2.5 მიაწექი სანამ არ დაასრულებ
A. დიდი დამგეგმავები, რომლებსაც აღსრულებაში არ მოჰყავთ საკუთარი გეგმები მიდიან არსად. თქვენ გჭირდებათ რომ მიაწვეთ შესრულებას, რაც მოითხოვს დისციპლინას იმისათვის რომ მიყვეთ თქვენ სცენარს. მნიშვნელოვანია რომ დაიმახსოვროთ კავშირები თქვენ ტასკებსა და მიზნებს შორის რის მისაღწევადაც არიან ისინი. როცა თქვენ დაკარგავთ რამის კეთების აზრს, შეჩერდით და დაუსვით თქვენ თავს კითხვა "რატომ"? თუ დაკარგავთ აზრს კითხვაზე "რატომ?" , თქვენ აუცილებლად დაკარგავთ აზრზს თქვენ მიზნებზე.
B. მუშაობის კარგი ჩვევები შეუფასებელია. ადამიანებს, ვინც მიზნისკენ წარმატებით მიდიან, აქვთ საქმეების სიები, რომლებიც დალაგებულია გონივრულად პრიორიტეტულად და ისინი რწმუნდებიან რომ ეს ტასკები იშლება ამ სიებიდან თანმიმდევრულად.
C. ჩამოაყალიბეთ ნათელი მეტრიკები, რომ დააზუსტოთ თქვენ გეგმასთან მიყოლა. იდეალურ შემთხვევაში, სხვა უნდა ზომავდეს და არეპორტებდეს თქვენ წინსვლას ობიექტურად. თუ თქვენ არ ასრულებთ დასახულ მინებს, ეს არის სხვა პრობლემა რომელიც საჭიროებს დიაგნოსტირებას და გადაჭრას. არსებობენ ბევრი წარმატებული, კრეატიული ადამიანები, რომლებიც არ არიან ძლიერები განხორციელების ნაწილში. ისინი წარმატებულები არიან იმიტომ რომ ისინი აყალიბებენ მჭიდრო ურთიერთობებს მაღალი სანდოობის ტასკების შემსრულებლებთან.
სულ ეს არის რაც უნდა მეთქვა!
დაიმახსოვრე რომ ყველა ეს 5 საფეხური გამომდინარეობს შენი ღირებულებებიდან. შენი ღირებულებები განსაზღვრავენ რა გინდა, ანუ შენ მიზნებს. ასევე გახსოვდეს რომ 5 ეტაპიანი პროცესი არის იტერაციული. როცა დაასრულებ ერთ ეტაპს, შენ მიიღებ ინფორმაციას რაც წესით და რიგით მიგიყვანს სხვა ეტაპების ცვლილებებამდე. როცა დაასრულებ ხუთივე ეტაპს, თქვენ დაიწყებთ თავიდან ახალი მიზნით. თუ პროცესი მუშაობს, თქვენი მიზნები უფრო ნელა შეიცვლება ვიდრე დიზაინები(გეგმა), რაც უფრო ნელა შეიცვლება ვიდრე შენი ტასკები.
ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხი: თქვენ დაგჭირდებათ სინთეზირება და ფორმის მიცემა კარგად. პირველი სამი ეტაპი - მიზნის დასახვა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დიაგნოზირება - არის სინთეზირება (რაშიც მე ვგულისხმობ იმის ცოდნას, თუ სად გინდა რომ წახვიდე და რა ხდება რეალობაში). გადაწყვეტების შემუშავება და იმის უზრუნველყოფა რომ გეგმები სრულდება არის ფორმის მიცემა.
No comments:
Post a Comment