Tuesday, February 6, 2018

მიზეზები თუ რატომ მუშაობს SCRUM მეთოდოლოგია




შესავალი

თუ ვინმე გკითხავთ "რატომ უნდა შეიწუხოს ვინმემ თავი SCRUM-ის გამოყენებით? როგორ უპასუხებთ? ასეთი კითხვა ყველა ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, მათ შორის მეც არ ვარ გამონაკლისი და ჩემი პირველივე შეხება ამ მეთოდოლოგიასთან ლოგიკურად ამ კითხვით დაიწყოს.  SCRUM-ი არის ძალია მარტივი ფრეიმვორკი(ჩარჩო, პრინციპების კრებული) გასაგებად, მაგრამ ძალიან რთულია დასანერგად. ეს არ არის იმის გამი რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება მოითხოვს სპეციალურ სწავლის შესაძლებლობებს  ან წლობით გამოცდიელებას, არამედ იმიტომ რომ ბიზნესს გააჩნია სხვადასხვა ტიპის ემოციური, იდეოლოგიური და რეალური სამყაროს გამოწვევები, რომელსაც ის აწყდება ყოველდღე. ჩემს გამოცდილებაში როგორც SCRUM MASTER-ი, გუნდის ლიდერი და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, კითხვა "რატომ?" დასმულა ბიზნესის ყოველ დონეზე ამა თუ იმ ფორმით. ეს იმიტომ ხდება რომ SCRUM-ი არის ფიქრის და აზროვნების ახალი გზა. იგი საჭიროებს ცვლილებებს პროექტების მენეჯმენტში, და შესაბამისად ყველა აზრიან ადამიანს აინტერესებს გაიგოს ღირს თუ არა ეს ცვლილებები ამად და ღირს თუ არა ძველი წეს-ჩვეულების შეცვლა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგვეხმარება გავიგოთ თუ რატომ არის ღირებული ეს პრაქტიკები თქვენი პროექტებისთვის. იმის გასარკვევად თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავცეთ პასუხი კითხვას "რატომ?" მე მოვაქციე ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალ თვიანი კვლევის შედეგები ერთ სახელმძღვანელოში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


ეს მცირე სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის,  რომ რეზიუმირება გავუკეთოთ, სწრაფად დავამუღამოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდა რომ მათი პროექტები უფრო ეფექტურად განხორციელდეს, მაგრამ არ იციან რატომ არის SCRUM-ი ამისათვის სწორი არჩევანი.





10 მიზეზი, რატომაც AGILE პრინციპები მუშაობს


ძველი გამოცდილება და SCRUM-თან კავშირი



AGILE-მდე, WATERFALL მოდელი იყო ინდუსტრიის სტანდარტული მეთოდი software development-ში. Waterfall-ი შედგება შემდეგი ფაზებისგან:
ანალიზი, დიზაინი, იმპლემენტაცია, ტესტირება და თვალყურის დევნება(მეინთენანსი). ეს ნაბიჯები ართულებდა ცვლილების პროცესს და აიძულებდა ბიზნესებს დალოდებოდნენ ყველა აღნიშნული ნაბიჯის დასრულებას სანამ პროდუქტი დასრულდებოდა. ამასთან ინვესტიციის შედეგი არ დადგებოდა სანამ ბოლოში არ გავიდოდა პროექტი. AGILE არის აზროვნების-ფიქრის ალტერნატიული გზა. ეს არის ქოლგა სახელწოდება მეთოდების წყებისთვის, რომლებიც იზიარებენ ისეთი პრინციპების კონას, როგორც არის მუშაობა იტერაციებში(იტერაცია არის როგორც წესი პერიოდი ერთიდან 4 კვირამდე) რათა მიაწოდოს მუშა პროგრამა ადრეულ ფაზაში და მოძებნოს მარტივი გადაწყვეტილებები კომპლექსური პრობლემებისთვის. SCRUM- არის AGILE ფრეიმვორკი(სტრუქტურა, ჩარჩო). სხვა მაგალითები AGILE მეთოდებისა არიან XP, DSDM კრისტალი და FDD.



SCRUM-ი შედგება 3 AGILE პრინციპისგან: გამჭვირვალეობა(გაკეთებულია ნიშნავს გაკეთებულია), ინსპექტირება(შემოწმება პროექტის ყველა ფაზაზე) და ადაპტაცია(ცვლილებების სწრაფად განხორციელება). გამჭვირვალეობა ნიშნავს რომ მთელი გუნდი ენდობა ერთმანეთს და არიან სამართლიანები ამოცანების დასრულებასთან დაკავშირებით. ინსპექტირება ნიშნავს რომ გუნდის წევრები აფასებენ საკუთარ პროგრესს ყოველდღე  და ადაპტაცია ნიშნავს რომ გუნდის წევრები ახორციელებენ ცვლილებებს უკეთესი შედეგისთვის, ჩატარებული ინსპექტირებაზე დაფუძნებით. პროდუქტის მფლობელი(PRODUCT OWNER) ქმნის backlog-ს, რომელიც შედგება პროდუქტის ფუნქციებისგან. ყოველი იტერაცია(სპრინტი), არის გუნდის მიერ არჩეული ფუნქციების კრებული, რომელზეც ეს გუნდი მუშაობს სპრინტის ფარგლებში და აბარებს პოტენციურად გაშვებად პროდუქტის დამატებას(increment).


მიზეზები

1.ინვესტიციაზე ადრეული ამონაგები: მოკლე იტერაციებში მუშაობა ნიშნავს რომ ინვესტიციაზე ამოგება მალევე ხდება შესაძლებელი.

2. ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს: ბიზნესს შეუძლია შეცვალოს მოთხოვნები ყოველი იტერაციის შემდეგ და პასუხი გასცეს ბაზრის გამოწვევებს, რაც დღევანდელ ცვალებად გარემოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის.

