როგორ დავგეგმეთ და განვახორციელეთ კაზინოს ვებ-გვერდის განახლების პროექტი
პროექტის თავდაპირველი ინფორმაცია ასეთი სახის იყო: "განვაახლოთ არსებული ვებ-გვერდი რომ შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს და გათვალისწინებული იყოს როგორც მარკეტინგის გუნდის ასევე პროგრამისტების გუნდის მოთხოვნები"
შედგა შეხვედრა კლიენტთან რომ დაგვეზუსტებინა კლიენტის მოთხოვნები და სურვილები.
შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო საკვანძო პირები:
- პროექტის მენეჯერი
- პროგრამისტების უფროსი
- მთავარი დიზაინერი.
ხოლო დამკვეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო:
- CEO
- პროექტზე პასუხისმგებელი პირი
- მარკეტინგის მენეჯერი
- პროგრამისტი
- დიზაინერი.
ამ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა :
- ყველა ფუნქციონალის გაგება და ჩაწერა, რაც უნდოდათ რომ განეახლებინათ ან/და დაემატებინათ არსებულ ვებ-გვერდზე.
- მათი მოთხოვნები სხვადასხვა DEVICE-ბიდან საიტის გახსნასთან დაკავშირებით.
- ორ მხარეს შორის პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით კომუნიკაციების დამყარება და გარკვევა იმისა თო რომელ პროგრამულ ენას გამოვიყენებდით ამ პროექტის ფარგლებში და როგორ დამყარდებოდა მათ API-სთან კავშირი და ინფორმაციის გაცვლა/გამოცვლა.
- განგვეხილა ვინ იქნებოდა ორივე მხრიდან წარმომადგენელი რომ კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილიყო
- რა პერიოდულობით და რომელ დღეებში მოხდებოდა პროექტის შუალედული ციკლების და ეტაპების წარდგენა/ჩვენება დამკვეთისათვის
- გადაწყდა რომ პროექტი დაგვეყო 2 მსხვილ ნაწილად, რომელიც ასევე კონტრაქტში ჰპოვებდა ასახვას: დიზაინის ნაწილი, პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი
- დიზაინის ნაწილი თავის მხრივ კიდევ დაიყო რამოდენიმე ეტაპად, რომელშიც მთავარ ნაწილს საიტის პირველი გვერდის დიზაინზე მუშაობა და შეთანხმება წარმოადგენდა და ავუხსენით დამკვეთს რომ ეს იყო ამოსავალი წერტილი დიზაინზე და პროექტზე მუშაობისას, ვინაიდან დიზაინის პირველი გვერდი ახდენს გავლენას მთელი პროექტის დიზაინებზე.
- განვიხილეთ და ვურჩიეთ სხვადასხვა მიმართულებით როგორ ჯობდა პროექტის განხორციელება და წარმართვა, მაგალითად SEO-ს კუთხით მივეცით რჩევები კომპანიას რომ თითოეულ თამაშს ჯობდა ჰქონოდა ცალ-ცალკე გვერდი, რომელიც ოპტიმიზაციის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო.
- ჩავიწერეთ კლიენტის მხრიდან ყველა საკვანძო პიროვნების პირადი მონაცემები:
- სახელი, გვარი, ტელ-ნომერი, ელ-ფოსტა
- ჩავინიშნეთ შემდგომში განსახილველი საკითხები, რომლებიც ვერ განვიხილეთ ამ შეხვედრაზე და შევთანხმდით რომ ეს ინფორმაცია 1 კვირის განმავლობაში უნდა მოეწოდებინათ:
- მთავარი მენიუს პუნქტები
- რეგისტრაციის ველები
- ავტორიზაციის ველები
- საიტის ენობრივობა
- მოვითხოვეთ კომპანიის BRANDBOOK-ი.
- მოვთხოვეთ კომპანიას SEO-სთვის საჭირო KEYWORD-ების ჩამონათვალი.
შეხვედრის შემდეგ მოხდა ამ ინფორმაციის გავლა ჩვენს შიდა გუნდში, რომ გაგვეკეთებინა ანალიზი რა ტიპის პროფესიონალები დაგვჭირდებოდა გუნდში.
შიდა შეხვედრაზე გადაწყდა რამოდენიმე საკითხი, კერძოდ:
- რომელ პროგრამულ ენაებში დავწერდით ჩვენ მხარეს
- გადაწყდა რომ დაგვემატებინა დიზაინერები outsource-დან რომ გაგვეკეთებინა რამოდენიმე დამოუკიდებელი დიზაინი პირველი გვერდისა და ასარჩევად წარგვედგინა დამკვეთისთვის
- შეგვეკრა ტესტერების გუნდი, რათა პროექტის სატესტო ეტაპებზე გაგვეკეთებინა ფუნქციონალის ტესტირება წინასწარ შექმნილი ტესტირების შაბლონების მიხედვით.
