Monday, December 9, 2019

პროდუქტის განვითარების ფაზა - 15 სტარტაპ მენეჯმენტის ტექნიკები

სტარტაპის მენეჯმენტი განსხვავდება კლასიკური მენეჯმენტისგან.
კლასიკურ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი, დროსა, ხარისხსა და ფასს შორის.
სტარტაპის მენეჯმენტში კი ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ დრო და ფასი, შესაბამისად ხარისხი უნდა მივუსადაგოთ ამ ორ პარამეტრს.


ასე რომ ადრეული სტარტაპი  გამოწვევა მდგომარეობს შემდეგში:  პროდუქტი უნდა გამოიყურებოდეს მაქსიმალურად კარგად საბოლოო მომხმარებლისთვის, ამასთან შემქმნელების ჯგუფმა ეს უნდა უზრუნველყოს A BIT MANUALLY.
ეს არ არის ყველაფერი, ყოველთვის ფასის შემცირება ნიშნავს ძალიან ინტენსიურ მენეჯმენტს.

ასე რომ ამ ყველაფერს რომ გავუძლოთ საჭიროა რომ გავიზიაროთ  სტარტაპის შემქმნელებმა  სირთულეები, სტრატეგია და მიზნები ( ანუ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ეს სამი საკითხი რომ შევეჭიდოთ სირთულეებს ერთად, რომ ვიცოდეთ გა გაზიარებული გვქონდეს სტრატეგია, და ასევე ვიცოდეთ ჩვენი მიზნები)
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უნდა გვქონდეს რეალური გამჭვირვალეობა.


სტარტაპის გუნდის მენეჯმენტი არის დიდი საკითხი და ის მოითხოვს რომ ცალკე კურსი დაეთმოს, მაგრამ ამ ნაწილში ვეცდები წარმოგიდგინოთ საბაზისო წესები, წარმატებული სტარტაპის გუნდის მენეჯმენტისთვის. 

პირველი და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი არის SOURCE CODE MANAGEMENT-ი. 
შენ ხარ მფლობელი, და შესაბამისად source code უნდა გეკუთვნოდეთ თქვენ, ანუ თქვენ კომპანიას. 
არა ერთ თვეში, არა ერთ წელში არამედ დასაწყისშივე, პირველივე დღიდან. 
ამის გამოსავალი არის შემდეგში, უნდა დარეგისტრირდეთ GIT ONLINE REPOSITORY-ზე, ისეთებზე როგორებიც ამ სურათშია წარმოდგენილი.


GIT_ი არის საშუალება რომ დეველოპერებს ჰქონდეთ წვდომა საერთო კოდზე, და მუშაობდნენ ერთად რამოდენიმე ერთიდაიგივე პროდუქტზე - კოდზე. 
ამის პლუსებია:
  • წვდომა source code-ზე - ყოველთვის გექნებათ Backup-ი კოდის(შესრულებული სამუშაოსი)
  • დეველოპერების შესრულებულ სამუშაოსთან წვდომა (შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ ვინ რა გააკეთა, დაამატა და ა.შ.)
  • შესაძლებლობა რომ გააზიარო წვდომა ნებისმიერ ახალ დეველოპერთან. 

ზოგ დეველოპერს არ მოსწონს ხოლმე ასეთი მუშაობის სტილი, მაგრამ ეს განეკუთვნება რისკ მენეჯმენტის ნაწილს. 

მე გთავაზობთ რომ შეთანხმდეთ დეველოპერთან შემდეგზე: გადაუხადეთ დეველოპერს ყოველკვირეულ შესრულებულ სამუშაოში და ამით ორივე იქნებიდ დაზღვეული
ერთი ის რომ ნებისმიერ დროს რომ შეწყვიტოს ურთიერთობა ბევრს არ დაკარგავთ არცერთი, მაქსიმუმ დაკარგოთ იმ კვირის მუშაობა. 

და მეორე გექნებათ საშუალება რომ კოდი თქვენ გქონდეთ, არ გადაიხადოთ ტყუილად შეუსრულებელ სამუშაოში, და შესაბამისად შეგეძლებათ სხვას გააგრძელებინოთ მუშაობა პროექტზე.   ამისათვის მნიშვნელოვანია რომ კოდი იყოს მაქსიმალურად აღწერილი და დოკუმენტირებული. 

ძალიან ბევრი წარუმატებელი სტარტაპი ყოფილა, მხოლოდ იმის გამო რომ source code-ის მფლობელი იყო დეველოპერი. 

ზოგჯერ კონტრაქტი არ ითვალისწინებს იმას, რომ კოდი დამკვეთის საკუთრებაშია, და ესეც პრობლემა ხდება ხოლმე იურიდიული ტიპის დავებისთვის. 

ასე რომ კონტრაქტშიც გაითვალისწინეთ ეს მომენტი და ხელი მოაწერინეთ თქვენს დეველოპერს. 

SOURCE CODE მენეჯმენტის შემდეგ, მოდი ვისაუბროთ AGILE PROJECT MANAGEMENT მეთოდოლოგიაზე. 

