Monday, March 30, 2020

2.7 გაიგეთ თქვენი და სხვების მენტალური რუქები და თავმდაბლობა


2.7 გაიგეთ თქვენი  და სხვების მენტალური რუქები და თავმდაბლობა


ზოგი ადამიანი ძლიერია იმის ცოდნაში, თუ რა უნდა მოიმოქმედონ; მათ აქვთ კარგი მენტალური რუქები. შეიძლება  მათ ის შეიძინეს დასწავლით; ან იქნება ისინი ჯანსაღი აზროვნების თავიდანვე დაჯილდოვებულები იყვნენ. როგორც არ უნდა იყოს, მათ აქვთ მეტი პასუხი საკუთარ თავში, ვიდრე სხვებს. ასევე ზოგი ადამიანები არიან მეტად თავმდაბლები და გონებაგახსნილნი ვიდრე სხვები. თავმდაბლობა შეიძლება უფრო ღირებული იყოს ვიდრე კარგი მენტალური რუკების ქონა თუ იგი მიგიყვანს უკეთეს პასუხებამდე, ვიდრე ამას შენით მარტო გააკეთებდი. ორივეს ქონა, გონება გახსნილობის და კარგი მენტალური რუკების არის ყველაზე უფრო ძლიერი. 

რომ აღვწეროთ ეს მარტივი კონცეპტი, წარმოიდგინე შეაფასო ერთიდან ათამდე, თუ რამდენად კარგია ვინმეს მენტალური რუკა (სხვა სიტყვებით, რა იციან) ორდინატთა ღერძზე, და რამდენად თავმდაბალი/გონება გახსნილები არიან აბსცისათა ღერძზე. 



ყველა იწყებს მარცხენა ქვედა კუთხეში და ადამიანთა უმეტესობა ტრაგიკულად და ამპარტავნულად აქვე რჩება.  თქვენ შეგიძლიათ გაუმჯობესდეთ ან მარცხნივ(ისწავლოთ რა რაღაცეების უკეთე კეთება) ან მარჯვნივ (გონება გახსნილობის მხარეს). 







თუ შენ გაქვს  კარგი მენტალური რუკა და დაბალი გონება გახსნილობა, ეს იქნება კარგი, მაგრამ არა დიდებული. თქვენ ბევრ ღირებულ რამეს დაკარგავთ. ასევე თუ თქვენ გონება გახსნილი იქნებით, მაგრამ ცუდი მენტალური რუკა გექნებათ, თქვენ სავარაუდოდ გექნებათ პრობლემები სწორი ხალხის შერჩევისას და სწორი თვალსაზრისების ქონაში.  ადამიანი რომელსაც ექნება ძლიერი მენტალური რუკები და ასევე იღნება გონება გახსნილი, ყოველთვის აჯობეს ისეთ რომელიც ერთ-ერთში მაინც მოიკოჭლებს. 

ახლა აიღეთ წუთი, იმაზე დასაფიქრებლად თუ რა გზა გჭირდებათ იმისათვის რომ იყოთ მეტად ეფექტური. სად დასვამდით თქვენ თავს ამ ჩარტზე? კითხეთ სხვებსაც სად დაგსვამენ ისინი. 

მას შემდეგ რაც გაიგებთ რას მაზავთ და გონება გახსნილი იქნებით საკმარისად რომ მიიღოთ სხვებისგან დახმარება, თქვენ შეამჩნევთ რომ ვირტუალურად არაფერი არსებობს, რისი მიღწევაც არ შეგიძლიათ. 

ადამიანთა უმეტესობა ამაში  მოიკოჭლებს უმეტეს შემთხვევაში. 





