Monday, December 9, 2019

პროდუქტის განსაზღვრის ფაზა - 10 საგზაო რუკის წარდგენა

იმედი მაქვს გაიგეთ საგზაო რუკის საჭიროების შესახებ, და ეს გადაწყვეტილება საშუალებას მოგცემთ ან წარმატებული იყოთ ან წარუმატებელი. ეს გეგმა და დოკუმენტი საჭიროა ინვესტორების, აქსელერატორების და ა.შ. დასარწმუნებლად. იმისათვის რომ მიიღოთ სუბსიდიები ან დაფინანსება. ვეხმარები რა სტარტაპებს თითქმის ყოველკვირეულად ამ დოკუმენტის შექმნაში, მე შევქმენი საბაზისო powerpoint-ის პრეზენტაცია, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც თქვენ უნდა უზრუნველყოთ (შექმნათ). ამ ტემპლეიტის სრულყოფა დიდი სამუშაოა, მაგრამ ამ დოკუმენტის ფიქრებში ქონა დაგეხმარებათ ამ პროცეშში, ყველა დეტალი მე უკვე ჩავრთე განსაზღვრის კურსში. და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული ბმული ქვემოთ.



მაგრამ აქ არის საკვანძო კომპონენტები, რომელიც უნდა იცოდეთ.

1. ჩვენ დავიწყებთ პროექტის პოზიციონირებით რომელსაც აღვწერთ ძლიერი საბაზისო და ამასთან ტრენდული სიტყვებით.

გამოყენება ისეთი ტრენდული სიტყვებისა, როგორც TAG-ები, დაეხმარება ხალხს რომ ჰქონდეთ პირველი კარგი შთაბეჭდილება, ისეთი სიტყვები როგორც არის:

დაკავშირებული, ხელოვნური ინტელექტი, ან IOT(internet of things), ან სიტყვები როგორც „ჭკვიანი CD”, ჰეშტეგი ან ფუტტეგი, ადამიანებს  ამ სიტყვების დახმარებით  შეუძლიათ თქვენი პროექტის იდენტიფიცირება მოახდინონ.


ამ პირველი ნაბიჯის შემდეგ, დროა გაუზიაროთ როგორ მუშაობს თქვენი სერვისი ან პროდუქტი. 


მარტივი სქემა საშუალებას მოგცემთ რომ დემონსტირრება მოახდინოთ მომხმარებლების მოგზაურობის, მომხმარებლების მიერ მიღებული ღირებულებისა. 
და შეიძლება გარკვეული მოქაფების ან რეალური დიზაინის სქრინების დამატება კიდევ უკეთესი იყოს. 


შემდეგ რაღაც რაც მინდა რომ გავაზიარო არის პროექტის ეკოსისტემა
რა უნდა შესთავაზოს მან კლიენეტებს, პარტნიორებს და თქვენ. 

ეს არის სურვილების, კონტრიბუციის და მიღებული ღირებულების მიქსი, გამარტივებული ვერსია ბიზნეს მოდელის ჩარჩოსი. 
შემდეგ საგზაო რუკაზე ფოკუსირება. 



თქვენი საგზაო რუკის ყოველ ეტაპზე რა არის თქვენი ფოკუსი, რა არის თქვენს მიერ შეთავაზებული ღრებულება, რა იქნება ვებ-გვერდის ბაზისი თითეული ვერსიისთვის?

და რა არის სამიზნე KPI, რომ გადახტეთ შემდეგ ვერსიაზე. 

წარმოადგინოთ დეტალური საგზაო რუკა იქნება კარგი იდეა, განსაკუთრებით შემდეგი ვერსიებისთვის, მაგრამ არ გააზიაროთ პროდუქტის მთელი სპეციფიკაციები, ეს არ ღირს იმად რომ დრო დაკარგოთ მის კითხვაშიც კი.  (აქ იგულისხმება რომ ეს მთ₾იანი სპეციფიკაციები იმდენჯერ შეივლება რომ აზრი არ აქვს მის დაწერას). 

ამის მაგივრად გააზიარეთ თქვენი შორეული ხედვა, რა ქმნის თქვენ პროექტს შესაბამისს, რა სარგებელს აძლევს ის ხალხს შორეულ პერსპექტივაში. 





სანამ ფასებზე მივალთ, მე მინდა რომ ფოკუსირება მოვახდინოთ საიდუმლო სოუსზე. ერთ ხაზიანი წინადადება, რომელიც თქვენს ინოვაციას უსვამს ხაზს. 

სუბსიდიები(ამ შემთხვევაში იგულისხმება თქვენს მიერ დაქირავებულები) როგორც წესი უფრო ეჯახებიან ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ვიდრე სხვები. ასე რომ გამოყავით დრო  კვლევებისთვის, იპოვეთ სწორი კუთხე რომ წარმოადგინოთ თქვენი პროექტი. ეს არის ერთგვარი მარკეტინგი თქვენი პროექტისთვის. 

მაშ შემდეგ რაც მოვიფიქრეთ საიდუმლო სოუსი, დროა რომ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყოველ ეტაპზე და აღვწეროთ თქვენი ტექნოლოგიური გეგმა.




მაგალითად, თქვენ შეიძლება შეაგროვოთ მონაცემები დასაწყისში, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ ინფორმაციებამდე, რომელიც საჭიროა IOT-სთვის. და დაიმახსოვრეთ, მონაცემები უდროს ღირებულებას. ეს შეიძლება თქვენი მომავალი ბიზნეს მოდელის განმსაზღვრელი იყოს, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელის. 

ასე რომ გააზიარეთ, რა ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებთ, შეიძლება ეს იყოს მანქანური სწავლება, შეიძლება სურათის ამოცდნობა, ტექსტის ამოცნობა და ა.შ. 
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და განსაზღვროთ რატომ არის თქვენი პროექტი რეალურად ინოვაციური შორეულ პერსპექტივაში.



ახლა გადავიდეთ ფასებზე: და კვლავ ყოველ ეტაპზე, რა ტიპის რესურსები გესაჭიროებათ ? რა უნარები გესაჭიროებათ და რა იქნება ამ ყველაფრის ფასი?




თუ თქვენ უკვე გაქვთ ის, თქვენ შეიძლება ასევე შეიტანოთ ისინი თქვენს გეგმაში, არსებულ რესურსებთან ერთად. 

ყველა ეს ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს თქვენ ბიზნეს გეგმაში. რეალურ საჭიროებებთან ერთად, როგორცაა: ადამიანური რესურსები, ფასები, რაც დემონსტრირებას მოახდენს , სტარტაპის შენებისას თქვენს კონტროლზე პრაქტიკულ და ოპერაციულ ასპექტებში.

მაშ ასე, ჩვენ დავამთავრეთ საგზაო რუკასთან დაკავშირებული საკითხები. 

ჩვენ უკვე მზად ვართ რომ დავიწყოთ თქვენი პროდუქტის პროტოტიპირება. პროტოტიპირების ფაზა იქნება საკვანძო საკითხი იმისათვის, რომ არ დააინვესტიროთ ბევრი დასაწყისშივე, არამედ რომ დატესტოთ ბაზარი, სანამ თქვენი პორუდქტის საბოლოო ვერსიის დეველოპმენტს გააკეთებთ



No comments:

Post a Comment