ეს არის ყველაზე უფრო მორგებული მეთოდოლოგია სტარტაპებისთვის. 
რომლის დროსაც თქვენ უნდა :
  1. დაწეროთ ზოგადი სპეციფიკაციები თქვენ პროდუქტზე
  2. უხეში აღწერა პროდუქტის შემდეგი ვერსიის
  3. დაწეროთ დეტალური აღწერა მხოლოდ შემდეგი სპრინტისთვის

არის ბევრი კურსი ამ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და სასურველია თუ გადახედავთ, მაგრამ ძირითადი აზრი მდგომარეობს შემდეგში: 
არსებობს product backlog_ი, სადაც ჩამონათვალია იდეების, და ყოველი სპრინტის (როგორც წესი 1 ან 2 კვირის პერიოდის დრო) დროს თქვენ ირჩევთ ამ იდეებიდან რომელი განახორციელოთ სპრინტის პერიოდში. 
ასე რომ ყოველი სპრინტის შემდეგ უნდა გქონდეთ პროდუქტსი ახალი ვერსია.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიჰყვეთ შემდეგ რიტუალებს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებისას.

რიტუალები:
  • რეტროსპექტივა დემონსტრაციასთან ერთად
  • Burn down chart -ი გაძლევთ საშუალებას პროგრესს ადევნოთ თვალყური დღიურ ჭრილში.  - თვალყური უნდა ადევნოთ რომ თქვენი დეველოპმენტის პროცესი არ ჩერდება, 
  • 1 კვირა პასუხისმგებლობების გარეშე  (ანუ ახალი source code_ის გარეშე)  - არ არის ნორმალური


ეს მეთოდოლოგია ასევე საშუალებას გაძლევთ რომ შეაფასოთ შესრულებული სამუშაო დაგეგმილთან მიმართებაში, რამდენად ჩამორჩებით ან უსწრებთ დაგეგმილ გრაფიკს. 

BURN DOWN CHART_ი გაძლევთ ამის საშუალებას, თქვენ შეგიძლიათ ადევნოთ შესრულების პროცესს თვალყური დღიურ ჭრილში. 

ეს ფუნქცია აქვს თითქმის ყველა AGILE SOFTWARE-ს. 

შეიძლება ეს არ აკეთოთ დასაწყისში სანამ 1 დეველოპერი მუშაობს, მაგრამ როცა გაიზრდება გუნდი, ამის კეთება აუცილებელია.


და ბოლოს ისევ რომ დავუბრუნდეთ სპეციფიკაციებს, აუცილებელია რომ დაწეროთ, დახატოთ, ხმა ჩაწეროთ და ახსნათ კარგად რა გინდათ, რა ტიპის ფუნქციონალი გინდათ და დაიმახსოვრეთ მთავარია გააკეთოთ ჩანაწერები და ახსნა, არ არის აუცილებელი რომ იყოს ლამაზი ან იდეალური, ეს არ არის თქვენი მიზანი. 
ამას დამატებული, ჩართეთ თქვენი გუნდი სპეციფიკაციების განსაზღვრის პროცესში. 
კითხეთ თქვენ დიზაინერებს, დეველოპერებს გუნდის წევრებს რომ თქვენი ნათქვამის ფორმულირება მოახდინონ. დარწმუნდით რომ სწორად გაიგეს რასაც ეუბნებით  და გაიგეს საით მიდიხართ. 

რომ შევაჯამოთ სტარტაპის მენეჯმენტის ტექნიკები, ჩვენ უნდა
  1. დავწეროთ შემდგომი ვერსიის სპეციფიკაციები 
  2. ვაკონტროლოთ source code თქვენი საკუთარი რეპოზიტორით
  3. გამოვიყენოთ AGILE მეთოდოლოგია - რაც მოგცემთ, უკეთეს კონტროლს პროექტის დაგეგმვაზე, უფრო მოქნილს გახდის პროექტს, უკეთეს კომუნიკაციას უზრუნველყოფს თქვენს გუნდის წევრებთან და 
რაც შეეხება გუნდს, მოდი შემდეგ სექციაში ვნახოთ, რა ტიპის რესურსი გჭირდებათ თქვენი პროექტისთვის. 


პროდუქტის განვითარების ფაზა - 14 პროდუქტის სპეციფიკაციები

მოდით ვისაუბროთ პროექტის სპეციფიკაციებზე,
ზოგი არ აკეთებს სპეციფიკაციებს საერთოდ, ზოგი კიდევ ძალიან დიდ დროს უთმობს.
განვიხილოთ პროექტის მენეჯმენტის ძველებური მეთოდი WATERFALL მეთოდოლოგია.
მოკლედ კლასიკური მეთოდი waterfall_ისა, შემდეგია
პროექტის დასაწყისში ყველაფერი იგეგმება, შემდეგ სამუშაოები სრულდება ამ გეგმის მიხედვით და მერე ხდება შემოწმება, რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სტარტაპებში ეს მიდგომა არ ამართლებს და რატომ.
იმიტომ რომ:

  1. არ გვაქვს ამისთვის დრო
  2. სანამ დასრულდება დაგეგმილი სამუშაოები, გეგმა იცვლება
  3. ყველაფერი დაფუძნებულია დაშვებებზე, რაც ნიშნავს რომ შეიძლება მცდარი იყოს. 