2.6 დაიმახსოვრე რომ სისუსტეებს არ აქვთ მნიშვნელობა, თუ თქვენ იპოვით გადაწყვეტებს


2.6 დაიმახსოვრე რომ სისუსტეებს არ აქვთ მნიშვნელობა, თუ თქვენ იპოვით გადაწყვეტებს


თქვენ,  თითქმის უეჭველად,  არ შეგიძლიათ ყველა ეტაპის კარგად შესრულება, იმიტომ რომ თითოეული მოითხოვს სხვადასხვა ტიპის აზროვნებას და ვირტუალურად არავის შეუძლია იფიქროს კარგად ყველა ამ მიმართულებით. მაგალითად, მიზნის დასახვა  (ისეთ როგორიც იმის განსაზღვრაა თუ რა გინდათ ცხოვრება რომ იყოს) მოითხოვს შენგან რომ იყო ძლიერი მაღალი-დონის აზროვნებაში, როგორც ვიზუალიზაცია და პრიორიტიზაციაა.  პრობლემების იდენტიფიცირება და არ შეგუება  მოითხოვს რომ იყოთ კარგად აღქმადი და ძლიერი სინთეზში და მაღალი სტანდარტების დაცვაში; დიაგნოზი მოითხოვს რომ იყო ლოგიკური, გქონდეთ უნარი რამოდენიმე შესაძლებლობა დაინახოთ, და მზად იყოთ გქონდეთ რთული საუბრები სხვებთან; გეგმის შემუშავება მოითხოვს ვიზუალიზაციას და პრაქტიკულობას; იმის გაკეთება რაც დაგეგმეთ, მოითხოვს დისციპლინას, კარგ სამუშაო ჩვევებს და რეზულტატზე ორიენტირებულოებას.  ვის იცნობთ ყველა ეს უნარი რომ ჰქონდეთ? სავარაუდოდ არავის. ამასთან ყველა 5 ეტაპის კარგად კეთება არის აუცილებელი  რომ იყოთ რეალურად წარმატებული. ასე რომ რა უნდა გააკეთოთ? იმოქმედეთ თავმდაბლურად, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რაც გჭირდებათ სხვებისგან!

ყველას აქვს სისუსტეები.  ისინი როგორც წესი ვლინდება მათ მიერ დაშვებული  შეცდომების  პატერნებში. იცოდე შენი შეცდომების შესახებ და დაჟინებით უყურო მათ არის პირველი ნაბიჯი შენი წარმატების მიღწევის გზაზე.




A. დააკვირდი შენი შეცდომების შაბლონებს და განსაზღვრე 5 ეტაპიანი პროცესის რომელ ეტაპზე განიცდი წარუმატებლობას. კითხე სხვებსაც თქვენს შესახებ, რადგან არავინ არის ბოლომდე ობიექტური თავიანთ თავზე.


B. ყველას აქვს მინიმუმ ერთი დიდი საგანი, რომელიც ხელს უშლის მათი წარმატების გზაზე; იპოვე შენი და მოერიე.  დაწერე რა არის ეს დიდი საკითხი(მაგ. პრობლემეის იდენტიფიცირება, გადაწყვეტების შემუშავება, შედეგებისკენ ბიძგი) და რატომ არსებობს ის (მაგ. შენი ემოციები გღალატობს, შენ არ შეგიძლია ადექვატური მოსალოდნელი შედეგების ვიზუალიზება).  მაშინ როცა ყველას აქვს 1-ზე მეტი ასეთი შემაფერხებელი ფაქტორი, ამ ფაქტორებს შორის ყველაზე დიდის მოშორება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენ ცხოვრებას. თუ თქვენ ამაზე იმუშავებთ, თქვენ აუცილებლად გადაწყვეტთ წარმატებით ამ ერთ დიდ საკითხს.

თქვენ შეგიძლიათ ან გამოასწოროთ იგი ან სხვები დაიხმაროთ რომ გაუმკლავდეთ მას. არის წარმატების ორი გზა: 1) რომ გქონდეთ რაც გჭირდებათ თქვენთვის  ან 2) მიიღოთ ის სხვებისგან.  მეორე გზა მოითხოვს რომ იყოთ თავმდაბალი.  თავმდაბლობა არის ისეთივე , ან უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე თქვენი სიძლიერეები. ორივეს ქონა საუკეთესოა.


