის საგანი გახდეს, მაგრამ მათზე არ ფიქრი (და შესაბამისად არ გამკლავება) უფრო მშფოთვარეს გაგხდით. როცა თქვენი პრობლემა ფუძეს იღებს თქვენი ტალანტის ან უნარის ნაკლებობიდან, ბევრ ადამიანს სირცხვილის გრძნობა ეუფლება ამის გამო. გადალახეთ ეს დაბრკოლება. მეტად ამის ხაზგასმა არ შემიძლია: შენი სისუსტეების გაცნობიერება არ არის იგივე, რაც დანებება. ეს არის პირველი ნაბიჯი მათი გადალახვის გზაზე. ტკივილები, რომელსაც განიცდით არიან "მზარდი ტკივილები" რომელიც შეამოწმებს თქვენ ხასიათს და დაგაჯილდოვებთ როცა მათ გადალახავთ.
C. იყავით კონკრეტულები, თქვენი პრობლემების იდენტიფიცირებისას. საჭიროა იყოთ ზუსტი, იმიტომ რომ სხვადასხვა პრობლემას აქვს სხვადასხვა გადაწყვეტა. თუ პრობლემა გამოწვეულია შეუსაბამო უნარის გამო, დამატებითი ტრენინგი შეიძლება იყოს ამის გადაწყვეტა; თუ ის თანდაყოლილი სისუსტისგან არის გამოწვეული, თქვენ შესაძლოა სხვისი დახმარება დაგჭირდეთ ან შეცვალოთ როლი რომელსაც თამაშობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ცუდი ბუღალტერი ხართ, დაიქირავეთ კარგი ბუღალტერი. თუ პრობლება სათავეს იღებს ვინმე სხვის სისუსტეებში, შეცვალეთ იგი ისეთი ადამიანით, რომელიც ძლიერია ამაში. აი ასე მუშაობს ეს ყვეალაფერი.
D. არ აურიო პრობლემების მიზეზები, რეალურ პრობლემებში. "მე არ მძინავს საკმარისად" - არ არის პრობლემა; ეს არის პოტენციური მიზეზი (ან შეიძლება შედეგი) პრობლემის. რომ დააზუსტო შენი ფიქრები, ეცადე გამოავლინო პირველ რიგში ცუდი შედეგი; მაგ. "მე სამსახურში ცუდად ვმუშაობ". ცუდად ძილი შეიძლება ამის გამომწვევი მიზეზი იყოს, ან შეიძ₾ება მიზეზი სხვა რამე იყოს - მაგრამ იმისათვის რომ განსაზღვრო, შენ გესაჭიროება რომ იცოდე ზუსტად რას წარმოადგენს პრობლემა.
E. განასხვავე დიდი პრობლემები, პატარებისგან . თქვენ გაქვთ განსაზღვრული დრო და ენერგია; დარწმუნდით რომ თქვენ სწორად მიმართავთ მათ, განსაზღვრეთ შემდეგი სახით, რომ პრობლემების გადაწყვეტისასა დააკვირდით რომელი მათგანის გადაწყვეტა მოგიტანთ უდიდეს შედეგს. მაგრამ ასევე საკმარისი დრო დაუთმეთ პატარა პრობლემს, იმის განსასაზღვრად რომ ისინი დიდ პრობლემებად არ გადაიქცევა.
F. მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ პრობლემას, არ შეურიგდეთ მას . პრობლემების მიმართ შემრიგებლობას მოაქვს იგივე შედეგები, რაც მის დაუნახავობას. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თქვენ ურიგდებით პრობლემას იმის გამო რომ გგონიათ რომ იგი მოუგვარებელია, ან იმიტომ რომ არ თვლით მის მოგვარებას აუცილებლად, ან მის გამო რომ საკმარისად ვერ ათვალიერებთ რომ გაიგოთ რა არის მის მოსაგვარებლად საჭირო, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ძალა წარმატებისთვის, მაშინ თქვენი სიტუაცია უიმედოა. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ სასტიკი შეურიგებლობა ნებისმიერი ტიპის სიცუდესთან, მიუხედავად მისი სიმძიმისა.
No comments:
Post a Comment