შესავალი
თუ ვინმე გკითხავთ "რატომ უნდა შეიწუხოს ვინმემ თავი SCRUM-ის გამოყენებით? როგორ უპასუხებთ? ასეთი კითხვა ყველა ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, მათ შორის მეც არ ვარ გამონაკლისი და ჩემი პირველივე შეხება ამ მეთოდოლოგიასთან ლოგიკურად ამ კითხვით დაიწყოს. SCRUM-ი არის ძალია მარტივი ფრეიმვორკი(ჩარჩო, პრინციპების კრებული) გასაგებად, მაგრამ ძალიან რთულია დასანერგად. ეს არ არის იმის გამი რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება მოითხოვს სპეციალურ სწავლის შესაძლებლობებს ან წლობით გამოცდიელებას, არამედ იმიტომ რომ ბიზნესს გააჩნია სხვადასხვა ტიპის ემოციური, იდეოლოგიური და რეალური სამყაროს გამოწვევები, რომელსაც ის აწყდება ყოველდღე. ჩემს გამოცდილებაში როგორც SCRUM MASTER-ი, გუნდის ლიდერი და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, კითხვა "რატომ?" დასმულა ბიზნესის ყოველ დონეზე ამა თუ იმ ფორმით. ეს იმიტომ ხდება რომ SCRUM-ი არის ფიქრის და აზროვნების ახალი გზა. იგი საჭიროებს ცვლილებებს პროექტების მენეჯმენტში, და შესაბამისად ყველა აზრიან ადამიანს აინტერესებს გაიგოს ღირს თუ არა ეს ცვლილებები ამად და ღირს თუ არა ძველი წეს-ჩვეულების შეცვლა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგვეხმარება გავიგოთ თუ რატომ არის ღირებული ეს პრაქტიკები თქვენი პროექტებისთვის. იმის გასარკვევად თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავცეთ პასუხი კითხვას "რატომ?" მე მოვაქციე ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალ თვიანი კვლევის შედეგები ერთ სახელმძღვანელოში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ეს მცირე სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ რეზიუმირება გავუკეთოთ, სწრაფად დავამუღამოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდა რომ მათი პროექტები უფრო ეფექტურად განხორციელდეს, მაგრამ არ იციან რატომ არის SCRUM-ი ამისათვის სწორი არჩევანი.
10 მიზეზი, რატომაც AGILE პრინციპები მუშაობს
ძველი გამოცდილება და SCRUM-თან კავშირი
AGILE-მდე, WATERFALL მოდელი იყო ინდუსტრიის სტანდარტული მეთოდი software development-ში. Waterfall-ი შედგება შემდეგი ფაზებისგან:
ანალიზი, დიზაინი, იმპლემენტაცია, ტესტირება და თვალყურის დევნება(მეინთენანსი). ეს ნაბიჯები ართულებდა ცვლილების პროცესს და აიძულებდა ბიზნესებს დალოდებოდნენ ყველა აღნიშნული ნაბიჯის დასრულებას სანამ პროდუქტი დასრულდებოდა. ამასთან ინვესტიციის შედეგი არ დადგებოდა სანამ ბოლოში არ გავიდოდა პროექტი. AGILE არის აზროვნების-ფიქრის ალტერნატიული გზა. ეს არის ქოლგა სახელწოდება მეთოდების წყებისთვის, რომლებიც იზიარებენ ისეთი პრინციპების კონას, როგორც არის მუშაობა იტერაციებში(იტერაცია არის როგორც წესი პერიოდი ერთიდან 4 კვირამდე) რათა მიაწოდოს მუშა პროგრამა ადრეულ ფაზაში და მოძებნოს მარტივი გადაწყვეტილებები კომპლექსური პრობლემებისთვის. SCRUM- არის AGILE ფრეიმვორკი(სტრუქტურა, ჩარჩო). სხვა მაგალითები AGILE მეთოდებისა არიან XP, DSDM კრისტალი და FDD.
SCRUM-ი შედგება 3 AGILE პრინციპისგან: გამჭვირვალეობა(გაკეთებულია ნიშნავს გაკეთებულია), ინსპექტირება(შემოწმება პროექტის ყველა ფაზაზე) და ადაპტაცია(ცვლილებების სწრაფად განხორციელება). გამჭვირვალეობა ნიშნავს რომ მთელი გუნდი ენდობა ერთმანეთს და არიან სამართლიანები ამოცანების დასრულებასთან დაკავშირებით. ინსპექტირება ნიშნავს რომ გუნდის წევრები აფასებენ საკუთარ პროგრესს ყოველდღე და ადაპტაცია ნიშნავს რომ გუნდის წევრები ახორციელებენ ცვლილებებს უკეთესი შედეგისთვის, ჩატარებული ინსპექტირებაზე დაფუძნებით. პროდუქტის მფლობელი(PRODUCT OWNER) ქმნის backlog-ს, რომელიც შედგება პროდუქტის ფუნქციებისგან. ყოველი იტერაცია(სპრინტი), არის გუნდის მიერ არჩეული ფუნქციების კრებული, რომელზეც ეს გუნდი მუშაობს სპრინტის ფარგლებში და აბარებს პოტენციურად გაშვებად პროდუქტის დამატებას(increment).
