Monday, December 9, 2019

პროდუქტის განვითარების ფაზა - 14 პროდუქტის სპეციფიკაციები

მოდით ვისაუბროთ პროექტის სპეციფიკაციებზე,
ზოგი არ აკეთებს სპეციფიკაციებს საერთოდ, ზოგი კიდევ ძალიან დიდ დროს უთმობს.
განვიხილოთ პროექტის მენეჯმენტის ძველებური მეთოდი WATERFALL მეთოდოლოგია.
მოკლედ კლასიკური მეთოდი waterfall_ისა, შემდეგია
პროექტის დასაწყისში ყველაფერი იგეგმება, შემდეგ სამუშაოები სრულდება ამ გეგმის მიხედვით და მერე ხდება შემოწმება, რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სტარტაპებში ეს მიდგომა არ ამართლებს და რატომ.
იმიტომ რომ:

  1. არ გვაქვს ამისთვის დრო
  2. სანამ დასრულდება დაგეგმილი სამუშაოები, გეგმა იცვლება
  3. ყველაფერი დაფუძნებულია დაშვებებზე, რაც ნიშნავს რომ შეიძლება მცდარი იყოს. 














ასეთი შემთხვევებისთვის ზედგამოჭრილია AGILE მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს პატარ პატარა ნაბიჯებით პროექტის განხორციელებას, ამასთან ეს ნაბიჯები იგეგმება განხორციელების პროცესში.
უნდა გამოიყენოთ ამისათვის backlog_ი, სადაც თავს მოიყრის ყველა ახალი იდეა, პროდუქტთან დაკავშირებით და შემდეგ კვირის standup_ების პროცესში გადაწყდება კონკრეტულ იტერაციებში შესასრულებელი საქმეები

რა იდეაც მოგივათ თავში, არ არის საჭირო  რომ ეგრევე დაიწყოთ მისი განხორციელება. 
სწორი პრაქტიკა ამ შემთხვევაში შემდეგია: დაისვათ დეველოპერი, მოუყვეთ თქვენი იდეის შესახებ, მოისმინოთ მისი შეფასება ამ იდეის გარშემო, ანუ რა დროს მოანდომებს განხორციელებას, და ასე შემდეგ თითოეულ იდეაზე რაც გაქვთ backlog-ში, შემდეგ გადაწყვიტოთ თავად, რომელი არის  ფუნქციონალია პრიორიტეტული პროდუქტისთვის.
იმისათვის რომ ჩამოაყალობოთ თქვენი იდეები გასაგები სახით, ამისათვის საჭიროა გააკეთოთ ე.წ user story-ები, ანუ მომხმარებლის მხრიდან შეხედოთ აღნიშნულ იდეას და ჩამოაყალიბოთ შემდეგნაირად:
  • როგორც {მომხმარებელი }
  • მე შემიძლია {გავაკეთო რაღაც} - ქმედება
  • და შესაბამისად {მივიღო რაღაც} - რეზულტატი

აღნიშნული სახით წარმოდგენილი იდეები, მნიშვნელოვნად ეხმარება დეველოპერს რომ გაიგოს, როგორ განახორციელოს შესაბამისი იდეები. 

ასევე ვისაუბროთ სხვა ასპექტებზე, რომელიც საჭიროა პროდუქტის სპეციფიკაციების განსაზღვრის ფაზაში. 
მე გთავაზობთ ამისათვის შემდეგ პროცესს, 
  1. განსაზღვრეთ კონტექსტი - ანუ განსაზღვრეთ რა ბაზარზე და რა პირობებში გიწევთ მოღვაწეობა, ვის გინდათ რომ მოემსახუროთ 
  2. განსაზღვრეთ USP( unique  selling proposition) - გაყიდვის უნიკალური შეთავაზება
  3. დაყავით პატარა ეტაპებად  ამ ნაწილში უნდა ჩამოაყალიბოთ რა არის თქვენი გლობალური იდეა, და დაწეროთ ამის roadmap
  4. მხოლოდ პირველი ეტაპი აღწერეთ დეტალურად (იმიტომ რომ სტარტაპი გულისხმობს რომ არ იცით რას აკეთებთ მომავალში)
  5. შემდეგი ეტაპების ზოგადი აღწერა გააკეთეთ


გასაგები სპეციფიკაციები ასე გამოიყურება. 



ნუ ჯერ უნდა გააკეთოთ ბიზნეს ლოგიკა და ნაბიჯები, სადაც შეგიძლიად დაწეროთ მომხმარებლიე მოციები და შექმნათ  customer journey, ხოლო შემდეგ ამაზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ.  MOCKUP-ები. სადაც დეტალურად იქნება ნაჩვენები ბლოკებად, უკვე ასახვა ამ customer journey-ს. 


გადაუღეთ სურათი ვებ-გვერდებს, ჩასვით ვორდის ფაილში, დაუწერეთ აღწერა, ან გადაუღეთ სურათი თქვენ ნაჯღაბნს, ნებისმიერი რამე რაც დაგეხმარებათ სპეციფიკაციების ახსნაში გამოიყენეთ. შეიძლება ჩაწეროთ თქვენი ხმა, და მოყვეთ რა არის გასაკეთებელი . 

გამოიყენეთ DESIGN THINKING STYPE SPECIFICATIONS, იმისათვის  რომ აღწეროთ ფუნქციონალი კარგად ,და არ დაკარგოთ დრო მართლწერის ხარვეზების გასწორებაზე. 
დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩააბაროთ პროდუქტი

No comments:

Post a Comment