ასეთი შემთხვევებისთვის ზედგამოჭრილია AGILE მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს პატარ პატარა ნაბიჯებით პროექტის განხორციელებას, ამასთან ეს ნაბიჯები იგეგმება განხორციელების პროცესში.
უნდა გამოიყენოთ ამისათვის backlog_ი, სადაც თავს მოიყრის ყველა ახალი იდეა, პროდუქტთან დაკავშირებით და შემდეგ კვირის standup_ების პროცესში გადაწყდება კონკრეტულ იტერაციებში შესასრულებელი საქმეები

რა იდეაც მოგივათ თავში, არ არის საჭირო  რომ ეგრევე დაიწყოთ მისი განხორციელება. 
სწორი პრაქტიკა ამ შემთხვევაში შემდეგია: დაისვათ დეველოპერი, მოუყვეთ თქვენი იდეის შესახებ, მოისმინოთ მისი შეფასება ამ იდეის გარშემო, ანუ რა დროს მოანდომებს განხორციელებას, და ასე შემდეგ თითოეულ იდეაზე რაც გაქვთ backlog-ში, შემდეგ გადაწყვიტოთ თავად, რომელი არის  ფუნქციონალია პრიორიტეტული პროდუქტისთვის.
იმისათვის რომ ჩამოაყალობოთ თქვენი იდეები გასაგები სახით, ამისათვის საჭიროა გააკეთოთ ე.წ user story-ები, ანუ მომხმარებლის მხრიდან შეხედოთ აღნიშნულ იდეას და ჩამოაყალიბოთ შემდეგნაირად:
  • როგორც {მომხმარებელი }
  • მე შემიძლია {გავაკეთო რაღაც} - ქმედება
  • და შესაბამისად {მივიღო რაღაც} - რეზულტატი

აღნიშნული სახით წარმოდგენილი იდეები, მნიშვნელოვნად ეხმარება დეველოპერს რომ გაიგოს, როგორ განახორციელოს შესაბამისი იდეები. 

ასევე ვისაუბროთ სხვა ასპექტებზე, რომელიც საჭიროა პროდუქტის სპეციფიკაციების განსაზღვრის ფაზაში. 
მე გთავაზობთ ამისათვის შემდეგ პროცესს, 
  1. განსაზღვრეთ კონტექსტი - ანუ განსაზღვრეთ რა ბაზარზე და რა პირობებში გიწევთ მოღვაწეობა, ვის გინდათ რომ მოემსახუროთ 
  2. განსაზღვრეთ USP( unique  selling proposition) - გაყიდვის უნიკალური შეთავაზება
  3. დაყავით პატარა ეტაპებად  ამ ნაწილში უნდა ჩამოაყალიბოთ რა არის თქვენი გლობალური იდეა, და დაწეროთ ამის roadmap
  4. მხოლოდ პირველი ეტაპი აღწერეთ დეტალურად (იმიტომ რომ სტარტაპი გულისხმობს რომ არ იცით რას აკეთებთ მომავალში)
  5. შემდეგი ეტაპების ზოგადი აღწერა გააკეთეთ


გასაგები სპეციფიკაციები ასე გამოიყურება. 



ნუ ჯერ უნდა გააკეთოთ ბიზნეს ლოგიკა და ნაბიჯები, სადაც შეგიძლიად დაწეროთ მომხმარებლიე მოციები და შექმნათ  customer journey, ხოლო შემდეგ ამაზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ.  MOCKUP-ები. სადაც დეტალურად იქნება ნაჩვენები ბლოკებად, უკვე ასახვა ამ customer journey-ს. 


გადაუღეთ სურათი ვებ-გვერდებს, ჩასვით ვორდის ფაილში, დაუწერეთ აღწერა, ან გადაუღეთ სურათი თქვენ ნაჯღაბნს, ნებისმიერი რამე რაც დაგეხმარებათ სპეციფიკაციების ახსნაში გამოიყენეთ. შეიძლება ჩაწეროთ თქვენი ხმა, და მოყვეთ რა არის გასაკეთებელი . 

გამოიყენეთ DESIGN THINKING STYPE SPECIFICATIONS, იმისათვის  რომ აღწეროთ ფუნქციონალი კარგად ,და არ დაკარგოთ დრო მართლწერის ხარვეზების გასწორებაზე. 
დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩააბაროთ პროდუქტი

პროდუქტის განსაზღვრის ფაზა - 10 საგზაო რუკის წარდგენა

იმედი მაქვს გაიგეთ საგზაო რუკის საჭიროების შესახებ, და ეს გადაწყვეტილება საშუალებას მოგცემთ ან წარმატებული იყოთ ან წარუმატებელი. ეს გეგმა და დოკუმენტი საჭიროა ინვესტორების, აქსელერატორების და ა.შ. დასარწმუნებლად. იმისათვის რომ მიიღოთ სუბსიდიები ან დაფინანსება. ვეხმარები რა სტარტაპებს თითქმის ყოველკვირეულად ამ დოკუმენტის შექმნაში, მე შევქმენი საბაზისო powerpoint-ის პრეზენტაცია, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც თქვენ უნდა უზრუნველყოთ (შექმნათ). ამ ტემპლეიტის სრულყოფა დიდი სამუშაოა, მაგრამ ამ დოკუმენტის ფიქრებში ქონა დაგეხმარებათ ამ პროცეშში, ყველა დეტალი მე უკვე ჩავრთე განსაზღვრის კურსში. და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული ბმული ქვემოთ.



მაგრამ აქ არის საკვანძო კომპონენტები, რომელიც უნდა იცოდეთ.

1. ჩვენ დავიწყებთ პროექტის პოზიციონირებით რომელსაც აღვწერთ ძლიერი საბაზისო და ამასთან ტრენდული სიტყვებით.