მიზეზები
1.ინვესტიციაზე ადრეული ამონაგები: მოკლე იტერაციებში მუშაობა ნიშნავს რომ ინვესტიციაზე ამოგება მალევე ხდება შესაძლებელი.
2. ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს: ბიზნესს შეუძლია შეცვალოს მოთხოვნები ყოველი იტერაციის შემდეგ და პასუხი გასცეს ბაზრის გამოწვევებს, რაც დღევანდელ ცვალებად გარემოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის.
3.ადრეული ტესტირება: ყველა პროექტში ჩართულ პიროვნებას შეუძლია ნახოს მუშა პროგრამა მუშაობაში, სანამ ის გაეშვება LIVE-ში. ეს ნიშნავს რომ ადრეულ ტესტირებას ბიზნესის და საბოლოო მომხმარებლის მხრიდან.
4.პროდუქტი მოლოდინებს ამართლებს: AGILE-ი ცალსახად აახლოვებს დეველოპერების გუნდს და საბოლოო მომხმარებელს, ისე რომ რაც კეთდება დეველოპერების მიერ თანხვედრაში მოდის საბოლოო მომხმარებლის მოლოდინებთან.
5. პროდუქტი აკორექტირებს მოლოდინებს: თუ რამე ვერ ესწრება გაშვებისთვის ან ისე არ გაკეთდა როგორი მოლოდინიც არსებობდა, ყველას ეცოდინება ამის შესახებ ადრეულ ეტაპზევე, ვინც დაინტერესებულია ამით.
6. ძლიერი, მოტივირებული გუნდი: სანდოობა დევს AGILE მეთოდების საძირკველში. ეს ამოტივირებს ყველა ჩართულ ადამიანს და ქმნის ძლიერ გუნდებს.
7. მაღალი ეფექტურობის გუნდები: AGILE პრინციპების გამოყენება ნიშნავს სწრაფ კომუნიკაციას. ის ასევე ფორმირებას ახდენს უფრო ეფექტური გუნდებისა, კოორდინაციული და კოლოკაციური სახის შეხვედრების მეშვეობით. არანაირ ტექნოლოგიას არ ძალუძს შეცვალოს ასეთი ადამიანური ინტერაქცია.
8. მუშა პროგრამა ადრეულ ფაზაში: არ არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ნახო პროდუქტის ნაწილის დასრულება. AGILE პრაქტიკები უზრულველყოფს ამას ყოველი იტერაციის დროს.
9. გუნდები დროთა განმავლობაში უმჯობესდება: მუდმივი გაუმჯობესება ნიშნავს რომ ტექნიკურ იდეალობაზე ფოკუსირება და კარგი დიზაინი არის კონსტანტა.
10. მარტივი მაგრამ ეფექტური: AGILE გუნდები ანაწევრებენ პრობლემებს უმარტივესი მეთოდების გამოყენებით, უზოგავენ რა ამით საკუთარ თავსაც და ბიზნესსაც დროს და ფულს.
11. ანგარიშვალდებული გუნდი უფრო დიდი ალბათობით ჩააბარებს პროექტს: სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ადამიანები ვინც მუშაობენ პროექტზე პასუხისმგებლები არიან პროექტის ჩაბარებაზე(გაშვებაზე) ( განსხვავებით პროექტის მენეჯერისგან). ეს ქმნის გადაუდებელი საქმეების უფრო ბუნებრივ აღქმას.
5 მიზეზი თუ რატომ მუშაობს SCTUM MASTER-ის როლი.
ბექგრაუნდი
scrum master -ი არის ადგილობრივი scrum-ის ექსპერტი, მწვრთნელი და მენტორი ყველა პროექტში ჩართული ადამიანისთვის. scrum master-ისთვის მნიშვნელოვანია რომ ბოლომდე ესმოდეს SCRUM-ის წესების შესახებ და დარწმუნებული უნდა იყოს რომ ფრეიმვორკი(სტრუქტურა) ხორციელდება ამ წესების შესაბამისად. scrum master-ი ასევე პასუხისმგებელია ყველა შემაფერხებელი საკითხის მოგვარება-მოშორებაზე პროექტის ჩასაბარებლად.