5 - 2.5 მიაწექი სანამ არ დაასრულებ


2.5 მიაწექი სანამ არ დაასრულებ




A. დიდი დამგეგმავები, რომლებსაც აღსრულებაში არ მოჰყავთ საკუთარი გეგმები მიდიან არსად.  თქვენ გჭირდებათ რომ მიაწვეთ შესრულებას, რაც მოითხოვს დისციპლინას იმისათვის რომ  მიყვეთ თქვენ სცენარს.  მნიშვნელოვანია რომ დაიმახსოვროთ  კავშირები თქვენ ტასკებსა და მიზნებს შორის  რის მისაღწევადაც არიან ისინი. როცა თქვენ  დაკარგავთ  რამის კეთების აზრს, შეჩერდით და დაუსვით თქვენ თავს კითხვა "რატომ"? თუ დაკარგავთ აზრს კითხვაზე "რატომ?" ,  თქვენ აუცილებლად დაკარგავთ აზრზს თქვენ მიზნებზე. 

B. მუშაობის კარგი ჩვევები შეუფასებელია.  ადამიანებს,  ვინც მიზნისკენ წარმატებით მიდიან, აქვთ საქმეების სიები, რომლებიც დალაგებულია გონივრულად პრიორიტეტულად და ისინი რწმუნდებიან რომ ეს ტასკები იშლება ამ სიებიდან თანმიმდევრულად. 

C. ჩამოაყალიბეთ ნათელი მეტრიკები, რომ დააზუსტოთ თქვენ გეგმასთან მიყოლა. იდეალურ შემთხვევაში, სხვა უნდა ზომავდეს და არეპორტებდეს თქვენ წინსვლას ობიექტურად. თუ თქვენ არ ასრულებთ დასახულ მინებს, ეს არის სხვა პრობლემა რომელიც საჭიროებს დიაგნოსტირებას და გადაჭრას. არსებობენ ბევრი წარმატებული, კრეატიული ადამიანები, რომლებიც არ არიან ძლიერები განხორციელების ნაწილში. ისინი წარმატებულები არიან იმიტომ რომ ისინი აყალიბებენ მჭიდრო ურთიერთობებს მაღალი სანდოობის ტასკების შემსრულებლებთან. 


სულ ეს არის რაც უნდა მეთქვა!
დაიმახსოვრე რომ ყველა ეს 5 საფეხური გამომდინარეობს შენი ღირებულებებიდან. შენი ღირებულებები განსაზღვრავენ რა გინდა, ანუ შენ მიზნებს. ასევე გახსოვდეს რომ 5 ეტაპიანი პროცესი არის იტერაციული. როცა დაასრულებ ერთ ეტაპს, შენ მიიღებ ინფორმაციას რაც წესით და რიგით მიგიყვანს სხვა ეტაპების ცვლილებებამდე. როცა დაასრულებ ხუთივე ეტაპს, თქვენ დაიწყებთ თავიდან ახალი მიზნით. თუ პროცესი მუშაობს, თქვენი მიზნები უფრო ნელა შეიცვლება ვიდრე დიზაინები(გეგმა), რაც უფრო ნელა შეიცვლება ვიდრე შენი ტასკები. 

ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხი: თქვენ დაგჭირდებათ სინთეზირება  და ფორმის მიცემა  კარგად.  პირველი სამი ეტაპი - მიზნის დასახვა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დიაგნოზირება - არის სინთეზირება (რაშიც მე ვგულისხმობ იმის ცოდნას, თუ სად გინდა რომ წახვიდე და რა ხდება რეალობაში).  გადაწყვეტების შემუშავება და იმის უზრუნველყოფა რომ გეგმები სრულდება არის ფორმის მიცემა. 

5 - 2.4 შეიმუშავეთ გეგმა


2.4 შეიმუშავეთ გეგმა


A. წადით უკან, სანამ წინ წახვალთ . გადაახვიე ისტორია იქამდე,  სადაც იყავი (ან რაც გააკეთე), რამაც მოგიყვანა აქამდე, და შემდეგ წარმოიდგინე რა უნდა გააკეთოთ შენ და სხვებმა მომავალში, რომ მიაღწიოთ თქვენ მიზნებს. 

