გახსოვთ სტარტაპის განსაზღვრება? მისი მახასიათებლები: სწრაფი ზრდა და შესაძლებლობების გამოყენება ინოვაციური შეთავაზებისთვის
საუკეთესო გზა რომ მიაღწიოთ ამას, არის ახალი ტექნოლოგიის გამოყენება, არსებული ინდუსტრიისთვის.
როგორ? იფიქროთ როგორც ტექნიკურმა პირმა, როგორც ინოვატორმა, გამოიყენოთ ტექნოლოგიები ყოველ ეტაპზე და ნახოთ როგორ შეგიძლიათ ხალხის პრობლემების მოგვარება ამის მეშვეობით.
რადგანაც ტექნოლოგია ნიშნავს შესაძლებლობებს და სპეციფიკურად ისეთ ძველ ინდუსტრიებში, სადაც ჩვენ მიჩვეული ვართ საქმის კეთებას ძველებურად.
მაგალითად დაამატოთ IOT(Internet of things), ან ხელოვნური ინტელექტი, ან ვირტუალური რეალობა, რაც ხსნის სრულიად ახალ ბაზრებს თქვენი სტარტაპისთვის.
ერთ დღეს მაგალითად, მე გამოვიყენე აპლიკაცია სახელად „magic plan”, მე მინდოდა გამეზომა ჩემი სახლის ერთ-ერთი ოთახი. რა გავაკეთე? მე მხოლოდ გამოვიყენე ჩემი ტელეფონი, მისი კამერის მეშვეობით შემოვავლე ოთახს კამერა , რაც ძალიან მარტივად გავაკეთე. ამან მომცა ძალიან ზუსტი PDF გეგმა ჩემი ოთახისა, უბრალოს მობილურის და მისი კამერის მეშვეობით.
ასე რომ დაფიქრდით თქვენ ინდუსტრიაზე, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ყოველდღიური მოქმედებები, ტექნოლოგიების გამოყენებით.
სტარტაპის იდეის ფორმირების პროცესი ნამდვილად გულისხმობს იფიქროთ როგორც ტექნიკურმა პირმა, ეცადოთ რომ აღმოაჩინოთ ახალი კონცეპტები, წაიკითხოთ ტექნოლოგიური სიახლეები. ნახოთ იქნება იქ არის ახალი შესაძლებლობა თქვენი ბაზრისთვის, ისეთები როგორც არის ახალი ელექტრონული კომპონენტების ინტეგრაცია, შევსებული რეალობა(augmented reality), ან ხელოვნური ინტელექტი, რაც მოგცემთ შთაგონების საშუალებას სხვა ინდუსტრიების ინოვაციები მოარგოთ თქვენ ინდუსტრიას.
ახლა ვისაუბრთ დამფინანსებელ ორგანიზაციებზე. ისეთებზე როგორებიცაა, ინვესტორები, აქსელერატორები ან ინკუბატორები. რას ფიქრობთ რა არის მათი მოლოდინები?
მათი უმეტესობა ელოდება თქვენგან ტექნოლოგიებს, რატომ? იმიტომ რომ ეს არის გარდამტეხი ფაქტორი, სწრაფი ზრდისთვის. სწორედ ამიტომ უნდა იყოს თქვენი მიზანი რომ შექმნათ ტექნიკური გეგმა, სადაც თითოელ ეტაპზე, შენ უნდა გამოწურო მაქსიმუმი ტექნოლოგიებისგან.
მაგალითად, თქვენ შეგიძლია გამოიყენოთ ტექსტის წამკითხველი, შემდეგ შეიძლება გამოიყენოთ ბლოკჩეინი, მანქანური სწავლება და ა.შ.
გააკეთეთ თქვენი პირადი კვლევა, იცოდეთ რაზე საუბრობთ, იყავით ამბიციურები, იფიქრეთ დიდზე, და იფიქრეთ როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი.
Ecommerce-ის აშენება არ მოგცემთ თქვენ მაღალ ზრდას, მაგრამ თუ რეალურ ტექნოლოგიებს გამოიყენებთ, ამან შეიძლება ძალიან დიდი სხვაობა მისცეს თქვენ პროდუქტს.
ასე, რომ თუ თქვენ გსურთ უფრო ჩაუღრმავდეთ ამ ნაწილს, მე შევქმენი კურსი ამასთან დაკავშირებით “the best technologies for your startup”, გადახედეთ და თქვენ ბევრი კარგი იდეა მოგივად თქვენს პროდუქტზე და პროექტზე.
ახლა, როცა თქვენ გაქვთ ეს პროცესი თავში, ჩვენ დავამთავრეთ იდეის ფორმირების პროცესი.
ახლა დროა რომ პრიორიტიზება გავუკეთოთ ამ ყველა იდეას და დავგეგმოთ და განვსაზღვროთ ბიუჯეტი.
ამას შემდეგ ვაპირებთ, პროდუქტის განსაზღვრის ფაზაში.
No comments:
Post a Comment