3.ადრეული ტესტირება: ყველა პროექტში ჩართულ პიროვნებას  შეუძლია ნახოს მუშა პროგრამა მუშაობაში, სანამ ის გაეშვება LIVE-ში. ეს ნიშნავს რომ ადრეულ ტესტირებას ბიზნესის და  საბოლოო მომხმარებლის მხრიდან.

4.პროდუქტი მოლოდინებს ამართლებს: AGILE-ი ცალსახად აახლოვებს დეველოპერების გუნდს და  საბოლოო მომხმარებელს, ისე რომ რაც კეთდება დეველოპერების მიერ თანხვედრაში მოდის საბოლოო მომხმარებლის მოლოდინებთან.

5. პროდუქტი აკორექტირებს მოლოდინებს: თუ რამე ვერ ესწრება გაშვებისთვის ან ისე არ გაკეთდა როგორი მოლოდინიც არსებობდა, ყველას ეცოდინება ამის შესახებ ადრეულ ეტაპზევე, ვინც დაინტერესებულია ამით.
6. ძლიერი, მოტივირებული გუნდი: სანდოობა დევს AGILE მეთოდების საძირკველში. ეს ამოტივირებს ყველა ჩართულ ადამიანს და ქმნის ძლიერ გუნდებს.
7.  მაღალი ეფექტურობის გუნდები: AGILE პრინციპების გამოყენება ნიშნავს სწრაფ კომუნიკაციას. ის ასევე ფორმირებას ახდენს უფრო ეფექტური გუნდებისა, კოორდინაციული და კოლოკაციური სახის შეხვედრების მეშვეობით. არანაირ ტექნოლოგიას არ ძალუძს შეცვალოს ასეთი ადამიანური ინტერაქცია.
8. მუშა პროგრამა ადრეულ ფაზაში: არ არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ნახო პროდუქტის ნაწილის დასრულება. AGILE პრაქტიკები უზრულველყოფს ამას ყოველი იტერაციის დროს.
9. გუნდები დროთა განმავლობაში უმჯობესდება: მუდმივი გაუმჯობესება ნიშნავს რომ ტექნიკურ იდეალობაზე ფოკუსირება  და კარგი დიზაინი არის კონსტანტა.
10. მარტივი მაგრამ ეფექტური: AGILE გუნდები ანაწევრებენ პრობლემებს უმარტივესი მეთოდების გამოყენებით, უზოგავენ რა ამით საკუთარ თავსაც და ბიზნესსაც დროს და ფულს.
11. ანგარიშვალდებული გუნდი უფრო დიდი ალბათობით  ჩააბარებს პროექტს: სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ადამიანები ვინც მუშაობენ პროექტზე  პასუხისმგებლები არიან პროექტის ჩაბარებაზე(გაშვებაზე) ( განსხვავებით პროექტის მენეჯერისგან). ეს ქმნის გადაუდებელი საქმეების უფრო   ბუნებრივ აღქმას.




5 მიზეზი თუ რატომ მუშაობს SCTUM MASTER-ის როლი.


ბექგრაუნდი


scrum master -ი არის ადგილობრივი scrum-ის ექსპერტი, მწვრთნელი და მენტორი ყველა პროექტში ჩართული ადამიანისთვის. scrum master-ისთვის მნიშვნელოვანია რომ ბოლომდე ესმოდეს SCRUM-ის წესების შესახებ და დარწმუნებული უნდა იყოს რომ ფრეიმვორკი(სტრუქტურა) ხორციელდება ამ წესების შესაბამისად. scrum master-ი ასევე პასუხისმგებელია ყველა შემაფერხებელი საკითხის მოგვარება-მოშორებაზე პროექტის ჩასაბარებლად.

მიზეზები
1. მომაგრებული ბულდოზერი: სხვა ფრეიმვორკებისგან განსხვავებით, აღნიშნული როლი ერთ ადამიანს აფოკუსირებს შემაფერხებელი ფაქტორების მოშორებაზე. ეს ნიშნავს რომ გუნდი კონცენტრირებულია სამუშაოს შესრულებაზე.

2. მომაგრებული მწვრთნელი: ეს როლი აძლევს ერთ ადამიანს შესაძლებლობას რომ იყოს სხვების მწვრთნელი. არავის შეუძლია ჩამოაშოროს და გადასცეს ეს უფლება სხვას. შესაბამისად ერთი პიროვნება არის ფოკუსირებული ორგანიზაციის  ყველა წევრის დახმარებაზე, რათა მათ შეძლონ ფრეიმვორკის გაგება სწორად.
3.მიუკერძოებლობა: scrum master-ს შეუძლია იყოს ძალიან სასარგებლო გუნდისთვის, როგორც პროდუქტის მფლობელი(ნახეთ ქვემოთ) მხარეების არჩევის გარეშე. ანუ ის არ ხდება მოსამართლე გუნდს შორის არსებული უთანხმოებისა ან ჩაუბარებლობის შემთხვევაში. ერთადერთი ფოკუსი რაზეც უნდა მოახდინოს SCRUM MASTER-მა - დარწმუნდეს რომ ფრეიმვორკი და პროექტი არის წარმატებული. ამას შეუძლია  დახმარება პრობლემების გადაწყვეტაში და ნდობის მოპოვებაში.
4. პასუხისმგებლობა ფრეიმვორკზე(სტრუქტურაზე, ჩარჩოზე) და არა ჩაბარებაზე: ეს არის თითქმის შებრუნებული ფსიქოლოგია. scrum masters- ზრუნავს  მხოლოდ იმაზე რომ დარწმუნდეს  ფრეიმვორკი(სტრუქტურა) სწორედ ისე ხორციელდება, როგორც ამას SCRUM-ის წესები ამბობს. პასუხისმგებლობა გაიმიჯნება ამ შემთხვევაში და ის არ არის პასუხისმგებელი პრეოქტის ჩაბარებაზე, არამედ მხოლოდ იმაზე რომ სტრუქტურა სწორად განხორციელდეს.  ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია კონცენტრირდეს იმაზე  რომ წესები რომლებსაც მისდევს გუნდი, სწორად ხორციელდება, რაც მეორეს მხრივ ქმნის კარგად გაზეთილ მანქანას და უზრუნველყოფს მუშაობის პროცესის სწორად წარმართვას. თუ SCRUM MASTER-ის საქმე გაკეთებულია და ყველა SCRUM-ის გუნდის წევრი ასრულებს საკუთარ როლს სწორად, მაშინ დეველოპმენტის გუნდს შეუძლია პროექტის ჩაბარება.

5. არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც შეიძლება ჩავარდეს: იქიდან გამომდინარე, რომ scrum master-ი არ აკონტროლებს გუნდს, და კონტროლის არარსებობა არ ტოვებს გუნდს გაუგებრობაში. scrum master-ი აწესებს სისტემას რომელსაც ყველამ უნდა მისდიოს მისი არყოფნის დროსაც კი.



5 მიზეზი თუ რატომ მუშაობს პროდუქტის მფლობელის როლი

ბექგრაუნდი

პროდუქტის მფლობელი ბიზნესის ამოცანებს თარგმნის  მოთხოვნებში გუნდისთვის, BACKLOG-ის ფორმის სახით. ყოველი პუნქტი ბექლოგში არის პროდუქტის ფუნქციის აღწერა. პროდუქტის მფლობელი პასუხისმგებელია ინვესტიციაზე მაქსიმალურ ამონაგების უზრუნველყოფაში ბიზნესისთვის, მართავს პროდუქტის ბექლოგს და ანიჭებს პრიორიტეტებს ამ პუნქტებს დეველოპერების გუნდისთვის.

მიზეზები

1. დროის მაქსიმიზირება ბიზნესისთვის ინვესტიციის ამოღების თვალსაზრისით: პროდუქტის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი პროქტის ჩაბარებაზე ან თვალყურის დევნებაზე, არამედ მხოლოდ პრიორიტეტების მინიჭებაზე და ფუნქციონალის მართვაზე ბექლოგში. ეს მაღალ დონეზე ფოკუსისების საშუალებას იძლევა.

2. მოთხოვნების მომაგებული წყარო: არ არის მის გარდა სხვა ვინმე ორგანიზაციაში, ვისთანაც შეიძლება კონსულტირება გაიაროს გუნდმა პროდუქტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.  ბიზნესის მფლობელების მოთხოვნები  მიედინება პროდუქტის მფლობელის მეშვეობით.
3. ერთი ადამიანია პასუხისმგებელი მოთხოვნების ცვლილებაზე: თუ ბიზნესის სურათი იცვლება, მხოლოდ ერთი ადამიანი არის პასუხისმგებელი რომ დაიჭიროს აღნიშნული ცვლილებები და განაახლოს იგი მოთხოვნებში.
4. აღწევს საუკეთესო კომპრომისს: მთავარი ბიზნესის მფლობელებიც კი უნდა ენდობოდნენ პროდუქტის მფლობელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ათანაბრებს ბიზნესს და დეველოპმენტის გუნდს და უზრუნველყოფს შესაბამისი კომპრომისების მიღებას პროდუქტის სასარგებლოდ.

5. თანხვედრაში მოჰყავს კლიენტი და გუნდი, ყოველდღე: ეს როლი არის შუამავალი ბიზნესსა და გუნდს შორის. მისი ყოფნა SCRUM_ის ყველა შეხვედრაზე ნიშნავს რომ გუნდი ყოველთვის მუშაობს ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით.



5 მიზეზი თუ რატომ მუშაობს დეველოპერების გუნდის წევრის როლი

ბექგრაუნდი


SCTUM-ის დეველოპერების გუნდი არის კროს ფუნქციური(შედგება ბევრი უნარის  მქონე ერთად მომუშავე ადამიანებისგან) და თვით-ორგანიზებადი(საკუთარ თავს უწევენ ორგანიზებას რომ მიაღწიონ პროექტის მიზანს) ადამიანებისგან. გუნდი შედგება ექსპერტებისგან, რომელთან ექსპერტობაც ნდობით არის აღჭურვილი რომ მათ შეუძლიათ პროექტის ჩაბარება. SCRUM-ის გუნდი იდეალურ შემთხვევაში შედგება 5 დან 9 ადამიანამდე, რაც  უზრუნველყობს მათი მოქნილობას, კომუნიკაბლურობას და პროდუქტიულობას.


მიზეზები
1. მიმაგებული ექსპერტების გუნდი: განსაკუთრებით გუნდისთვის ექსპერტობის მნიშვნელობის მინიჭება, ნიშნავს იმას რომ SCRUM-ის გუნდი არის შეკრებილი რომ გადაწყვიტოს პრობლემები თვითონ. ეს ათავისუფლებს სხვა როლებს  სხვა საქმეებისგან და შესაძლებლობას აძევს მათ, რომ ფოკუსირდნენ საკუთარ ექსპერტულ არეზე.


2. მოქნილები ბიზნესის ამოცანების მიმართ: SCRUM-ის გუნდი ადაპტირდება მოცემული სიტუაციის მიხედვით რომ პროდუქტის ცალკეული ფუნქციის ან ნაწილის ჩაბარება მოხდეს. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დაკავშირებული ბიზნესის ამოცანებთან. ეს სამაგიეროდ აძლევს ბიძნესს მოკლევადიან და გრძელვადიან მოქნილობას და ამცირებს დახარჯულ ძალისხმევას სამიზნე ძალისხმევის სასარგებლოდ.