გამოყენება ისეთი ტრენდული სიტყვებისა, როგორც TAG-ები, დაეხმარება ხალხს რომ ჰქონდეთ პირველი კარგი შთაბეჭდილება, ისეთი სიტყვები როგორც არის:

დაკავშირებული, ხელოვნური ინტელექტი, ან IOT(internet of things), ან სიტყვები როგორც „ჭკვიანი CD”, ჰეშტეგი ან ფუტტეგი, ადამიანებს  ამ სიტყვების დახმარებით  შეუძლიათ თქვენი პროექტის იდენტიფიცირება მოახდინონ.


ამ პირველი ნაბიჯის შემდეგ, დროა გაუზიაროთ როგორ მუშაობს თქვენი სერვისი ან პროდუქტი. 


მარტივი სქემა საშუალებას მოგცემთ რომ დემონსტირრება მოახდინოთ მომხმარებლების მოგზაურობის, მომხმარებლების მიერ მიღებული ღირებულებისა. 
და შეიძლება გარკვეული მოქაფების ან რეალური დიზაინის სქრინების დამატება კიდევ უკეთესი იყოს. 


შემდეგ რაღაც რაც მინდა რომ გავაზიარო არის პროექტის ეკოსისტემა
რა უნდა შესთავაზოს მან კლიენეტებს, პარტნიორებს და თქვენ. 

ეს არის სურვილების, კონტრიბუციის და მიღებული ღირებულების მიქსი, გამარტივებული ვერსია ბიზნეს მოდელის ჩარჩოსი. 
შემდეგ საგზაო რუკაზე ფოკუსირება. 



თქვენი საგზაო რუკის ყოველ ეტაპზე რა არის თქვენი ფოკუსი, რა არის თქვენს მიერ შეთავაზებული ღრებულება, რა იქნება ვებ-გვერდის ბაზისი თითეული ვერსიისთვის?

და რა არის სამიზნე KPI, რომ გადახტეთ შემდეგ ვერსიაზე. 

წარმოადგინოთ დეტალური საგზაო რუკა იქნება კარგი იდეა, განსაკუთრებით შემდეგი ვერსიებისთვის, მაგრამ არ გააზიაროთ პროდუქტის მთელი სპეციფიკაციები, ეს არ ღირს იმად რომ დრო დაკარგოთ მის კითხვაშიც კი.  (აქ იგულისხმება რომ ეს მთ₾იანი სპეციფიკაციები იმდენჯერ შეივლება რომ აზრი არ აქვს მის დაწერას). 

ამის მაგივრად გააზიარეთ თქვენი შორეული ხედვა, რა ქმნის თქვენ პროექტს შესაბამისს, რა სარგებელს აძლევს ის ხალხს შორეულ პერსპექტივაში. 





სანამ ფასებზე მივალთ, მე მინდა რომ ფოკუსირება მოვახდინოთ საიდუმლო სოუსზე. ერთ ხაზიანი წინადადება, რომელიც თქვენს ინოვაციას უსვამს ხაზს. 

სუბსიდიები(ამ შემთხვევაში იგულისხმება თქვენს მიერ დაქირავებულები) როგორც წესი უფრო ეჯახებიან ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ვიდრე სხვები. ასე რომ გამოყავით დრო  კვლევებისთვის, იპოვეთ სწორი კუთხე რომ წარმოადგინოთ თქვენი პროექტი. ეს არის ერთგვარი მარკეტინგი თქვენი პროექტისთვის. 

მაშ შემდეგ რაც მოვიფიქრეთ საიდუმლო სოუსი, დროა რომ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყოველ ეტაპზე და აღვწეროთ თქვენი ტექნოლოგიური გეგმა.




მაგალითად, თქვენ შეიძლება შეაგროვოთ მონაცემები დასაწყისში, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ ინფორმაციებამდე, რომელიც საჭიროა IOT-სთვის. და დაიმახსოვრეთ, მონაცემები უდროს ღირებულებას. ეს შეიძლება თქვენი მომავალი ბიზნეს მოდელის განმსაზღვრელი იყოს, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელის. 

ასე რომ გააზიარეთ, რა ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებთ, შეიძლება ეს იყოს მანქანური სწავლება, შეიძლება სურათის ამოცდნობა, ტექსტის ამოცნობა და ა.შ. 
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და განსაზღვროთ რატომ არის თქვენი პროექტი რეალურად ინოვაციური შორეულ პერსპექტივაში.



ახლა გადავიდეთ ფასებზე: და კვლავ ყოველ ეტაპზე, რა ტიპის რესურსები გესაჭიროებათ ? რა უნარები გესაჭიროებათ და რა იქნება ამ ყველაფრის ფასი?




თუ თქვენ უკვე გაქვთ ის, თქვენ შეიძლება ასევე შეიტანოთ ისინი თქვენს გეგმაში, არსებულ რესურსებთან ერთად. 

ყველა ეს ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს თქვენ ბიზნეს გეგმაში. რეალურ საჭიროებებთან ერთად, როგორცაა: ადამიანური რესურსები, ფასები, რაც დემონსტრირებას მოახდენს , სტარტაპის შენებისას თქვენს კონტროლზე პრაქტიკულ და ოპერაციულ ასპექტებში.

მაშ ასე, ჩვენ დავამთავრეთ საგზაო რუკასთან დაკავშირებული საკითხები. 