მიზეზები
1. მომაგრებული ბულდოზერი: სხვა ფრეიმვორკებისგან განსხვავებით, აღნიშნული როლი ერთ ადამიანს აფოკუსირებს შემაფერხებელი ფაქტორების მოშორებაზე. ეს ნიშნავს რომ გუნდი კონცენტრირებულია სამუშაოს შესრულებაზე.
2. მომაგრებული მწვრთნელი: ეს როლი აძლევს ერთ ადამიანს შესაძლებლობას რომ იყოს სხვების მწვრთნელი. არავის შეუძლია ჩამოაშოროს და გადასცეს ეს უფლება სხვას. შესაბამისად ერთი პიროვნება არის ფოკუსირებული ორგანიზაციის ყველა წევრის დახმარებაზე, რათა მათ შეძლონ ფრეიმვორკის გაგება სწორად.
3.მიუკერძოებლობა: scrum master-ს შეუძლია იყოს ძალიან სასარგებლო გუნდისთვის, როგორც პროდუქტის მფლობელი(ნახეთ ქვემოთ) მხარეების არჩევის გარეშე. ანუ ის არ ხდება მოსამართლე გუნდს შორის არსებული უთანხმოებისა ან ჩაუბარებლობის შემთხვევაში. ერთადერთი ფოკუსი რაზეც უნდა მოახდინოს SCRUM MASTER-მა - დარწმუნდეს რომ ფრეიმვორკი და პროექტი არის წარმატებული. ამას შეუძლია დახმარება პრობლემების გადაწყვეტაში და ნდობის მოპოვებაში.
4. პასუხისმგებლობა ფრეიმვორკზე(სტრუქტურაზე, ჩარჩოზე) და არა ჩაბარებაზე: ეს არის თითქმის შებრუნებული ფსიქოლოგია. scrum masters- ზრუნავს მხოლოდ იმაზე რომ დარწმუნდეს ფრეიმვორკი(სტრუქტურა) სწორედ ისე ხორციელდება, როგორც ამას SCRUM-ის წესები ამბობს. პასუხისმგებლობა გაიმიჯნება ამ შემთხვევაში და ის არ არის პასუხისმგებელი პრეოქტის ჩაბარებაზე, არამედ მხოლოდ იმაზე რომ სტრუქტურა სწორად განხორციელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია კონცენტრირდეს იმაზე რომ წესები რომლებსაც მისდევს გუნდი, სწორად ხორციელდება, რაც მეორეს მხრივ ქმნის კარგად გაზეთილ მანქანას და უზრუნველყოფს მუშაობის პროცესის სწორად წარმართვას. თუ SCRUM MASTER-ის საქმე გაკეთებულია და ყველა SCRUM-ის გუნდის წევრი ასრულებს საკუთარ როლს სწორად, მაშინ დეველოპმენტის გუნდს შეუძლია პროექტის ჩაბარება.
5. არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც შეიძლება ჩავარდეს: იქიდან გამომდინარე, რომ scrum master-ი არ აკონტროლებს გუნდს, და კონტროლის არარსებობა არ ტოვებს გუნდს გაუგებრობაში. scrum master-ი აწესებს სისტემას რომელსაც ყველამ უნდა მისდიოს მისი არყოფნის დროსაც კი.
5 მიზეზი თუ რატომ მუშაობს პროდუქტის მფლობელის როლი
ბექგრაუნდი
პროდუქტის მფლობელი ბიზნესის ამოცანებს თარგმნის მოთხოვნებში გუნდისთვის, BACKLOG-ის ფორმის სახით. ყოველი პუნქტი ბექლოგში არის პროდუქტის ფუნქციის აღწერა. პროდუქტის მფლობელი პასუხისმგებელია ინვესტიციაზე მაქსიმალურ ამონაგების უზრუნველყოფაში ბიზნესისთვის, მართავს პროდუქტის ბექლოგს და ანიჭებს პრიორიტეტებს ამ პუნქტებს დეველოპერების გუნდისთვის.
მიზეზები
1. დროის მაქსიმიზირება ბიზნესისთვის ინვესტიციის ამოღების თვალსაზრისით: პროდუქტის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი პროქტის ჩაბარებაზე ან თვალყურის დევნებაზე, არამედ მხოლოდ პრიორიტეტების მინიჭებაზე და ფუნქციონალის მართვაზე ბექლოგში. ეს მაღალ დონეზე ფოკუსისების საშუალებას იძლევა.
2. მოთხოვნების მომაგებული წყარო: არ არის მის გარდა სხვა ვინმე ორგანიზაციაში, ვისთანაც შეიძლება კონსულტირება გაიაროს გუნდმა პროდუქტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ბიზნესის მფლობელების მოთხოვნები მიედინება პროდუქტის მფლობელის მეშვეობით.