3.  მოქნილობა და ხარჯების ეფექტურობა: პატარა ზომა კომბინაციაში ექსპერტიზის მაღალ დონესთან ნიშნავს რომ საქმე კეთდება მაღალი სტანდარტით და მინიმალური ტექნიკური კომუნიკაციის მეშვეობით.

4.  ნაკლები მენეჯმენტია საჭირო: გუნდები ორგანიზებას საკუთარ თავს უწევენ. ეს ნიშნავს რომ ყველა სხვა დანარჩენი შეუძლია კონცენტრირებული იყოს საკუთარ როლზე.

5. მაღალი მასშტაბირების უნარი მოცემული რესურსის დროს: დიდი გუნდები შეიძლება იყვნენ დაყოფილი და ორგანიზებული რეგულარული შეხვედრების დროს, რომელსაც ჰქვია SCRUM_ის SCRUM-ები. ყველა გუნდს ჰყავს საკუთარი SCRUM MASTER-ი, რომელიც უზრუნველყოფს მათ კოორდინაციას. ფრთხილად იყავით - როცა ორი ან მეტი გუნდი მუშაობს ერთიდაიგივე კოდზე, გუნდმა უნდა გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა  ასეთ რამეს ჰქონდეს ადგილი.


სულ ეს იყო, პასუხი თქვენს კითხვაზე "რატომ", თუ ამ კითხვაზე თქვენ მიიღეთ ამომწურავი პასუხი, მაშინ შეგიძლიათ დანერგოთ თქვენს ორგანიზაციაში SCRUM მეთოდოლოგია.


Wednesday, December 21, 2016

პასუხი ბატონ ლევანს

როგორ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმაში,  რომ საჭიროა ძლიერი ჯარი, საჭიროა ძლიერი შეიარაღება,  ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი სახელმწიფო.
მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა, როგორ?

თქვენს მიერ შემოთავაზებული გამოსავალი ბუნდოვანია და არ ჩანს რომ გაგაჩნიათ ფუნდამენტური ანალიზის საფუძველი და გამოსავალიც შესაბამისია.

დავიწყებ პუნქტობრივად თქვენი ნათქვამის ანალიზს.

მიზერულ ხელფასებზე რომ საუბრობთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამას მარტივი ახსნა აქვს, ვართ ღარიბი ქვეყანა - და თუ ეროვნულობას აწვებით, მაშინ უნდა შეგეძლოთ იმის აღიარება, რომ იმ  ყველაფრის მიზეზი რომ ჩვენ ჯარისკაცებს ვერ ვუხდით სათანადო ანაზღაურებას  დაკავშირებულია ეკონომიკურ სიღარიბესთან,  რაც თავის მხრივ კიდევ ბევრ კომპონენტს მოიცავს, კერძოდ კაპიტალიზმის წესების ვერ გაგებას ჩვენს მოსახლეობაში, პასუხისმგებლობის სხვებზე გადაცემას (ზოგჯერ სახელმწიფოზე, ზოგჯერ მტრებზე და ზოგჯერ “მოყვარეებზე”) და ამას მივყავართ ფუნდამენტურ გაუნათლებლობასთან და ახალი რეალობისთვის მოუმზადებლობასთან, რომელიც სხვათაშორის 90-იანებში მოსული ურა-პატრიოტიზმის და გაუთვლელობის ბრალი მგონია .

“ნატოს საქართველოსაგან, მისი სტრატეგიული მდებარეობის გარდა, რომელსაც ის რუსეთის დასაშლელად იყენებს, ძირითადად სჭირდება იაფი „საზარბაზნე ხორცი," რომელსაც ის თავისი სურვილისამებრ გამოიყენებს თავის კონფლიქტებში ჩვენი გამყიდველი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით “- ამას რაც შეეხება, თუ პოლიტიკა ცოტა მაინც გესმით, პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესი და  ნუ გაქვთ გულუბრყვილო მოლოდინი რომ ვინმე ჩვენი რაინდული სულის თუ ისტორიის გამო რამე ვალდებულებას აიღებს ჩვენს გადარჩენაზე, თუ ამაში სარგებელს ვერ დაინახავს და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ისტორიულ მაგალითს ამ მსჯელობის გასაქარწყლებლად.

საზარბაზნე ხორცს როცა ამბობთ გაიხსენეთ ერთმორწმუნე რუსეთის მიერ 9-11 მილიონი სამხედროს დახორცვა მეორე მსოფლიო ომში, მაშინ როცა თქვენს მიერ ნაგინები ლიბერასტების ჯარისკაცების დანაკარგები ასე გამოიყურება:



  1. დიდი ბრიტანეთი -  383,600
  2. აშშ -  416,800
  3. საფრანგეთი -  217,600
  4. საქართველო - 300 000




და თქვენს მიერ ნაგინები ლიბერასტები რომ არა, არავინ იცის დღეს საერთოდ თუ ვიარსებებდით ფაშიზმის საფრთხეებიდან გამომდინარე.

“ იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ჩვენს ლომგულ სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის სიღარიბის გამო თანხმდებიან უცხო, უსამართლო ომებში მონაწილეობას” - გამოდის რომ ლომგული შეგიძლია მართო ფულით და მგონია რომ ამ წინადადებაში აზრობრივი დისონანსია, მე ფულით მართული ლომგული არ მესმის რას ნიშნავს... მაგრამ მესმის რომ ცდილობთ ფამილიარულად იმოქმედოთ ხალხზე, თუმცა ბოლომდე არ აღიარებთ რომ ისევ ეკონომიურ პრობლემასთან და სიღარიბესთან გვაქვს საქმე.
 გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში,ჩვენი სამხედროების მიერ მათი სამხედრო ამოცანების შესრულებაც კი ხდება ნაკლები ინფრასტრუქტურული და სამხედრო მხარდაჭერით, ვიდრე ამას აქვს ადგილი დასავლელი ჯარისკაცის შემთხვევაში - ეს ჭორაობას ჰგავს