ჩვენ უკვე მზად ვართ რომ დავიწყოთ თქვენი პროდუქტის პროტოტიპირება. პროტოტიპირების ფაზა იქნება საკვანძო საკითხი იმისათვის, რომ არ დააინვესტიროთ ბევრი დასაწყისშივე, არამედ რომ დატესტოთ ბაზარი, სანამ თქვენი პორუდქტის საბოლოო ვერსიის დეველოპმენტს გააკეთებთ



პროტოტიპირება - 13 რეალური მიდგომა

პროტოტიპირების განსაზღვრა არის შემდეგი: თქვენ ამას დაივიწყებთ რაღც პერიოდის შემდეგ, როცა  განსაზღვრავთ თქვენ ბიზნეს მოდელს კარგად, ანუ მას შემდეგ რაც კონცეპტის სისწორეში დარწმუნდებით.
ასე რომ იყავით მზად ამ გადასვლისთვის : პროტოტიპიდან უფრო მყარი პროდუქტისკენ, ან შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი პროდუქტის ნაწილის დევლოპმენტი.
არის საკითხები რომლის მიღწევაც შეგიძლიათ მარტივი ხელსაწყოებით, მაგრამ არის საკთხები რომელსაც ვერ გააკეთებთ მარტივად, მაგალთად როგორიცაა artificial intelligence,  და ეს არის საკითხი რომელსაც ვერ მიაღწევთ მარტივი langing page_ით.

და მაინც, არის იაფი გზები რომ შექმნათ სტარტაპ პროდუქტი, და ამაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული გადაწყვეტილებები, და დამერწმუნეთ ასეთი გადაწყვეტილებები არსებობს 99% შემთხვევებისთვის.  ამას მივყავართ API კონცეპტისკენ



როგორც წესი ეს არის დამაკავშირებელი ინფორმაციულ სისტემებს შორის, მაგალითად. 
თუ თქვენ გაქვთ ვებ-გვერდი სადაც თქვენ გაქვთ გამოწერის ფუნქცია, არსებობს ხელსაწყოები რომელიც შეგიძლია გამოიყენოთ email marketing tool-ებისთვის. 

და ასე შემდეგ არსებობს API- თითქმის ყველაფრისთვის, დაწყებული CRM მენეჯმენტიდან, INVOICING_ის სისტემები, image recognition, chatbot, artificial intelligence როგორიცაა machine learning, და. ა.შ. 

და ამ ყველაფრის მომწოდებლებია ისეთი კომპანიები როგორებიცაა google, Microsoft, ibm, და ა.შ. 

და ეს ხელსაწყოები არ არის გამიზნული მხოლოდ სტარტაპებისთვის, არის საიტები რომლებიც გაძლევენ საშუალებას შექმნათ თქვენი ონლაინ შესწავლის კურსები, როგორიცაა მაგ.:  teachable. 

ასე რომ არსებობენ გადაწყვეტები, რომელშიც იხდით ფულს თვიურად და აქვთ ფუნქციები გაცილებით უკეთესი, ვიდრე თქვენ პროტოტიპირების ფაზაში შეგიძლიათ გააკეთოთ. 

და ამასთან ეს გადაწყვეტილებები მასშტაბირებადია, თქვენ უბრალოდ გჭირდებად გადაიხადოთ აწყობის გადასახადი  და შეიძლება შემოსავლებიდანაც გარკვეული პროცენტი, და მაინც ეს შეიძ₾ება იყოს საუკეთესო გამოსავალი რომ შექმნათ თქვენი პროდუქტი. 

თუ თქვენ იპოვით სწორ გადაწყვეტას თქვენი საჭიროებებისამებრ, შეიძლება ეს იყოს საუკეთესო გამოსავალი. 

ახლა, თუ თქვენ აპირებთ შექმნათ სრულიად ახალი კომპლექსური აპლიკაციები, ისეთები რაც ჯერ -ჯერობით არ არსებობს

ამისათვის შეგიძლიათ გამოიყუენოთ bubble ან zeroqode, და თქვენი დრო წავა იმის შესწავლაში თუ როგორ მოარგოთ თქვენს სურვილებს და რეალურად შესაძლებელია რომ შექმნათ აპლიკაციები რამოდენიმე კვირაში. 
ასევე არის open source გადაწყვეტილებები, ამ შემთვევაში დაგჭრდებათ დეველოპერი, რომელიც განავითარებს და მართავს ამ კოდს და მოგირგებთ თქვენს საჭიროებებზე. 
ასე რომ იცოდეთ რომ არსებობს ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები იმისათვის რომ პროტიტიპირება განახორციელოთ. 
ასე რომ დავასრულოთ  პროტოტიპირების სექცია, ჩემი რჩევა ასეთია. 
გამოიყენეთ ფასიანი სერვისები რომ მალე მოახდინოთ პროდუქტის შექმნა და დატესტვა, 
მას შემდეგ რაც დატესტავთ და აამუშავებთ, შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს საკუთარი დეველოპმენტი.


პროტოტიპირება - 12 ჭუჭყიანი მიდგომა

პროდუქტის შექმნა საშუალოდ 20 000 -დ ან 100 000-მდე ჯდება, და მიუხედავად იმისა თქვენ გაქვთ თუ არა ეს ნხა, მე მაინც გირჩევთ რომ გამოიყენოთ ჭუჭყიანი მიდგომა,
რას გულისხმობს ეს მიდგომა?

