2.6 დაიმახსოვრე რომ სისუსტეებს არ აქვთ მნიშვნელობა, თუ თქვენ იპოვით გადაწყვეტებს
თქვენ, თითქმის უეჭველად, არ შეგიძლიათ ყველა ეტაპის კარგად შესრულება, იმიტომ რომ თითოეული მოითხოვს სხვადასხვა ტიპის აზროვნებას და ვირტუალურად არავის შეუძლია იფიქროს კარგად ყველა ამ მიმართულებით. მაგალითად, მიზნის დასახვა (ისეთ როგორიც იმის განსაზღვრაა თუ რა გინდათ ცხოვრება რომ იყოს) მოითხოვს შენგან რომ იყო ძლიერი მაღალი-დონის აზროვნებაში, როგორც ვიზუალიზაცია და პრიორიტიზაციაა. პრობლემების იდენტიფიცირება და არ შეგუება მოითხოვს რომ იყოთ კარგად აღქმადი და ძლიერი სინთეზში და მაღალი სტანდარტების დაცვაში; დიაგნოზი მოითხოვს რომ იყო ლოგიკური, გქონდეთ უნარი რამოდენიმე შესაძლებლობა დაინახოთ, და მზად იყოთ გქონდეთ რთული საუბრები სხვებთან; გეგმის შემუშავება მოითხოვს ვიზუალიზაციას და პრაქტიკულობას; იმის გაკეთება რაც დაგეგმეთ, მოითხოვს დისციპლინას, კარგ სამუშაო ჩვევებს და რეზულტატზე ორიენტირებულოებას. ვის იცნობთ ყველა ეს უნარი რომ ჰქონდეთ? სავარაუდოდ არავის. ამასთან ყველა 5 ეტაპის კარგად კეთება არის აუცილებელი რომ იყოთ რეალურად წარმატებული. ასე რომ რა უნდა გააკეთოთ? იმოქმედეთ თავმდაბლურად, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რაც გჭირდებათ სხვებისგან!
ყველას აქვს სისუსტეები. ისინი როგორც წესი ვლინდება მათ მიერ დაშვებული შეცდომების პატერნებში. იცოდე შენი შეცდომების შესახებ და დაჟინებით უყურო მათ არის პირველი ნაბიჯი შენი წარმატების მიღწევის გზაზე.
A. დააკვირდი შენი შეცდომების შაბლონებს და განსაზღვრე 5 ეტაპიანი პროცესის რომელ ეტაპზე განიცდი წარუმატებლობას. კითხე სხვებსაც თქვენს შესახებ, რადგან არავინ არის ბოლომდე ობიექტური თავიანთ თავზე.
B. ყველას აქვს მინიმუმ ერთი დიდი საგანი, რომელიც ხელს უშლის მათი წარმატების გზაზე; იპოვე შენი და მოერიე. დაწერე რა არის ეს დიდი საკითხი(მაგ. პრობლემეის იდენტიფიცირება, გადაწყვეტების შემუშავება, შედეგებისკენ ბიძგი) და რატომ არსებობს ის (მაგ. შენი ემოციები გღალატობს, შენ არ შეგიძლია ადექვატური მოსალოდნელი შედეგების ვიზუალიზება). მაშინ როცა ყველას აქვს 1-ზე მეტი ასეთი შემაფერხებელი ფაქტორი, ამ ფაქტორებს შორის ყველაზე დიდის მოშორება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენ ცხოვრებას. თუ თქვენ ამაზე იმუშავებთ, თქვენ აუცილებლად გადაწყვეტთ წარმატებით ამ ერთ დიდ საკითხს.
თქვენ შეგიძლიათ ან გამოასწოროთ იგი ან სხვები დაიხმაროთ რომ გაუმკლავდეთ მას. არის წარმატების ორი გზა: 1) რომ გქონდეთ რაც გჭირდებათ თქვენთვის ან 2) მიიღოთ ის სხვებისგან. მეორე გზა მოითხოვს რომ იყოთ თავმდაბალი. თავმდაბლობა არის ისეთივე , ან უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე თქვენი სიძლიერეები. ორივეს ქონა საუკეთესოა.
No comments:
Post a Comment