B. იფიქრე პრობლემაზე ისე, როგორც შედეგების კომპლექტზე, რომელიც მანქანამ გამოუშვა.  გამოიმუშავე მაღალი-დონის ფიქრი, შენ მანქანაზე ყურებისას და ფიქრისას იმაზე თუ როგრო უნდა შეიცვალოს იგი, რომ გამოუშვას უკეთესი შედეგები. 

C. დაიმახსოვრე რომ როგორც წესი არსებობს ბევრი გზა შენი მიზნის მისაღწევად.  შენ უბრალოდ გჭირდება ერთი გზის პოვნა, რომელიც იმუშავებს. 

D. იფიქრე შენ გეგმაზე ისე, როგორც ფილმის სცენარზე, რომელშიც შენ წარმოიდგენ ვინ რას გააკეთებს დროთა განმავლობაში. თავიდან გეგმის ზოგადი  სკეჩი გააკეთე  (მაგ. "დაიქირავე დიდებული ხალხი") და შემდეგ დახვეწე იგი.  თქვენ უნდა დაიწყოთ დიდი სურათით და გაბურღოთ სპეციფიურ ტასკებამდე და მოსალოდნელ ვადებამდე( მაგ. "შემდეგ ორ კვირაში, აირჩიოთ ჰედჰანთერები, რომლებიც იპოვნიან ამ დიდებულ ხალხს"). რეალური სამყაროს გამოწვევები ღირებულებაზე, დროზე და პერსონალზე აუცილებლად წარმოდგება შენს წინაშე როცა ამას გააკეთებთ, და შემდეგ ეს მიგიყვანს შენი გეგმის ცვლილებამდე მანამდე, სანამ შენი მანქანის გადამრთველები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოვა. 

E. დაწერე შენი გეგმა იმისათვის  რომ ყველამ იცოდეს ამ გეგმის შესახებ და იმისათვისაც  რომ გაზომოთ(შეადაროთ) თქვენი პროგრესი, მასთან მიმართებაში.  ეს მოიცავს ყველა უმცირეს დეტალს, ისევე როგორც იმაზე თუ ვინ რა  ტასკები უნდა გააკეთოს და როდის. ტასკები, მონათხრობი და მიზნები არიან განსხვავებულები, ასე რომ არ აურიოთ ისინი.  დაიმახსოვრეთ ტასკები არის ის, რაც აკავშირებს მიზნებს თქვენს მონათხრობთან. 

F. აღიარეთ, რომ კარგი გეგმის შემუშავება არ მოითხოვს დიდ დროს.  გეგმა შეიძლება მოიხაზოს რამოდენიმე საათში და გაიშალოს შემდეგ რამოდენიმე დღეში ან კვირაში.  მაგრამ პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთო იმისათვის რომ იყო ეფექტური. ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას და არ იმუშავებენ გეგმას, რადგან ძალიან დაკავებულნი არიან  შესრულებით.  დაიმახსოვრეთ: გეგმის შემუშავება წინ უსწრებს ქმედებას! 
 


