Monday, March 30, 2020

5 - 2.1 - იქონიეთ ნათელი მიზნები


იქონიეთ ნათელი მიზნები


A . დაახარისხე პრიორიტეტების მიხედვით : იმ დროს  როცა თქვენ შეგიძლიათ  გქონდეთ ვირტუალურად ნებისმიერი რამე რაც გინდათ, თქვენ არ შეიძლება გქონდეთ ყველაფერი რაც გინდათ.   ცხოვრება არის დიდი შვედური მაგიდასავით, უფრო მეტი უგემრიელესი ალტერნატივებით, ვიდრე თქვენ ინატრებდით რომ გაგესინჯათ.  მიზნის არჩევა ხშირად ნიშნავს რაღაცაზე უარის თქმას, რათა მიიღოთ სხვა რაღაცები რომლებიც უფრო მეტად გსურთ. ზოგი ადამიანები მანამ იჭრებიან ამ ნაწილში მანამდე, სანამ დაიწყებენ.  უკეთესი ალტერნატივის გამო კარგ ალტერნატივაზე უარის თქმის ეშინიათ, და მისდევენ ერთდროულად ბევრ მიზანს, და აღწევენ რამოდენიმე მათგანს ან არცერთს.  არ გაბრაზდეთ და არ მისცეთ თავს უფლება პარალიზება გაგიკეთოს ბევრმა არჩევანმა. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გაცილებით მეტი, ვიდრე გჭირდებათ ბედნიერებისთვის. გააკეთეთ არჩევანი და მიყევით მას.

B . არ აგერიოთ მიზნები სურვილებში. სწორი მიზანი არის რაღაც, რის მიღწევაც ნამდვილად გჭირდებათ. სურვილები არის საგნები რაც გინდათ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნების მიღწევაში. ტიპიურად, სურვილები არიან პირველი თანრიგის შედეგები. მაგალითად, თქვენი მიზანი შეიძლება იყოს ფიზიკური ფიტნესი, ამასთან თქვენი სურვილი შეიძლება იყოს გემრიელი, მაგრამ არაჯანმრთელი საჭმლის ჭამა.   ცუდად არ გამიგოთ, თუ გინდათ ჩიპსის ჭამა ტელევიზორის წინ, შეგარგოთ ღმერთმა,  მე არ მაქვს პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ  მისდიოთ ნებისმიერ მიზანს. მაგრამ თუ თქვენი მიზანი არ არის გასუქდეთ დივანზე ტელევიზორის წინ, არ გახსნათ ეს ჩიპსის პარკი.

C . გადაწყვიტეთ რაც ნამდვილად გინდათ ცხოვრებაში, თქვენი მიზნების და სურვილების შერიგების გზით. აიღეთ ვნება, მაგალითისთვის. ვნების გარეშე ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა; თქვენ არ მოგინდებოდათ მის გარეშე ცხოვრება. მაგრამ გასაღები დევს იმაში, თუ რას აკეთებთ ვნებით. აძლევთ მას უფლებას რომ გამოგიყენოთ და გიბიძგოთ ირაციონალური ქმედებებისკენ, თუ  მას ისე აღჭურვით რომ მგამოტივიროთ და გიბიძგოთ, თქვენი მიზნების მიღწევის გზაზე?  რაც საბოლოო ჯამში დაგაკმაყოფილებთ არის საკითხები რომელიც ორივე მხარეს კარგად იგრძნობენ თავს, როგორც სურვილების ისევე მიზნების.

D . არ აგერიოთ წარმატების ხაფანგები, თავად წარმატებაში. მიღწევაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები რომლებსაც ეკეტებათ 1200$-იან ფეხსაცმელებზე ან მაგარ მანქანაზე, იშვიათად არიან ბედნიერები, რადგან მათ არ იციან რა უნდათ სინამდვილეში და შესაბამისად რა დააკმაყოფილებთ მათ.


F . არასოდეს თქვათ უარი მიზანზე, იმის გამო რომ ფიქრობთ რომ იგი მოუღწეველია. იყავით გაბედული. ყოველთვის არსებობს საუკეთესო შესაძლო გზა. შენი საქმეა მისი პოვნა და იმის უზრუნველყოფა რომ მიყვე ამ გზას. ის რასაც ფიქრობთ რომ მიღწევადია, არის ფუნქცია იმისა, თუ რაც უკვე იცით იმ მომენტში. მას შემდეგ რაც  მიზნისკენ დევნას დაიწყებთ, ბევრ რამეს ისწავლით, განსაკუთრებით თუ თქვენ ითანამშრომლებთ სხვებთან; ბილიკები  რომლებიც მანამდე არ ჩანდნენ, გამოჩნდება. რათქმაუნდა ასებობს შეუძლებელი საკითხებიც ან თითქმის შეუძლებლები, ისეთი როგორიც არის პროფესიონალური საკალათბურთო ნაკრების ცენტრად თამაში, თუ 167 სანტიმეტრი სიმაღლის ხარ, ან 1.62 კილომეტრის 2 წუთში გარბენა თუ 70 წლის ხარ.


E . დაიმახსოვრე, დიდი მოლოდინები ქმნიან დიდ შესაძლებლობებს. თუ თქვენ შეზღუდავთ თქვენს მიზნებს იმით, თუ რაც უკვე იცით რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ, თქვენ აწესებთ  დაბალ ზღვარს.


G . თითქმის ვერაფერი შეგაჩერებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე თუ გაქვს ა) მოქნილობა ბ) პირადი - ანგარიშვალდებულება. მოქნილობა არის რაც ნებას გრთავთ მიიღოთ  რასაც რეალობა  ( ან მცოდნე ხალხი) გასწავლით; პირადი - ანგარიშვალდებულება არის მნიშვნელოვანი რადგან  თუ თქვენ გულწრფელად ფიქრობთ რომ მიზნის მიუღწევლობა  თქვენი პირადი წარუმატებლობაა, თქვენ დაინახავთ ამას როგორც ინდიკატორს, რომ თქვენ  არ იყავით საკმარისად კრეატიული ან მოქნილი ან მიზანმიმართული საკმარისად რომ გაგეკეთებინათ რაც საჭირო იყო. და ამრიგად თქვენ იქნებით ძალიან მოტივირებული რომ იპოვოთ გზა.



H . წარუმატებლობასთან გამკლავების უნარი, ისევე მნიშვნელოვანია როგორც იმის ცოდნა თუ როგორ წახვიდეთ წინ. ზოგჯერ თქვენ იცით რომ თქვენ ჩანჩქერში უნდა შეხვიდეთ და არ არის მისგან თავის აცილების გზა.  ცხოვრება ასეთი გამოწვევების წინაშე დაგაყენებთ, ზოგი მათგანი ამავდროულად ჩანს როგორც გამანადგურებელი.  ცუდ დროებაში, თქვენი მიზანი უნდა იყოს რომ შეინარჩუნოთ რაც გაქვთ, რომ მინიმიზება მოახდინოთ დანაკარგების მაჩვენებლების, ან უბრალოდ შეეგუოთ ისეთ დანაკარგს, რაც შეუქცევადია. თქვენი მიზანია რომ ყოველთვის გააკეთოთ შესაძლო საუკეთესო არჩევანი, ამასთან იცოდეთ რომ თქვენ დაჯილდოვდებით თუ ასე მოიქცევით.


No comments:

Post a Comment