ხოლო ძირითადი პრინციპი ჩვენი დასავლეთთან პარტნიორობისა, რომელიც უდაოდ უნდა გულისხმობდეს ურთიერთდახმარებას, როგორც ვნახეთ, საქართველოში ომის შემთხვევაში არ მუშაობს - არც იმუშავებს მანამ, სანამ სასწორზე საკუთარი ხალხის უსაფრთხოება არ დადგება, ან სანამ არ გავძლიერდებით ისეთ დონემდე რომ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით, თორემ თუ გგონიათ რომ დღეს ჯარისკაცების მომზადება დიდ როლს თამაშობს ძალიან ცდებით. თუ კიდევ წინ გაიხედავთ ისიც შეიძლება გააცნობიეროთ რომ მალე ჯარისკაცები საერთოდ აღარ იქნება საჭირო საომარი მოქმედებებისათვის , ყოველ შემთვევაში განვითარებული ქვეყნებისათვის, ასე რომ თუ გაუნათლებელი ხალხი გვეყოლება, ამ ხალხის გამოყენებას დასავლეთი ისევ ჯარში თუ ნახავს ვიდრე სხვა ნორმალურ სფეროებში.

 დასავლეთის მიერვე წაქეზებული, დაჯილდოვებული და ხელშეუხებლად გამოცხადებული სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად მიღებულ რუსეთთან ომში დასავლეთმა საქართველო არ დაიცვა, სააკაშვილი, თავის მოპარულფულიანად, თავისთან წაიყვანა, მის მიერ დაპატიმრებული და გაუბედურებული ასობით ათასი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა, მის ტელევიაზიასა და პარტიას საქართველოში ტაბუ დაადო ჩვენი ‘სუვერენული" ქვეყნის მართლმსაჯულებისათვის და ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მწარე რეალობის წინაშე დატოვა - პარტიაზე და ტელევიზიის ხელხეუხებლობა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის არსებობას უზრუნველყოფს, თქვენ რომ ასე რიგათ გაშინებთ, ხოლო რაც შეეხება ომის დაწყებას ამაში სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე ჩემი აზრით, ეს გადაწყდა ძალიან ზედა დონეზე ჩვენდა სამწუხაროდ... და ძალიან სამწუხაროა რომ რუსეთის შემოჭრაზე და სეპარატისტების “დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე” დასავლეთის პასუხისმგებლობის გარდა სხვას ვერაფერს ხედავთ, თითქოს რუსეთს სხვანაირად არ შეეძლო... ერთში კი გეთანხმებით რომ არ შეეძლო არ შეეფერხებინა სწრაფად განვითარებადი საქართველოს შეჩერება, თუნდაც უკიდურესი ზომით - ომით.

 ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთს საქართველოში სჭირდება ქვეყნის ელიტასთან სრულიად კავშირგაწყვეტილი ჯარისკაცი, რომელსაც როცა უბრძანებენ მოქალაქეებსაც დაარბევს და უსიტყვოდ დაემორჩილება უცხოურ ბრძანებებს - ამ შემთხვევაში სრულად მესმის თქვენი (“ელიტის”), კანონებზე მაღლა და განსაკუთრებულ პირობებში რომ გინდათ იყოთ, თქვენი ცისფერი სისხლის და რაინდული თუ თავადური წარმომავლობის გამო და მემგონი თქვენვე გაქვთ ამ კუთხით გაწყვეტილი კავშირი.

 წლების მანძილზე არ ვითარდებოდა სათანადოდ სარეზერვო სამსახურის ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა და რეგულაციები, მზაკვრულად მზადდებოდა საყოველთაო გაწვევის დისკრედიტაციისა და საბოლოო გაუქმებისათვის საჭირო სოციალური ფონი, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესება და დახვეწა - ამ შემთხვევაში გეთანხმებით, მაგრამ ასევე მესმის რომ არსებული არაეფექტური სისტემა ემსახურება იმას რომ იაფად აკეთებინონ საქმე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წამოსულ ბიჭებს, რის ხარჯზეც თამამად შეუძლია გამოიწეროს თქვენმა ნაქებმა მინისტრმა  იზორიამ ასობით ათასი ლარი პრემია. სწორედ ამიტომ არ არის საჭირო მტრის და მგლის ძებნა გარეთ, შიგნითაც ბევრი ტურები გვყავს და ჯერ მაგათ უნდა მივხედოთ. მაგრამ ვაითუ ეს ტურები თავადური წარმოშობისა აღმოჩნდნენ? ან თქვენს მიერ რაინდობა მინიჭებულები? ან მართლმადიდებლები? - ასე ხელაღებით ხო არ შეიძლება მათთან დაპირისპირება?