ეს ნიშნავს არა-ტექნიკურ მიდგომას

ეს ნიშნავს გამოიყენოთ არსებული fake ხელსაწყოები, ან გამოიყენოთ hooks-ები, რომლების უკვე ხელმისაწვდომია.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პროდუქტი რომელიც დაშენდება ვებ-გვერდზე,  რომელსაც ექნება ფორმები, გადახდის სისტემები, გამოწერის მოდული  (Subscription) , ანუ ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ მოიხმაროთ პლაგინების საშუალებით. მაგალითად wordpress-ზე.

ეს არის როგორც ლეგოს აწყობა, თქვენ აწყობს სისტემას უკვე არსებული გადაწყვეტების გამოყენებით.

მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე ხელსაწყო ამ მიმართულებით,
Landing page-სთვის გამოგადგებათ - wordpress, wix, webly, launchtrack, ledpages etc.
თუ გყავთ დიზაინერი, კიდევ უკეთესი, გაცილებით უკეთესი ლენდინგ პეიჯის შექმნა შეგიძლიათ.

მაგრამ langing page-ის პროგრამები არ არის მხოლოდ fake usage-სთვის. თქვენ რეალურად შეგიძლიათ დააშენოთ web application-ი მასზე, სწორი პლაგინების და tool-ების გამოყენებით.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შექმნათ ecommerce, შეგვიძლია დავამაგროთ გადახდების plugin-ები, ან შეგვიძლია შევქმნათ ონლაინ კურსების პლატფორმა, რომელიც დაფუძნებული იქნება open source-ზე.

გადახდების ნაწილზე როცა ვსაუბრობთ, არის paypal_ი და stripe, რომელიც გვაძლევს საშუალებას მარტივად ჩავაშენოთ გადახდების მოდული საიტზე და მივიღოთ ფული.
მართალია ცოტა ძვირი ჯდება ტრანზაქციების კუთხით, მაგრამ ჯობია გაცილებით ცოტა დაგვიჯდეს დეველოპმენტის ნაწილი და გადავიხადოთ ტრანზაქციებიდან პირობითად 1-2 %-ით მეტი, ვიდრე დამატებით დეველოპმენტში გადავიხადოთ 20 000 $.

ჯობია შევხედოთ, თუ ბიზნესი კარგად წავა, ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გადახდების მოდულით და დავზოგოთ ის 1-2%, თუ ბიზნესს უღირს.

მხოლოდ langing page არ არის საკმარისი და არსებობს სხვა ხელსაწყოები რომლებიც გვჭირდება მაგალითად მომხმარბლებთან ინტერაქციისთვის,
ამისათვის არის კარგი საშუალებები


ფორმებისთვის ვიყენებთ typeform-ს, ჩათისთვის ვიყენებთ intercom-ს, თუ მაგალითად გვინდა რომ ზარი დავჯავშნოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ calendly ნა you can book me
 Email-ინგისთვის ასევე ბევრი საშუალებები არსებობს.

მოკლედ არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ გადავიხადოთ 100 000 $ რაღაცის დეველოპმენტში, როცა უკვე არსებობს შემცვლელი თვეში 20$-ად. 

არსებობს ასობით CRM-სიტემები თვეში 20$-ად, ასე რომ არ შეგეშინდეთ გადაიხადოთ თვესი 20$, იმის სანაცვლოდ რის გაკეთებასაც დასჭირდება 4 თვე, 1 თვე ან 2 კვირა, დაიმახსოვრეთ რომ სტარტაპი არის ბიზნესის მდგომარეობა, როცა სწორი ბიზნეს მოდელის ძებნის პროცესში ვიმყოფებით. ასე რომ რაღაცეებში წინასწარ ფულის ჩადება ხშირ შემთვევაში წყალში გადაყრილი ფულია ხოლმე. 

ასევე ამ პროცესში ჩვენ ვეძებთ საუკეთსო გადაწყვეტებს, ხოდა ისეთი რაღაცეების გაკეთებაში რაც უკვე არსებობს ჩვენ დავკარგავთ დროს და ვერ გავაკეთებთ ისეთ რაღაცეებს რაც არ არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სტარტაპისთვის. გაითვალისწინეთ კონცენტრირება მნიშვნელოვანზე არ უნდა დაკარგოთ ასეთ მომენტებში. 

ახლა როცა თქვენ უკვე გაქვთ რამოდენიმე ლეგოს ბლოკები, მე მინდა გაგაცნოთ ხელსაწყოები რომლებიც დაგეხმარებათ ასობით და ათასობით გადაწყვეტების დაკავშირებაში.


მე ვიცი სტარტაპები რომლებიც აკეთებენ მილიონებს, მხოლოდ langing page_ით, გადახდის სისტემის დაინტეგრირებით და ისეთი სისტემის გამოყენებით როგორიცაა zapier . 
რა არის ამ ჭუჭყიანი გადაწყვეტის ლიმიტი? ის არ არის მასშტაბირებადი,  შეიძლება მან გაუძლოს 1000 ან 2000 მომხმარებელს. 
თუ არის სისტემები რომლებიც გვაძლევენ მასშტაბირების საშულებას, მაშინ გამოიყენეთ ისინი, თუ არა და მაშინ საკუთარი დეველოპმენტი გააკეთეთ. 
ბოლო ნაწილი არის CMS სისტემები: 

30 % არის შექმნილი wordpress-ზე, ჩვენ მასზე შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ მისით, მაგრამ მასშტაბირებადი არ არის. 
ცუდი ის არის რომ იგი ვერ უძლებს 100 000 მომხმარებელს 
ის არ არის შექმნილი კომპლექსური პროექტებისთვის. 
ბოლო ჭუჭყიანი ტექნიკა არის მობილური აპლიკაციებისთივს. მობილური აპლიკაციის შექმნა ძვირი სიამოვნებაა, და თუ თქვენ უკვე გაქვთ ვებ-გვერდი მაგალითად wordpress-ზე ან სხვა ძრავებზე და გინდათ გააკეთოთ მისი შესაბამისი მობილური აპლიკაცია.  ესაა : Gonative.io. 
ერთადერთი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის რომ გქონდეთ საიტის რესპონსივ ვერსია.


