კრიზისთან დაკავშირებით ზოგიერთმა სასტუმრომ, რესტორანმა და სარეკლამო სააგენტომ კლიენტებთან ანგარიშსწორების ახლებური სისტემა შეიმუშავეს: "გადაიხადე რამდენიც გინდა"
თუ ნამუსი საშუალებას მოგცემთ შესაძლებელია 3 დღით უფასოდ დაისვენოთ ავსტრალიაში
ავსტრალიის ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ Langenfeld-ში მზად არიან მიიღონ სამდღიანი ვიზიტით 200 ადამიანი. თარიღის დამთავრების შემდეგ სტუმრები იხდიან ყველა მომსახურებაზე (სასტუმროში ყოფნაზე, კვებაზე რესტორნებში და გართობაში) იმდენს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.
პროექტში მონაწილეობს 16 სასტუმრო, 4 რესტორანი, 7 გასართობი ცენტრი. ტურისტების განკარგულებასია რაფტინგი, ველოსიპედზე გასეირნება, ტურისტული ექსკურსიები, მთებზე ასვლა, ცურვა, კულტურული ღონისძიებები და სპა - მოვლა.
იდეის ავტორის სიტყვებით, მარტინ ზანტერი (Martin Santer), Langenfeld ყალიბდება წარმატებულ ტურისტულ ცენტრად. ადგილობრივი მცხოვრებნი დარწმუნებულნი არიან მათ მიერ ტურისტებისთვის შეთავაზებული მომსახურების ხარისხიანობაში, რაც საშუალებას აძლევს სტუმრებს თავად შეაფასონ დასვენების ხარისხი ამ მიდამოებში.
ერთის მხრივ, ეს არის ორიგინალური PR-სვლა ზაფხულის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, და ამავდროულად მარკეტინგული კვლევაა იმის გამოსავლენად, თუ რამდენის გადამხდელები არიან ტურისტები.
სასტუმრო სან-დიეგოში: თავად იმოქმედე ფასის კლებაზე
სასტუმრო Rancho Bernardo Inn-მა სან-დიეგოში მიმართა საკმაოდ ნოვატორულ ხერხს სასტუმროს ნომრების ფასების რეგულირების კუთხით: სტუმრებს სთავაზობენ ამა თუ იმ სიკეთეების სარგებლობისგან უარი თქვან და ამით დააგდონ ფასები სასტუმროში ყოფნაზე.
ასე მაგალითად: ორადგილიანი ნომერი საუზმით ღირს 219$, საუზმის გარეშე: 199$, ბარის გარეშე: 179$, კონდიციონერის გარეშე: 159$, ბალიშების გარეშე: 139$, გადასაფარებლების გარეშე: 109$, განათების გარეშე: 89$, თეთრეულის გარეშე:59$, და ბოლოს საწოლის გარეშე 19$ :)))))))))))))
No comments:
Post a Comment