 ეს ძალიან ჰგავს ქვეყნის მტრების ხელწერას სხვა სფეროებშიც: შევარდნაძის დროს სამეცნიერო ინსტიტუტების არ დაფინანსება და გაუბედურება და მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მათ გადარჩენაზე „რაღა აზრი აქვს" თქმა, მათი დახურვა და „ჩარეცხვა," ხოლო მათი ქონების მითვისება-განიავება და განათლების სისტემაზე ქვეყნის მოძულე ლიბერალების შესევა, რომლების ყოველდღიური საფიქრალიც ჩვენს სამინისტროსა და სასწავლებლებში მხოლოდ ისაა, როგორ ებრძოლონ ტრადიციასა და ეკლესიას და როგორ გაგვირყვნან შვილები  - სამეცნიერო სფეროს “განვითარებაზე” როცა საუბრობთ ელემენტარულად არ გესმით რომ ჩვენისთანა ქვეყანა, სხვა (თქვენს მიერ ნახსენები “ლიბერასტების” ) ქვეყნებს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს, და რა საჭიროა მეცნიერების დაფინანსება, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს და ახალს არაფერს ქმნის?
მაგრამ მე ვხვდები რა საჭიროა, ეს ერთ-ერთი საშუალებაა გამაგრდეს “ელიტის” რიგები, და “ჭკუის საკითხავი” ხალხი, რომლის აზრებზეც უნდა იყოს დამოკიდებული დანარჩენი მოსახლეობა და ე.წ. “ექსპერტების “ როლი უნდა შეასრულონ, ისინი ხომ მეცნიერები იქნებიან...
იაპონიამაც კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უარი თქვა მეცნიერებაზე, სანამ ფეხზე არ წამოდგებოდნენ და ამის ფუფუნების უფლება არ ექნებოდათ.
იდეა კარგია, მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ და რა საშუალებებით ? და გვაქვს თუ არა დღეს ამის რესურსი, ნეტა იმდენი ახალი წიგნები გვათარგმნინა და “ლიბერასტების” გამოგონებების გამოყენება შეგვეძლოს, სხვა რომ არაფერი..
შვილების გარყვნას რაც შეეხება, ჩვენი ყველას ვალდებულებაა ჩვენი შვილები მოვამზადოთ ცხოვრებისათვის და ავუხსნათ ყველაფერი ის, რაც შეიძლება შეხვდეს ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ერთ გამოსავალს ვხედავ, ავკრძალოთ ყველაფერი, ჩავკეტოთ საზღვრები და არც არავინ შემოვუშვათ და არც არავინ გავუშვათ.
ეკლესია და ტრადიციები კიდევ არ უნდა იყოს ტაბუდადებული, ეკლესიასაც დიდი წვლილი მიუძღვის და ტრადიციებსაც იმაში რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.


თინა ხიდაშეთან დაკავშირებით, გეთანხმები იმაში, რომ ამ ქალმა შიდა პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა მინისტრობა და  პოპულისტური, გაუაზრებელი, ნაჩქარევი არაფრის მომცემი გადაწყვეტილება მიიღო წინასაარჩევნოდ.

რაც მაგ მარტივ მაგალითებზე ბევრად უფრო ტრაგიკულია, როდესაც რუსეთს შენი ჯარისკაცების შუბლით შეასკდები (სანამ შენ თავად მიწაზე ხოხიალობ) და მას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ე.წ. სახელმწიფოებად აღიარებინებ  და თავს ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებ, რომლის გამოსწორების შანსიც თითქმის აღარ გექნება.- გამოდის რომ ჩვენ დავაძალეთ აღიარება და მას ამის სურვილი არც კი ჰქონია :)
აქვე უცებ დამავიწყდა თქვენი რაინდობისა და შეუპოვრობის შესახებ, ფარხმალი ხომ არ დაყარეთ რაინდო? - რას ნიშნავს შანსიც თითქმის აღარ ქვექნება?

„ქართული ოცნების" ისეთ საკანონმდებლო მავნებლობებს თუ გავიხსენებთ, როგორებიცაა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, კაზინოების არ აკრძალვა, აბორტების სრული ხელშეუხებლობა, იუვენალური იუსტიციის შემოტანა, სასოფლო-საბაჟო პოლიტიკის არ გაუმჯობესება და სხვა, ძალიან საეჭვოა, თუმცა ღმერთმა ქნას, ამავე პოლიტიკური ძალასაგან ეროვნული პოლიტიკა დავინახოთ ჯართან და სახელმწიფო კურსთან მიმართებაში - ანუ დისკრიმინაციის მომხრე ხართ, გასაგებია რომ კაზინოების აკრძალვა გინდათ , მაგრამ საიდან უნდა მოიტანოთ ფული, რომელიც ჩვენისთანა "წითელ ზონაში" მყოფი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის კარგი საშუალებაა, აბორტების თემას რაც შეეხება გასაგებია რომ არაჰუმანურია, მაგრამ გაცილებით არაჰუმანური უკვე დაბადებული ბავშვების სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრება და დისი სიკვდილიანობაა. - ანუ ისევ სიღარიბესთან მივედით.


ამჟამად ჯარი სრულიად გაუცხოვებულია ჩვენი ქვეყნის ელიტისა და საერთოდ მისი მოქალაქეების უმრავლესობისაგან და მოსახლეობა, ნებისმიერი ჩვენი მეზობლის თავდასხმის შედეგად რჩება თითქმის სრულიად დაუცველი.  - საინტერესოა ვის წარმოიდგენთ ელიტად და როდის უზრუნვია ამ ელიტას იმ ჯარისკაცებისთვის და არაელიტური კასტისთვის და ხომ არ არის ეს გაუცხოვება ისევ ელიტის ქმედების შედეგი?


ჩვენი ქალების და ბავშვების დაცვისათვის კი ჩვენ, ქართველი კაცები, შევძლებთ კონცერტებისა და ცოცხალი ჟაჭვების მოწყობას და დეკრიმინალიზირებული მარიხუანით თავის გამხნევებას.  სამაგიეროდ ბადალი არ გვეყოლება ანონონიმისტური ‘ნიკებით' ერთმანეთის დედის გინებაში ინტერნეტში.  მტერს კი, რომელმაც ეს ყველაფერი მშვენივრად იცის, არაფერი დაემუქრება ჩვენს ტერიტორიაზე თარეშისა, გაუპატიურებისა და ძარცვისას.
აი ეს არის ის საქართველო რომელსაც სინამდვილეში გვაშენებინებს ჩვენი „ევროატლანტიკური და დასავლური ორიენტაციის" მოსურნე ლიბერალიზმი, რომელიც გვატყუებს, რომ საქართველოს სხვანაირი ჯარის შენახვის საშუალება არ აქვს.  ნება იყოს და საშუალებას ერი და ქვეყანა ყოველთვის გამონახავენ - კარგი იქნება თუ გაიხსენებდით რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაემსგავსა ჯარი -ჯარს, პოლიცია - პოლიციას, სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობდნენ და განათლების რეფორმების მცდელობაც იყო (თუმცა ჩემი აზრით არასაკმარისი), მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული წესი ; უნივერსიტეტებში ფულით მოწყობისა წარსულს ჩაბარდა. - და თუ ასევე გაიხსენებთ ეს არ მომხდარა ერთმორწმუნე რუსეთის ხელით და სურვილით მოხდა თქვენს მიერ ავად ხსენებული "ლიბერასტების" მიერ.