მოკლედ dirty მიდგომი მინუსები არის ის რომ რთულია მისი მასშტაბირება, შეიძლება უბრალოდ მეილის გასაგზავნად რამოდენიმე პლაგინის გამოყენება დაგჭირდეთ და  ეს მიდგომა გამოიყენება იმისათვის რომ დააზუსტოთ თქვენი ბისნესის მოდელი და ამაში არ დახარჯოთ ასობით ათასი . 
ეს მიდგომა მოგემთ საშუალებას მიიღოთ პირველი მომხმარებლები, მაგრამ არ არის ადაპირებული ზრდისათვის. 


პროტოტიპირების ფაზა - 11 პროტოტიპირების განსაზღვრება

რამოდენიმე წლის წინ მე დავხარჯე 30 000 ევრო და 2 წელი, ისეთ აპლიკაციის კეთებაში რომელიც არ მუშაობდა.
ჩვენ ვხედავთ რომ სტარტაპები ყოველდღიურად უშვებენ მსგავს შეცომებს, რატომ? იმიტომ რომ ისინი პროტოტიპის ფაზას ტოვებენ.
სტარტაპის დაწყება არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკთან, რადგან აკეთებ ისეთ რაღაცას რაც მანამდე არ გაკეთებულა.


რაც ნიშნავს რომ პროტოტიპირება  არის კარგი გამოსავალი, ჩვენ გვხვდება ისეთ შემთვევები როცა სტარტაპებ ტოვებენ პროტოტიპირების ეტაპსი  და ხარჯავენ მილიონობით დოლარს. 
პროტოტიპირება გულისხმობს იმას რომ იმის მაგივრად რომ გააკეთო 10 ფუნქციონალი, შენ ფოკუსირდები ერთ მთავარზე და აკეთებ მას, ეს ერთი მთავარი ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად იყოს არჩეული.  


არის 3 მიდგომა პროტოტიპირების, პირველი არის ტყული მიდგომა, ჭუჭყიანი და ნამდვილი. 



















პროტოტიპირების ნაწილში არის 2 კარგად ნაცნობი მიდგომა: 
1. Lean startup მიდგომა , რაც გულისხმობს რომ ხელით აკეთო რაღაცეები (Manually) და მოემზადე ინდუსტრიალიზებული პროცესისათვის (manually) 
2. Effectuatin  - მეორე მიდგომა, რაც გულისხმობს აკეთე საქმე შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე , აკეთე როგორც მოგიხერხდება. 

პროტოტიპირების ნაწილში არის ბევრი საშუალება რომელიც დაგეხმარებათ ამ სამუშაოს შესრულებაში. როცა საქმე ეხება ისეთი სტრატეგიის გამოყენებას როგორიც არის fake it until you make it, არსებობს ძალიან კარგი საშუალებები რომელიც მოცემულია სურათში. 
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალი ონლაინ ვებ-გვერდი, რომელიც გვაძლევს საშუელებას შევქმნათ ერთვერდიანი საიტები ფორმებით, შევქმნათ სკეჩები, შევქმნათ პროტოტიპები  და ვაჩვენოთ ისინი ჩვენ მომხმარებლებს სანამ დავიწყებთ რეალურად რამის კეთებას. 

ეს დაგვიზოგავს ძალიან დიდ რესურსს და ამის კეთება არის აუცილებელი სტარტაპის წარმატებისთვის უფრო ზუსტად კი ფულის დაზოგვისთვის და კონცენტრირებისთვის მნიშვნელოვანზე. 


ამ ფაზაში არ მონაწილეობს backend-ი და თქვენ რეალურად შეგიძლიათ მეილით მიიღოთ feedback-ები პროდუქტთან დაკავშირებით. ან ჩართოთ ხელით შექმნილი ფორმები (მაგ google forms). 
ეს ფაზის მიზანია რომ მიიღოთ subscription-ი, ანუ წინასწარი დაჯავშნა,  რომ გვაძლევ საშუალებას შევქმნათ COMMUNITY, ანალიზი გავუკეთოთ ფუნქციონალს და მომხმარებლების ქცევას, და მომხმარებლების სურვილებს.
როგორც იტყვიან ჩიტი ბრდღვნად ღირს და ეს დაგიზოგავთ ათასებთ, თუ არა ათი ათასებს. 
ეს მოგცემთ საშუალებას ასევე იდენტიფიცირება გაუკეთოთ გამოუყენებელ ფუნქციებს და სქრინებს. 


