Wednesday, October 12, 2016

ქრისტეს ასაკი და მე

საერთოდ არ მგონია რომ ეს ასაკი რამე პანაცეაა და მაინცდამაინც ამ ასაკამდე ეხსნება გონება და თავისუფლება ადამიანს, მაგრამ ბიბლიაში "შემთხვევით" არაფერი ხდება.

თუნდაც ის რომ დიდი გამომგონებლების უმეტესობამ  20-30 წლის ასაკში შეძლეს შეექქმნათ რაიმე ღირებული იმის დასტურია რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის წარმატების და რამე ღირებულის შექმნის პერიოდი სწორადაც ეს აქვთ.

ალბათ ფიზიოლოგიაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული.

მიყვარს სიტყვების "ალბათ" , "შეიძლება" - ს ხმარება.  ჩემთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება წმინდა გრაალივით არის, გამიგია სხვებისგან რომ არსებობს, მაგრამ არ მინახავს. მითუმეტეს მსჯელობის ჩემეულ ფორმებში როცა რაიმე აზრსაც კი ჩემი ტვინი სხვადასხვა მიმართულებით ამუშავებს და შეიძლება პიროვნების გაორებამდეც კი მივიდეს ტვინში ეს ჭიდილი.

რა მიყვარს?
ცხოვრება მიყვარს. მიყვარს ბევრი რამის გაგება ამ ცხოვრების შესახებ. მიყვარს პოსტულატებად და პრინციპებად ჩამოყალიბება.

სულ ვფიქრობ რომ დავწერო ცხოვრების პრინციპების შესახებ, მაგრამ ჩემი წინააღმდეგობრივი ბუნება არ მაძლევს რამე დასკვნების გაკეთების საშუალებას, თუმცა  მაინც უნდა დავწერო, მაგრამ როდის გადავწყვეტ და დავწერ რეალურად არ ვიცი.

ერთი მომენტი ვიფიქრე რომ ყოველდღე ცხოვრების ერთი პრინციპის შესახებ დავწერდი და წლის განმავლობაშ უკვე შეგროვდებოდა საკმარისი რაოდენობა, რომელსაც შემდგომ დავამუშავებდი, გამოვყოფდი პრიორიტეტების და მიმართულებების მიხედვით და  სახეს შევუცვლიდი.

რატომ ვფიქრობ რომ არის მნიშნველოვანი ასეთი პრინციპების ჩამოწერა? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება საბოლოო ჯამში დადის გადაწყვეტილებებამდე, კერძოდ სანამ პატარა ხარ შენს მაგივრად გადაწყვეტილებებს უფროსები იღებენ, და რაღაც მომენტში შეიძლება ისეც აღმოჩნდეს რომ ადამიანი ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრებისთვის და პასუხისმგებლობებისთვის.