სინამდვილეში ჩვენ უარი  უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე, ილიუზორული დასავლური ორიენტაციის თამადობით, გამოვაცხადოთ თავი კავკასია-ცენტრულ სახელმწიფოდ, სადაც ახალი კონსტიტუციის საფუძველი იქნება არა ადამიანის უფლებები, არამედ ოჯახის უფლებები და ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე და გავისიგრძეგანოთ, რომ ჩვენი მშველელი ჩვენი თავის გარდა არავინ არის.  - საინტერესოა თქვენი მოსაზრება თუ რატომ არის ხელისშემშლელი ამაში ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება და თავისუფალი აზრის არსებობა, ნუთუ ეს ყველაფერი არ განაპირობებს ჯანსაღი აზრის გამარჯვებას და ყველა პრობლემის გადაწყვეტის საზოგადოდ განხილვას? თუ თქვენი აზრით ელიტის გადასაწყვეტი უნდა იყოს ყველაფერი ამ ქვეყანაში და დანარჩენები მხოლოდ უნდა არსებობდნენ? ნუთუ არ არის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებისათვის ბევრი სხვადასხვანაირი აზრის არსებობა, ურთიერთპატივისცემაზე და ადამიანის უფლებებზე დაყრდნობა?

ასევე უაღრესად საგულისხმოა ევროკავშირში არ გაწევრიანებული შვეიცარიის საჯარისო მოდელი, ქვეყნისა, რომელიც უდიდესი სამხედრო ტრადიციების მატარებელია ჩვენს მსგავსად და რომელმაც შეძლო და ასე, თუ ისე შეინარჩუნა ისინი ყოვლისგამხრწნელი ევროპული ლიბერალიზმის პირობებშიც კი - შეგახსენებთ რომ შვეიცარიამ ეს მიაღწია არა შვეიცარიული ეთნოსის პრიორიტეტულ ეთნოსად გამოცხადების გზით, არამედ სახელმწიფო სამსახურში ყველა შვეიცარიაში მცხოვრები ადამიანის გაერთიანებით და მათი უფლებების დაცვით, შეგახსენებთ ასევე რომ შვეიცარიაში ასებობენ კანტონები, რომელსაც საკუთარი ენა, წესები და კანონები აქვთ და არ უშლით ეს საერთო შვეიცარიული სახელმწიფოს სამსახურში ყოფნას, იმიტომ რომ ცჩვენ ჯერ ვერ გავაცნობიერეთ, მაგრამ შვეიცარიამ დიდი ხანია გააცნობიერა, რომ ყველა იმ ადამიანის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სამხახურში, ვისაც ამის სურვილი აქვს და არ ანსხვავებენ ხალხს, რელიგიის, წარმომავლობისა თუ ენობრივი მიკუთვნების თვალსაზრისით



და ყველაფერი ამის შემდეგ ისმის მთავარი კითხვა, თუ არ გაატარებთ თუნდაც "ლიბერასტების" პოლიტიკას, რომელიც გამოიწვევს მათთან დაშორებას, თუ უარს იტყვით ყველაზე ვინც თქვენს "ელიტურ" მსოფლმხედველობაშ და წესებში არ ჯდება, მაშინ ხომ არ აღმოვჩნდებით ყველასგან იზოლირებულ მდგომარეობაში, რომელშიც შეგახსენებთ გამსახურდია აღმოჩნდა (შეიძლება ძალიან პატრიოტული მოტივებითაც), 91 წელს, როცა მოკავშირე აღარ დაიტოვა პოლიტიკურ ასპარეზზე და "ჩვენმა ელიტამ"ვე მოუღო ბოლო ამ  პატრიოტ კაცს და მის იდეებს.

დაფიქრდით იმაზე, ხომ არ არის ძლიერი სახელმწიფოს გარანტი ეკონომიკური სიძლიერე და თუ ასეა, როგორ აპირებთ ამის მიღწევას იმ პირობებში, როცა უარს ამბობთ ძლიერთა წესებზე თამაშზე და საკუთარი არც მოგიფიქრებით და არც არა გაგაჩნიათ რა?

მე მივიღე პასუხი კითხვებზე რა და რატომ, და ჩემთვის გასაგებია (თუმცა ბოლომდე მისაღები არ არის) თქვენი მოსაზრებები, მაგრამ პასუხგაუცემელია ასევე კითხვა, როგორ?

რომელზეც თქვენ არ გაქვთ პასუხი...

Wednesday, October 12, 2016

ქრისტეს ასაკი და მე

საერთოდ არ მგონია რომ ეს ასაკი რამე პანაცეაა და მაინცდამაინც ამ ასაკამდე ეხსნება გონება და თავისუფლება ადამიანს, მაგრამ ბიბლიაში "შემთხვევით" არაფერი ხდება.

თუნდაც ის რომ დიდი გამომგონებლების უმეტესობამ  20-30 წლის ასაკში შეძლეს შეექქმნათ რაიმე ღირებული იმის დასტურია რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის წარმატების და რამე ღირებულის შექმნის პერიოდი სწორადაც ეს აქვთ.

ალბათ ფიზიოლოგიაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული.

