2.4 შეიმუშავეთ გეგმა
A. წადით უკან, სანამ წინ წახვალთ . გადაახვიე ისტორია იქამდე, სადაც იყავი (ან რაც გააკეთე), რამაც მოგიყვანა აქამდე, და შემდეგ წარმოიდგინე რა უნდა გააკეთოთ შენ და სხვებმა მომავალში, რომ მიაღწიოთ თქვენ მიზნებს.
B. იფიქრე პრობლემაზე ისე, როგორც შედეგების კომპლექტზე, რომელიც მანქანამ გამოუშვა. გამოიმუშავე მაღალი-დონის ფიქრი, შენ მანქანაზე ყურებისას და ფიქრისას იმაზე თუ როგრო უნდა შეიცვალოს იგი, რომ გამოუშვას უკეთესი შედეგები.
C. დაიმახსოვრე რომ როგორც წესი არსებობს ბევრი გზა შენი მიზნის მისაღწევად. შენ უბრალოდ გჭირდება ერთი გზის პოვნა, რომელიც იმუშავებს.
D. იფიქრე შენ გეგმაზე ისე, როგორც ფილმის სცენარზე, რომელშიც შენ წარმოიდგენ ვინ რას გააკეთებს დროთა განმავლობაში. თავიდან გეგმის ზოგადი სკეჩი გააკეთე (მაგ. "დაიქირავე დიდებული ხალხი") და შემდეგ დახვეწე იგი. თქვენ უნდა დაიწყოთ დიდი სურათით და გაბურღოთ სპეციფიურ ტასკებამდე და მოსალოდნელ ვადებამდე( მაგ. "შემდეგ ორ კვირაში, აირჩიოთ ჰედჰანთერები, რომლებიც იპოვნიან ამ დიდებულ ხალხს"). რეალური სამყაროს გამოწვევები ღირებულებაზე, დროზე და პერსონალზე აუცილებლად წარმოდგება შენს წინაშე როცა ამას გააკეთებთ, და შემდეგ ეს მიგიყვანს შენი გეგმის ცვლილებამდე მანამდე, სანამ შენი მანქანის გადამრთველები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოვა.
E. დაწერე შენი გეგმა იმისათვის რომ ყველამ იცოდეს ამ გეგმის შესახებ და იმისათვისაც რომ გაზომოთ(შეადაროთ) თქვენი პროგრესი, მასთან მიმართებაში. ეს მოიცავს ყველა უმცირეს დეტალს, ისევე როგორც იმაზე თუ ვინ რა ტასკები უნდა გააკეთოს და როდის. ტასკები, მონათხრობი და მიზნები არიან განსხვავებულები, ასე რომ არ აურიოთ ისინი. დაიმახსოვრეთ ტასკები არის ის, რაც აკავშირებს მიზნებს თქვენს მონათხრობთან.
F. აღიარეთ, რომ კარგი გეგმის შემუშავება არ მოითხოვს დიდ დროს. გეგმა შეიძლება მოიხაზოს რამოდენიმე საათში და გაიშალოს შემდეგ რამოდენიმე დღეში ან კვირაში. მაგრამ პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთო იმისათვის რომ იყო ეფექტური. ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას და არ იმუშავებენ გეგმას, რადგან ძალიან დაკავებულნი არიან შესრულებით. დაიმახსოვრეთ: გეგმის შემუშავება წინ უსწრებს ქმედებას!
No comments:
Post a Comment