5 - 2.3 დასვი პრობლემის დიაგნოზი რომ ჩახვიდე მის ძირეულ გამომწვევ მიზეზამდე



2.3 დასვი პრობლემის დიაგნოზი რომ ჩახვიდე მის ძირეულ გამომწვევ მიზეზამდე






A. ფოკუსირება მოახდინე იმაზე თუ "რა არის" სანამ გადაწყვეტ "რა მოუხერხო მას". ეს არის ზოგადი შეცდომა რომ გადახვიდე ნანო წამში რთული პრობლემის იდენტიფიცირებიდან , გამოსავლის შემოთავაზებაზე.   სტრატეგიული აზროვნება მოითხოვს ორივეს: დიაგნოზის დასმას და გეგმის შემუშავებას.  კარგი დიაგნოზი, როგორც წესი საჭიროებს 15 წუთიდან 1 საათამდე, დამოკიდებულია რამდენად კომპლექსურია პრობლემა და რამდენად კარგადაა შესრულებული გადაწყვეტა.  ეს მოიცავს  შესაბამის ხალხთან საუბარს და მტკიცებულების ერთად ძებნას, რომ დაადგინოთ ძირეული მიზეზები. პრინციპების მსგავსად , ძირეული გამომწვევი მიზეზები თავის თავზე დეკლარირებას აკეთებს კიდევ და კიდევ, ამასთან სხვადასხვა სიტუაციებში. მათი აღმოჩენა და მათთა გამკლავება დივიდენდებს იძლევა, კიდევ და კიდევ. 


B. განასხვავე უახლოესი მიზეზები ძირეული მიზეზებისგან. უახლოესი მიზეზები როგორც წესი ქმედებებია (ან უმოქმედობა) რასაც მივყავართ პრობლემებთან, ასე რომ ისინი აღიწერება ზმნების(დაესმის კითხვა: რას აკეთებ) საშუალებით (მე გამოვტოვე მატარებელი, იმიტომ რომ არ შევამოწმე  მატარებლების განრიგი).  ძირეული მიზეზები ჩადის გაძილებით ღრმად და ისინი ძირითადად აღიწერება ზედსართავი სახელების (დაესმის კითხვა: როგორი?)(მე არ შევამოწმე მატარებლის განრიგი, რადგან მე ვარ გულმავიწყი).  თქვენ მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ დანამდვილებით გადაჭრათ პრობლემა,  მხოლოდ მისი გამომწვევი ძირეული მიზეზების მოშორებით, და ამის გასაკეთებლად თქვენ უნდა  განასხვავოთ  სიმპტომები დაავადებისგან. 


C. აღიარეთ, რომ ცოდნა იმისა, თუ ვინ (მათ შორის შენც) რას ჰგავს, გეტყვის რას უნდა ელოდე მისგან.  თქვენ უნდა გადალახოთ თქვენი უხალიხობა რომ შეაფასოთ რას ჰგავს ხალხი, იმისათვის რომ შემოიკრიბოთ ისეთი ხალხი, რომელთაც აქვთ თქვენთვის საჭირო თვისებები. ეს ასევე თქვენც გეხებათ. ადამიანები ყოველთვის რთულად პოულობენ და იღებენ საკუთარ შეცდომებს და  სისუსტეებს.  ზოგჯერ იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავენ მათ, მაგრამ უფრო ხშირად იმიტომ რომ მათი ეგო არ აძლევთ მათ ამის კეთების საშუალებას.  ხშირად ხდება რომ თქვენი თანამოაზრეები თავს არიდებენ თქვენი სისუსტეების მითითებებს, რადგან არ უნდათ რომ გატკინოთ.  თქვენ ყველამ უნდა გადალახოთ ეს მომენტი. ყველაზე მეტად, რაც განასხვავებს თავისი პოტენციალის მაქსიმუმის გამომყენებელ ადამიანებს ისეთი ადამიანებისგან ვინც ამ პოტენციალს არ იყენებს, არის სურვილი, რომ უყურონ თავიანთ თავს და სხვებს ობიექტურად და გაიგონ ძირეული მიზეზები, რომლებიც მათ გზაზე დგას. 



5 - 2.2 განსაზღვრე(აღმოაჩინე) და არ შეურიგრე პრობლემებს


2.2 განსაზღვრე(აღმოაჩინე)  და არ შეურიგრე პრობლემებს


A. განიხილე მტკივნეული პრობლემები როგორც პოტენციური გაუმჯობესებები, რაც ისე ნათელია რომ პირდაპირ გიყვირის.  მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ასე არ ჩანს, ყოველი პრობლემა არის შესაძლებლობა; აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ისინი დღის შუქზე გამოიყვანოთ. ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს ამის კეთება, რადგან ეს ავლენს მათ სისუსტეებს ან სხვების სისუსტეებს, ვიზეც გული შესტკივათ, მაგრამ წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ მათ ეს უნდა აკეთონ. 