- ჩამოვაყალიბეთ SITEMAP-ი
- პროექტის ტექნიკური დავალება (რომელიც კონტრაქტთან ერთად იქნა ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ)
ამის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ პროექტის პროცესი და შუალედური ჩასაბარებელი ეტაპები:
- დიზაინის პირველი გვერდი
- დიზაინის პირველი გვერდის დამტკიცება
- შიდა გვერდების დახატვა
- შიდა გვერდების დამტკიცება დამკვეთის მხრიდან
- დიზაინის პირველი გვერდის აწყობა CSS/HTML_ში
- დიზაინის შიდა გვერდების აწყობა CSS/HTML_ში
- პროგრამული მოდულების შემუშავება:
- რეგისტრაციის მოდული
- USER -ის პირადი მონაცემების მოდული
- SEO-ს მოდული
- თამაშების მოდული
- ბანერების მოდული
- ენების მოდული(IP-ების მიხედვით დამახსოვრება და შესაბამისი ენების ჩვენების ფუნქციით)
- სიახლეების მოდული
- კონტაქტის მოდული
- პროგრამული მოდულები პირველი გვერდისთვის
- დიზაინის დანარჩენი გვერდები
- USER/INFO რეგისტრაციის მოდული რომელიც გულისხმობდა დამკვეთის API_სთან ურთიერთქმედებას და ინფორმაციის მიმოცვლას
- USER/INFO რეგისტრაციის მოდულის ტესტირება
- ჩამოვაყალიბეთ დამოკიდებულების სტრუქტურა, თუ რა ეტაპები იყო საკვანძო და რომელ ეტაპზე იყო პროექტის გაგრძელება დამოკიდებული.
- ყველა მოდულის პროგრამული დამთავრება
დამკვეთის მხრიდან ყველა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ:
- შევადგინეთ პროექტის გეგმა
- ჩამოვწერეთ ტასკები და ამ ტასკების შესრულებაზე პასუხისმგებელ ტიპებს მივანიჭეთ
- მივანიჭეთ ტასკებს დაწყების და დამთავრების დროები
- აღვწერეთ ტასკები ძალიან დეტალურად რომ გამოჩენილიყო რას ნიშნავდა კონკრეტული ტასკის დამთავრება და ამისათვის გავიარეთ თითოეული ტასკი და კონკრეტულ საკვანძო ტასკებს დავუდგინეთ ტესტირების პარამეტრები
- ჩამოვაყალიბეთ ტასკების ურთიერთდამოკიდებულების სქემა
შემდეგ ეტაპზე ეს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პროექტი წარვუდგინეთ:
- ჩვენს შიდა გუნდს
- დამკვეთებს
- განვიხილეთ შეხვედრებზე ვინმე თუ იქნებოდა პროექტის მიმდინარეობისას შვებულებაში ან ჩვენი მხრიდან ან კლიენტების მხრიდან და გავითვალისწინეთ პროექტში აღნიშნული საკითხები
- დავამტკიცეთ აღნიშნული გეგმა
ამის შემდეგ შევუდექით პროექტის განხორციელებას:
- კვირაში ერთხელ გვქონდა განხილვა გუნდის შიგნით პროექტის მიმდინარეობის(თუმცა პროექტის მიმდინარეობისასაც სულ საქმის კურსში ვიქნებით)
- კვირაში ერთხელ ვუგზავნიდით რეპორტს კლიენტის მხრიდან წარმომადგენელს(ამ შემთხვევაში რამოდენიმე ადამიანი იყო, მათ შორის CEO
- ვიღებდით მათგან FEEDBACK-ს და ვითვალისწინებდით პროექტში.
ჩვენი მხრიდან პროექტში ჩართული იყვნენ შემდეგი პირები:
- პროექტის მენეჯერი - პროექტებზე მუშაობის
- მთავარი პროგრამისტი - 9 წლიანი გამოცდილებით პროგრამირებაში: PHP, CSS/HTML, AJAX, JAVASCRIPT
- CSS/HTML პროგრამისტი - 3 წლიანი სტაჟით
- მთავარი დიზაინერი - 8 წლიანი დიზაინერობის გამოცდილებით
- მეორე დიზაინერი - 8 წლიანი გამოცდილებით
- მესამე დიზაინერი - 10+ წლიანი გამოცდილებით
- UX/UI დიზაინერი - 7 წლიანი გამოცდილებით
- ტესტერების ჯგუფის უფროსი - ტესტირების 3 წლიანი გამოცდილებით
- ტესტერი #1 - დამწყები, გამოცდილების გარეშე
- ტესტერი #2 - დამწყები, გამოცდილების გარეშე
- SEO მენეჯერი - 3 წლიანი გამოცდილებით