Wednesday, September 19, 2018

AGILE -ს მანიფესტი ქართულად


მოგეხსენებათ თავად AGILE არის ფილოსოფია რომელსაც გააჩნია გარკვეული პრინციპები  რომელიც სრულად თანხვედრაშია აღნიშნულ ფილოსოფიასთან.

თავდაპირველად წადმოვადგინოთ თავად მანიფესტი და შემდეგ გავშალოთ იგი პრინციპების დონეზე.


Agile პროგრამირების მანიფესტი


ჩვენ ვიღწვით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის უკეთესი გზების აღმოსაჩენად,
ვქმნით თავად პროგრამულ უზრუნველყოფას და ვეხმარებით ამაში სხვებს.
ამ მოღვაწეობის შედეგად მივედით ღირებულებების შემდეგ სისტემამდე:

პიროვნებებსა და ურთიერთქმედებებს ვამჯობინებთ პროცესებსა და ინსტრუმენტებს
მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფას ვამჯობინებთ ამომწურავ დოკუმენტაციას
დამკვეთთან თანამშრომლობას ვამჯობინებთ კონტრაქტის პირობების შეთანხმებას
ცვლილებაზე რეაგირებას ვამჯობინებთ გეგმის ზედმიწევნით დაცვას
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ მარჯვენა მხარეს მდგომ
ღირებულებებს, უპირატესობას ვანიჭებთ მარცხნივ მდგომებს.



განვიხილოთ აღნიშნული ფილოსოფია და მივალთ იმ პრინციპებამდე რომელიც ასევე მანიფესტის ვებ-გვერდზეა ჩამოყალიბებული. 

პიროვნებებსა და ურთიერთქმედებები უფრო პრიორიტეტულია ვიდრე პროცესები და ინსტრუმენტები. ეს ნიშნავს იმას რომ დღევანდელ ცვალებად გარემოში სულ უფრო ხშირად არის საჭირო პიროვნებების კონტაქტი ერთმანეთთან რომ გადაწყვეტილება მიიღონ.  რადგან პროესები და ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში ბოლომდე მორგებული არ არის ხოლმე ცვალებადი გარემოს მიმართ, ამიტომ სანამ ინსტრუმენტებს და პროცესების ცვლილებას დავიწყებთ მანამდე შეგვიძლია უბრალოდ გავარკვიოთ ერთმანეთში საჭირბოროტო საკითხები. 
მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ამომწურავი დოკუმენტაცია. ეს ხდება ისევ და ისევ იმის გამო რომ რეალურ ცვალებად სამყაროში ფასობს ის რაც უკვე გაკეთებულია და არა გეგმები. თუ სწრაფად შეგიძლია მომხმარებელს ან დამკვეთს აჩვენო პროდუქტის ინკრემენტი უნდა აჩვენო. 

დამკვეთთან თანამშრომლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე კონტრაქტის პირობების შეთანხმებას. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ჩემი გამოცდილებიდან დამკვეთის სურვილები ხშირად იცვლება და ხშირად დამინახავს როგორ იცვლება დამკვეთის სახე იმის მოსმენისას რომ კონტრაქტის მიხედვით რამე არ არის გაწერილი რაც მას ამჟამად თავში მოუვიდა და უნდა რომ განახორციელოს. დამკვეთთან თანამშრომლობისთვის პრიორიტეტის მინიჭება ნიშნავს მეტ მოქნილობას ნებისმიერ დროს დამდგარი საჭიროების შესრულების მიმართ, იქნება ეს ახალი მოდული, ახალი ფუნქციონალი თუ სხვა. 

ცვლილებაზე რეაგირება  უფრო პრიორიტეტულია ვიდრე გეგმის ზედმიწევნით დაცვა. რატომ? იმიტომ რომ გეგმები ხშირად იცვლება და გეგმის ზედმიწევნით დაცვამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისეთი პროდუქტის ფუნქციონალის შექმნამდე მიგვიყვანოს, რომელიც უკვე მისი დასრულების დროს აღარ იყოს ბაზრის მოთხოვნებთან ან ბიზნესის ინტერესებთან თანხვედრაში და ამგვარად წყალში გადაყრილი შრომა აღმოჩნდეს. ცვლილებებზე რეაგირება ბიზნესისთვის ძალიან ხელსაყრელი და მოსახერხებელია, ვინაიდან იძლევა საშუალებას სწრაფად მოხდეს სასურველი ცვლილებები განხორციელება და შესაბამისად უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ ბაზარზე. 


ახლა მოგიყვანთ 11 პრინციპს რომელიც AGILE მანიფესტის ვებ-გვერდზეც დევს. 

Agile მანიფესტის ძირეული პრინციპები


ჩვენ მივდევთ შემდეგ პრინციპებს:
  1. ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი აქვს დამკვეთის კმაყოფილებას ღირებული პროგრამული უზრუნველყოფის დროული და უწყვეტი მიწოდების გზით.
  2. მივესალმებით მოთხოვნების ცვლილებებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გვიან ეტაპზეც კი. Agile პროცესი ხელს უწყობს დამკვეთის კონკურენტული უპირატესობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებების განხორციელებას.
  3. მუშა პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება უნდა მოხდეს ხშირად, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ვადაში.  მოკლე ვადებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
  4. ბიზნესის წარმომადგენლები და პროგრამისტები ერთად უნდა მუშაობდნენ ყოველ დღე, მთელი პროექტის განმავლობაში.
  5. ააგეთ პროექტები მოტივირებული პიროვნებების ირგვლივ. უზრუნველყავით ისინი საჭირო გარემოთი და მხარდაჭერით, ანდეთ მათ საქმის დასრულება.
  6. გუნდის შიგნით და გუნდისათვის ინფორმაციის გადაცემის ყველაზე ქმედით და ეფექტურ მეთოდს პირადი საუბარი წარმოადგენს.
  7. მუშა პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს წინსვლის უპირველეს საზომს.
  8. ინვესტორს, პროგრამისტსა და მომხმარებელს უნდა შესწევდეთ უნარი, განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეინარჩუნონ აღებული ტემპი. Agile პროცესები ხელს უწყობენ ამგვარ მდგრად განვითარებას.
  9. ტექნიკური სრულყოფისა და კარგი დიზაინის მიმართ მუდმივი ყურადღება აუმჯობესებს მოქნილობას.
  10. სიმარტივე--ზედმეტი სამუშაოს რაოდენობის მინიმიზაციის ხელოვნება--არსებითია.
  11. საუკეთესო არქიტექტურა, მოთხოვნები და დიზაინი იქმნება თვით-ორგანიზებული გუნდების მიერ.
  12. გუნდი რეგულარულად განიხილავს ეფექტურობის გაზრდის საშუალებებს, და შესაბამისად ცვლის და აკორექტირებს საკუთარ ქცევას.

No comments:

Post a Comment