B. არ აირიდო პრობლემებთან კონფრონტაცია, რადგან ისინი ფესვებგადგმულები არიან უსიამოვნო რეალობასთან, რომელზე ყურებაც უსიამოვნოა.  იმ პრობლემებზე ფიქრი, რომელიც რთული გადასაწყვეტია, შეიძლება თქვენი შფოთვის საგანი გახდეს, მაგრამ მათზე არ ფიქრი (და შესაბამისად არ გამკლავება) უფრო მშფოთვარეს გაგხდით. როცა თქვენი პრობლემა ფუძეს იღებს თქვენი ტალანტის  ან უნარის ნაკლებობიდან, ბევრ ადამიანს სირცხვილის გრძნობა ეუფლება ამის გამო.  გადალახეთ ეს დაბრკოლება. მეტად ამის ხაზგასმა არ შემიძლია: შენი სისუსტეების გაცნობიერება არ არის იგივე, რაც  დანებება. ეს არის პირველი ნაბიჯი მათი გადალახვის გზაზე. ტკივილები, რომელსაც განიცდით არიან "მზარდი ტკივილები" რომელიც შეამოწმებს თქვენ ხასიათს და დაგაჯილდოვებთ როცა მათ გადალახავთ. 


C. იყავით კონკრეტულები, თქვენი პრობლემების იდენტიფიცირებისას.  საჭიროა იყოთ ზუსტი, იმიტომ რომ სხვადასხვა პრობლემას აქვს სხვადასხვა გადაწყვეტა.  თუ პრობლემა გამოწვეულია შეუსაბამო უნარის გამო, დამატებითი ტრენინგი შეიძლება იყოს ამის გადაწყვეტა; თუ ის თანდაყოლილი სისუსტისგან არის გამოწვეული, თქვენ შესაძლოა სხვისი დახმარება დაგჭირდეთ ან შეცვალოთ როლი რომელსაც თამაშობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ცუდი ბუღალტერი ხართ, დაიქირავეთ კარგი ბუღალტერი.  თუ პრობლება სათავეს იღებს ვინმე სხვის სისუსტეებში, შეცვალეთ იგი ისეთი ადამიანით, რომელიც ძლიერია ამაში. აი ასე მუშაობს ეს ყვეალაფერი. 

D. არ აურიო პრობლემების მიზეზები, რეალურ პრობლემებში.  "მე არ მძინავს საკმარისად" - არ არის პრობლემა; ეს არის პოტენციური მიზეზი (ან შეიძლება შედეგი) პრობლემის. რომ დააზუსტო  შენი ფიქრები, ეცადე გამოავლინო პირველ რიგში ცუდი შედეგი;  მაგ. "მე სამსახურში ცუდად ვმუშაობ". ცუდად ძილი შეიძლება ამის გამომწვევი მიზეზი იყოს, ან შეიძ₾ება მიზეზი სხვა რამე იყოს - მაგრამ იმისათვის რომ განსაზღვრო, შენ გესაჭიროება რომ იცოდე ზუსტად რას წარმოადგენს პრობლემა. 


E. განასხვავე დიდი პრობლემები, პატარებისგან .  თქვენ გაქვთ განსაზღვრული დრო და ენერგია; დარწმუნდით რომ თქვენ სწორად მიმართავთ მათ,  განსაზღვრეთ შემდეგი სახით, რომ პრობლემების გადაწყვეტისასა დააკვირდით რომელი მათგანის გადაწყვეტა მოგიტანთ უდიდეს შედეგს. მაგრამ ასევე საკმარისი დრო დაუთმეთ პატარა პრობლემს, იმის განსასაზღვრად რომ ისინი დიდ პრობლემებად არ გადაიქცევა. 

F. მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ პრობლემას, არ შეურიგდეთ მას .  პრობლემების მიმართ შემრიგებლობას მოაქვს იგივე შედეგები, რაც მის დაუნახავობას. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თქვენ ურიგდებით პრობლემას იმის გამო რომ გგონიათ რომ იგი მოუგვარებელია, ან იმიტომ რომ არ თვლით მის მოგვარებას აუცილებლად, ან მის გამო რომ საკმარისად ვერ ათვალიერებთ რომ გაიგოთ რა არის მის მოსაგვარებლად საჭირო, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ძალა წარმატებისთვის, მაშინ თქვენი სიტუაცია უიმედოა. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ სასტიკი შეურიგებლობა ნებისმიერი ტიპის სიცუდესთან, მიუხედავად მისი სიმძიმისა. 





5 - 2.1 - იქონიეთ ნათელი მიზნები


იქონიეთ ნათელი მიზნები


A . დაახარისხე პრიორიტეტების მიხედვით : იმ დროს  როცა თქვენ შეგიძლიათ  გქონდეთ ვირტუალურად ნებისმიერი რამე რაც გინდათ, თქვენ არ შეიძლება გქონდეთ ყველაფერი რაც გინდათ.   ცხოვრება არის დიდი შვედური მაგიდასავით, უფრო მეტი უგემრიელესი ალტერნატივებით, ვიდრე თქვენ ინატრებდით რომ გაგესინჯათ.  მიზნის არჩევა ხშირად ნიშნავს რაღაცაზე უარის თქმას, რათა მიიღოთ სხვა რაღაცები რომლებიც უფრო მეტად გსურთ. ზოგი ადამიანები მანამ იჭრებიან ამ ნაწილში მანამდე, სანამ დაიწყებენ.  უკეთესი ალტერნატივის გამო კარგ ალტერნატივაზე უარის თქმის ეშინიათ, და მისდევენ ერთდროულად ბევრ მიზანს, და აღწევენ რამოდენიმე მათგანს ან არცერთს.  არ გაბრაზდეთ და არ მისცეთ თავს უფლება პარალიზება გაგიკეთოს ბევრმა არჩევანმა. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გაცილებით მეტი, ვიდრე გჭირდებათ ბედნიერებისთვის. გააკეთეთ არჩევანი და მიყევით მას.

B . არ აგერიოთ მიზნები სურვილებში. სწორი მიზანი არის რაღაც, რის მიღწევაც ნამდვილად გჭირდებათ. სურვილები არის საგნები რაც გინდათ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნების მიღწევაში. ტიპიურად, სურვილები არიან პირველი თანრიგის შედეგები. მაგალითად, თქვენი მიზანი შეიძლება იყოს ფიზიკური ფიტნესი, ამასთან თქვენი სურვილი შეიძლება იყოს გემრიელი, მაგრამ არაჯანმრთელი საჭმლის ჭამა.   ცუდად არ გამიგოთ, თუ გინდათ ჩიპსის ჭამა ტელევიზორის წინ, შეგარგოთ ღმერთმა,  მე არ მაქვს პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ  მისდიოთ ნებისმიერ მიზანს. მაგრამ თუ თქვენი მიზანი არ არის გასუქდეთ დივანზე ტელევიზორის წინ, არ გახსნათ ეს ჩიპსის პარკი.

C . გადაწყვიტეთ რაც ნამდვილად გინდათ ცხოვრებაში, თქვენი მიზნების და სურვილების შერიგების გზით. აიღეთ ვნება, მაგალითისთვის. ვნების გარეშე ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა; თქვენ არ მოგინდებოდათ მის გარეშე ცხოვრება. მაგრამ გასაღები დევს იმაში, თუ რას აკეთებთ ვნებით. აძლევთ მას უფლებას რომ გამოგიყენოთ და გიბიძგოთ ირაციონალური ქმედებებისკენ, თუ  მას ისე აღჭურვით რომ მგამოტივიროთ და გიბიძგოთ, თქვენი მიზნების მიღწევის გზაზე?  რაც საბოლოო ჯამში დაგაკმაყოფილებთ არის საკითხები რომელიც ორივე მხარეს კარგად იგრძნობენ თავს, როგორც სურვილების ისევე მიზნების.