ასევე გირჩევთ რომ გამოიყენოთ place it< ეს არის კარგი საშუალება იმისთვს რომ შექმნათ აპლიკაციის დიზაინები ხელით, როგორც კომპიუტერისთვის, სმარტფონისთვის და საათისთვისაც კი. 
შემდეგი ხელსაწყო რომელსაც გირჩევთ არის invisionstudio.com 
ეს მოგცემთ საშუალებას რომ შექმნათ fake აპლიკაცია შესანიშნავი დიზაინით, მას ასევე აქვს საშუალება რომ მომხმარებლების ინტერაქცია გააკეთოთ.
ეს გაძლევთ საშუალებას რომ დააკვირდეთ მომხმარებლების სახეებს როცა ისინი ამ აპლიკაციას იყენებენ.

მაგრამ ეს manual მიდგომა არ არის საკმარისი. 
შემდეგი ფაზა არის ჭუჭყიანი მიდგომა, ჭუჭყიანი ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. 



პროდუქტის განსაზღვრის ფაზა - 9 საგზაო რუქის პრიორიტეტიზება


მოხმარებელთა გამოცდილებაზე აზრების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, დროა შევარჩიოთ ყველაზე შესაბამისი ფუნქციონალი დეველოპმენტითვის. ეს არის თქვენი შემდეგი გამოწვევა, და თქვენ გაქვთ ამის პრიორიტეტების განსაზღვრისთვის  3 კრიტერიუმი.

  1. თქვენი პროდუქტის ხედვა, თქვენი ხედვა ამ პროექტზე
  2. თქვენი ბიუჯეტი
  3. მომხმარებელთა საჭიროებები
მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგავიწყდეთ სტივ ჯობსის ნათქვამი. 

არ მისცეთ საშუალება სხვების აზრების ხმაურს, გადაფაროს საკუთარი შინაგანი ხმა. - სტივ ჯობსი

ეს ნიშნავს, სტარტაპის შენება არის მეტი ვიდრე ბიზნესის შენება. 





დიად დამფუძნებლებს აქვთ მისია, რწმენა და ამ პროცესში ისინი აზიარებენ პიროვნულ ღირებულებებს უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ უბრალოდ ეძებენ საქმის კეთებას.  მათი სული არის პროდუქტში. სტარტაპის რუკის განსაზღვრა არის ძალიან მნივნელოვანი ვარჯიში, და განსაკუთრებით იმის განსაზღვრა თუ რა არ უნდა გააკეთოთ. პროდუქტის დიზაინი არის რეალური კომპეტენცია, რომელიც product owner-ის საქმეა დიდ კომპანიებში, მაგრამ როგორც დამფუძნებელი თქვენ უნდა იყოს ამ საქმის გამკეთებელი და შესაბამისად product owner-ი მინიმუმ დასაწყისში მაინც. 


ეს ნიშნავს რომ თქვენ უნდა აკეთოთ სწორი გადაწყვეტილებები კომპანიისთვის, ნება მომეცით გითხრათ რომ მე უკვე შევქმენი ამისათვის სპეციალური კურსი, და აქ გეტყვით რა არის საბაზისო მეთოდოლოგია(მიდგომა) რასაც მე ვიყენებ. 



მე გთვაზობთ რომ აირჩიოთ 10 სიტყვა, რომელიც აღწერს ცხოვრების თქვენეულ ღირებულებებს, მაგალითად, გამჭვირვალეობა, ადამიანურობა და ა.შ. 

მიამაგრეთ თითოეული სიტყვა თითოეულ ფუნქციონალს, რაც გაქვთ თავში, შემდეგ დაალაგეთ პრიორიტეტულობის მიხედვით ეს ღირებულებები, მნიშვნელოვნების ჭრილში. 

და შეხედეთ როგორც იმოქმედებს ეს ყველაფერი ფუნქციონალზე. 

ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ გქონდეთ უხეში პრიორიტეტულობა. შემდეგ განსაზღვრეთ ფასები და შემდეგ მომხმარებლების მიერ მისაღები ღირებულება. მე ვგულისხმობ იმას, თუ რამდენის გადახდას გადაწყვეტენ თითოეული ფუნქციითვის. შემდეგ დაალაგეთ ეს ყველაფერი კლებადობით ფასის მიხედვით ექსელის ცხრილში და ეს მოგცემთ უხეშ პრიორიტეტულობას თქვენი პროდუქტის. 



მე გირჩევთ რომ აკინძოთ თქვენი პროდუქტის თითეული ვერსია. დაბალანსებული ეკოსისტემა, გახსოვსთ ბიზნეს მოდელის ჩარჩო? დაბალანსებული input, output, desire, contribution და ა.შ? თქვენ უნდა გქონდეთ ეს ბალანსის ეკოსისტემა ყოველი ვერსიისთვის.

გახსოვდეთ რომ თქვენ უნდა დაარწმუნოთ  ხალხი, რომ თქვენ გაქვთ ნათელი ვერსია, ნათელი ხედვა თქვენი პროდუქტისა. 


საგზაო რუკის განსაზღვრა თქვენთვის არ არის საკმარისი. 

თქვენ ასევე უნდა გააზიაროთ ეს რუკა თქვენ თანადამფუძნებლებთან, ინვესტორებთან, აქსელერატორებთან და თანამშრომლებთან. ამის სწორად გასაკეთებლად მე გირჩევთ ნახოთ  STARTUP TECHNICAL PLAN REPRESENTATION.


ეს არის ერთგვარი ტექნიკური ასპექცები ბიზნეს გეგმისა. 
აქ არის უფასო ტემპლეიტების კრებული, რასაც განვიხილავთ შემდეგ თავში.