მიყვარს სიტყვების "ალბათ" , "შეიძლება" - ს ხმარება.  ჩემთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება წმინდა გრაალივით არის, გამიგია სხვებისგან რომ არსებობს, მაგრამ არ მინახავს. მითუმეტეს მსჯელობის ჩემეულ ფორმებში როცა რაიმე აზრსაც კი ჩემი ტვინი სხვადასხვა მიმართულებით ამუშავებს და შეიძლება პიროვნების გაორებამდეც კი მივიდეს ტვინში ეს ჭიდილი.

რა მიყვარს?
ცხოვრება მიყვარს. მიყვარს ბევრი რამის გაგება ამ ცხოვრების შესახებ. მიყვარს პოსტულატებად და პრინციპებად ჩამოყალიბება.

სულ ვფიქრობ რომ დავწერო ცხოვრების პრინციპების შესახებ, მაგრამ ჩემი წინააღმდეგობრივი ბუნება არ მაძლევს რამე დასკვნების გაკეთების საშუალებას, თუმცა  მაინც უნდა დავწერო, მაგრამ როდის გადავწყვეტ და დავწერ რეალურად არ ვიცი.

ერთი მომენტი ვიფიქრე რომ ყოველდღე ცხოვრების ერთი პრინციპის შესახებ დავწერდი და წლის განმავლობაშ უკვე შეგროვდებოდა საკმარისი რაოდენობა, რომელსაც შემდგომ დავამუშავებდი, გამოვყოფდი პრიორიტეტების და მიმართულებების მიხედვით და  სახეს შევუცვლიდი.

რატომ ვფიქრობ რომ არის მნიშნველოვანი ასეთი პრინციპების ჩამოწერა? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება საბოლოო ჯამში დადის გადაწყვეტილებებამდე, კერძოდ სანამ პატარა ხარ შენს მაგივრად გადაწყვეტილებებს უფროსები იღებენ, და რაღაც მომენტში შეიძლება ისეც აღმოჩნდეს რომ ადამიანი ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრებისთვის და პასუხისმგებლობებისთვის.

Sunday, July 3, 2011

drive.ge

  1. fdsfsdfsdf
  2. fdsfdsfds

Sunday, June 28, 2009

პოზიცია, ოპოზიცია ერთი ჩორტია...


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს, და როგორც "ირკვევა" მისგან ფინანსდებიან კიდეც.



ცოტა ხნის წინის წინ :)) ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით გახდა ასევე ცნობილი, რომ ენგურჰესი მიყიდული იქნა რუსებისთვის, პირადად ჩემთვის მიუღებელია ხელისუფლების მოქმედება (გასათვალისწინებელია რომ მიყიდვა მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ) მტრისთის სტრატეგიული ობიექტის მიყიდვასთან დაკავშირებით, ამაზე მახსენდება გივი :D (სულსსს ამოგხდიიიიიით :))) ) , დიდი მადლობა ბატონო გივი რომ ასრულებთ დანაპირებს :)))))))

ერთი "ნამუსს" ყიდიან, მეორენი ენგურჰესს :)

Friday, June 26, 2009

საინტერესო სტრატეგიები კრიზისის დროს

კრიზისთან დაკავშირებით ზოგიერთმა სასტუმრომ, რესტორანმა და სარეკლამო სააგენტომ კლიენტებთან ანგარიშსწორების ახლებური სისტემა შეიმუშავეს: "გადაიხადე რამდენიც გინდა"


თუ ნამუსი საშუალებას მოგცემთ შესაძლებელია 3 დღით უფასოდ დაისვენოთ ავსტრალიაში

ავსტრალიის ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ Langenfeld-ში მზად არიან მიიღონ სამდღიანი ვიზიტით 200 ადამიანი. თარიღის დამთავრების შემდეგ სტუმრები იხდიან ყველა მომსახურებაზე (სასტუმროში ყოფნაზე, კვებაზე რესტორნებში და გართობაში) იმდენს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.

პროექტში მონაწილეობს 16 სასტუმრო, 4 რესტორანი, 7 გასართობი ცენტრი. ტურისტების განკარგულებასია რაფტინგი, ველოსიპედზე გასეირნება, ტურისტული ექსკურსიები, მთებზე ასვლა, ცურვა, კულტურული ღონისძიებები და სპა - მოვლა.

იდეის ავტორის სიტყვებით, მარტინ ზანტერი (Martin Santer), Langenfeld ყალიბდება წარმატებულ ტურისტულ ცენტრად. ადგილობრივი მცხოვრებნი დარწმუნებულნი არიან მათ მიერ ტურისტებისთვის შეთავაზებული მომსახურების ხარისხიანობაში, რაც საშუალებას აძლევს სტუმრებს თავად შეაფასონ დასვენების ხარისხი ამ მიდამოებში.


ერთის მხრივ, ეს არის ორიგინალური PR-სვლა ზაფხულის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, და ამავდროულად მარკეტინგული კვლევაა იმის გამოსავლენად, თუ რამდენის გადამხდელები არიან ტურისტები.

სასტუმრო სან-დიეგოში: თავად იმოქმედე ფასის კლებაზე

სასტუმრო Rancho Bernardo Inn-მა სან-დიეგოში მიმართა საკმაოდ ნოვატორულ ხერხს სასტუმროს ნომრების ფასების რეგულირების კუთხით: სტუმრებს სთავაზობენ ამა თუ იმ სიკეთეების სარგებლობისგან უარი თქვან და ამით დააგდონ ფასები სასტუმროში ყოფნაზე.

ასე მაგალითად: ორადგილიანი ნომერი საუზმით ღირს 219$, საუზმის გარეშე: 199$, ბარის გარეშე: 179$, კონდიციონერის გარეშე: 159$, ბალიშების გარეშე: 139$, გადასაფარებლების გარეშე: 109$, განათების გარეშე: 89$, თეთრეულის გარეშე:59$, და ბოლოს საწოლის გარეშე 19$ :)))))))))))))