D . არ აგერიოთ წარმატების ხაფანგები, თავად წარმატებაში. მიღწევაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები რომლებსაც ეკეტებათ 1200$-იან ფეხსაცმელებზე ან მაგარ მანქანაზე, იშვიათად არიან ბედნიერები, რადგან მათ არ იციან რა უნდათ სინამდვილეში და შესაბამისად რა დააკმაყოფილებთ მათ.


F . არასოდეს თქვათ უარი მიზანზე, იმის გამო რომ ფიქრობთ რომ იგი მოუღწეველია. იყავით გაბედული. ყოველთვის არსებობს საუკეთესო შესაძლო გზა. შენი საქმეა მისი პოვნა და იმის უზრუნველყოფა რომ მიყვე ამ გზას. ის რასაც ფიქრობთ რომ მიღწევადია, არის ფუნქცია იმისა, თუ რაც უკვე იცით იმ მომენტში. მას შემდეგ რაც  მიზნისკენ დევნას დაიწყებთ, ბევრ რამეს ისწავლით, განსაკუთრებით თუ თქვენ ითანამშრომლებთ სხვებთან; ბილიკები  რომლებიც მანამდე არ ჩანდნენ, გამოჩნდება. რათქმაუნდა ასებობს შეუძლებელი საკითხებიც ან თითქმის შეუძლებლები, ისეთი როგორიც არის პროფესიონალური საკალათბურთო ნაკრების ცენტრად თამაში, თუ 167 სანტიმეტრი სიმაღლის ხარ, ან 1.62 კილომეტრის 2 წუთში გარბენა თუ 70 წლის ხარ.


E . დაიმახსოვრე, დიდი მოლოდინები ქმნიან დიდ შესაძლებლობებს. თუ თქვენ შეზღუდავთ თქვენს მიზნებს იმით, თუ რაც უკვე იცით რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ, თქვენ აწესებთ  დაბალ ზღვარს.


G . თითქმის ვერაფერი შეგაჩერებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე თუ გაქვს ა) მოქნილობა ბ) პირადი - ანგარიშვალდებულება. მოქნილობა არის რაც ნებას გრთავთ მიიღოთ  რასაც რეალობა  ( ან მცოდნე ხალხი) გასწავლით; პირადი - ანგარიშვალდებულება არის მნიშვნელოვანი რადგან  თუ თქვენ გულწრფელად ფიქრობთ რომ მიზნის მიუღწევლობა  თქვენი პირადი წარუმატებლობაა, თქვენ დაინახავთ ამას როგორც ინდიკატორს, რომ თქვენ  არ იყავით საკმარისად კრეატიული ან მოქნილი ან მიზანმიმართული საკმარისად რომ გაგეკეთებინათ რაც საჭირო იყო. და ამრიგად თქვენ იქნებით ძალიან მოტივირებული რომ იპოვოთ გზა.



H . წარუმატებლობასთან გამკლავების უნარი, ისევე მნიშვნელოვანია როგორც იმის ცოდნა თუ როგორ წახვიდეთ წინ. ზოგჯერ თქვენ იცით რომ თქვენ ჩანჩქერში უნდა შეხვიდეთ და არ არის მისგან თავის აცილების გზა.  ცხოვრება ასეთი გამოწვევების წინაშე დაგაყენებთ, ზოგი მათგანი ამავდროულად ჩანს როგორც გამანადგურებელი.  ცუდ დროებაში, თქვენი მიზანი უნდა იყოს რომ შეინარჩუნოთ რაც გაქვთ, რომ მინიმიზება მოახდინოთ დანაკარგების მაჩვენებლების, ან უბრალოდ შეეგუოთ ისეთ დანაკარგს, რაც შეუქცევადია. თქვენი მიზანია რომ ყოველთვის გააკეთოთ შესაძლო საუკეთესო არჩევანი, ამასთან იცოდეთ რომ თქვენ დაჯილდოვდებით თუ ასე მოიქცევით.