3. ერთი ადამიანია პასუხისმგებელი მოთხოვნების ცვლილებაზე: თუ ბიზნესის სურათი იცვლება, მხოლოდ ერთი ადამიანი არის პასუხისმგებელი რომ დაიჭიროს აღნიშნული ცვლილებები და განაახლოს იგი მოთხოვნებში.
4. აღწევს საუკეთესო კომპრომისს: მთავარი ბიზნესის მფლობელებიც კი უნდა ენდობოდნენ პროდუქტის მფლობელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ათანაბრებს ბიზნესს და დეველოპმენტის გუნდს და უზრუნველყოფს შესაბამისი კომპრომისების მიღებას პროდუქტის სასარგებლოდ.
5. თანხვედრაში მოჰყავს კლიენტი და გუნდი, ყოველდღე: ეს როლი არის შუამავალი ბიზნესსა და გუნდს შორის. მისი ყოფნა SCRUM_ის ყველა შეხვედრაზე ნიშნავს რომ გუნდი ყოველთვის მუშაობს ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
5 მიზეზი თუ რატომ მუშაობს დეველოპერების გუნდის წევრის როლი
ბექგრაუნდი
SCTUM-ის დეველოპერების გუნდი არის კროს ფუნქციური(შედგება ბევრი უნარის მქონე ერთად მომუშავე ადამიანებისგან) და თვით-ორგანიზებადი(საკუთარ თავს უწევენ ორგანიზებას რომ მიაღწიონ პროექტის მიზანს) ადამიანებისგან. გუნდი შედგება ექსპერტებისგან, რომელთან ექსპერტობაც ნდობით არის აღჭურვილი რომ მათ შეუძლიათ პროექტის ჩაბარება. SCRUM-ის გუნდი იდეალურ შემთხვევაში შედგება 5 დან 9 ადამიანამდე, რაც უზრუნველყობს მათი მოქნილობას, კომუნიკაბლურობას და პროდუქტიულობას.
მიზეზები
1. მიმაგებული ექსპერტების გუნდი: განსაკუთრებით გუნდისთვის ექსპერტობის მნიშვნელობის მინიჭება, ნიშნავს იმას რომ SCRUM-ის გუნდი არის შეკრებილი რომ გადაწყვიტოს პრობლემები თვითონ. ეს ათავისუფლებს სხვა როლებს სხვა საქმეებისგან და შესაძლებლობას აძევს მათ, რომ ფოკუსირდნენ საკუთარ ექსპერტულ არეზე.
2. მოქნილები ბიზნესის ამოცანების მიმართ: SCRUM-ის გუნდი ადაპტირდება მოცემული სიტუაციის მიხედვით რომ პროდუქტის ცალკეული ფუნქციის ან ნაწილის ჩაბარება მოხდეს. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დაკავშირებული ბიზნესის ამოცანებთან. ეს სამაგიეროდ აძლევს ბიძნესს მოკლევადიან და გრძელვადიან მოქნილობას და ამცირებს დახარჯულ ძალისხმევას სამიზნე ძალისხმევის სასარგებლოდ.
3. მოქნილობა და ხარჯების ეფექტურობა: პატარა ზომა კომბინაციაში ექსპერტიზის მაღალ დონესთან ნიშნავს რომ საქმე კეთდება მაღალი სტანდარტით და მინიმალური ტექნიკური კომუნიკაციის მეშვეობით.
4. ნაკლები მენეჯმენტია საჭირო: გუნდები ორგანიზებას საკუთარ თავს უწევენ. ეს ნიშნავს რომ ყველა სხვა დანარჩენი შეუძლია კონცენტრირებული იყოს საკუთარ როლზე.
5. მაღალი მასშტაბირების უნარი მოცემული რესურსის დროს: დიდი გუნდები შეიძლება იყვნენ დაყოფილი და ორგანიზებული რეგულარული შეხვედრების დროს, რომელსაც ჰქვია SCRUM_ის SCRUM-ები. ყველა გუნდს ჰყავს საკუთარი SCRUM MASTER-ი, რომელიც უზრუნველყოფს მათ კოორდინაციას. ფრთხილად იყავით - როცა ორი ან მეტი გუნდი მუშაობს ერთიდაიგივე კოდზე, გუნდმა უნდა გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა ასეთ რამეს ჰქონდეს ადგილი.
სულ ეს იყო, პასუხი თქვენს კითხვაზე "რატომ", თუ ამ კითხვაზე თქვენ მიიღეთ ამომწურავი პასუხი, მაშინ შეგიძლიათ დანერგოთ თქვენს ორგანიზაციაში SCRUM მეთოდოლოგია.