Monday, December 9, 2019

პროდუქტის განსაზღვრის ფაზა - 8 მომხმარებლის გამოცდილება

პროდუქტის განსაზღვრება ყოველთვი იწყება მომხმარებლით, და უფრო ზუსტად მომხმარებლის სიცოცლის ციკლიდან. აქ არის კარგად ნაცნობი ტექნიკები, AARRR ტექნიკა. 



A  - Acquisitions- მოხმარებლების შეძენა - როგორც გპოულობენ მომხმარებლები
A - Activations –  აქტივაცია - რამდენად კარგი პირველი გამოცდილება აქვთ მომხმარებლებს. 
R - Retention – დაბდუნება - ბრუნდებიან მომხმარებლები უკან?
R - Revenue –  შემოსავალი - როგორ აკეთებ ფულს?
R - Referral – რეფერალი - ეუბნებიან მომხმარებლები სხვებს თქვენი პროდუქტის შესახებ? 


არის ორი გზა რომ აღწეროთ მომხმარებლის გამოცდილება,
პირველი -- 
 მომხმარებლის თავგადასავალი. გენერალური ბიზნეს იდეის ქონა კარგი დასაწყისია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ  თქვენი მომხმარებლების გზის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს, პროდუქტის დიზაინში არის ბევრი ტექნიკა, და ყოველ თვე ახალ-ახალი ტექნიკები იბადება. 



ჩემი ტექნიკა არის კალამი და ქაღალდი, რომ აღვწრო ყოველი ეტაპი, ერთი ქაღალდი თითოეული ეტაპისთვის, აქ არის წარმოდგენილი გამოცდილება, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოვიღე, როცა პროდუქტზე ვმუშაობდი, ეს არის რეალურად მომხმარებლის გამოცდილება, ემოციური თავგადასავალი, უნდა დაწეროთ ის ემოციები, რაც გინდათ რომ ხალხმა გამოსცადოს, უნდა შექმნათ რუკა ემოციებიდან ემოციებამდე, შემდეგ რას აკეთებთ რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს?


გადათარგმნეთ ემოციები ეკრანის გამოსახულებაში, წაახალისეთ დადებითი ემოციები და ცოტა წაითამაშეთ უარყოფით ემოციებთან, როგორიც ფლუსტრაციაა.  დაარბილეთ გამოცდილება.  შეამცირეთ შეყოვნებები. შეიძლება შექმნათ ვიდეოები. დაამატეთ პატარა მიმანიშნებლები. დაიმახსოვრეთ : “გაეცით, სანამ მიიღებთ“. ეს აპლიკაციის დიზაინსაც ეხება. და მიეცით მეტი გართობის საშუალებები. დღეს დაპირება არ არის საკმარისი. მას შემდეგ რაც ეს ნაბიჯი კარგად გექნებათ ჩამოყალიბებული, უკვე მოქაფის დრო დგება. მაგრამ რა არის მოქაფი?



მოქაფი არის თქვენი აპლიკაციის ეკრანის გრაფიკული აღწერა. პროფესიონალი დიზაინერები იყენებენ ისეთ ხელსაწყოებს, როგორიცაა SKETCHUP და  ა.შ. , თუმცა სხვები იყენებენ სპეციალურ სახაზავებს, როგოც სურათზეა მოცემული. 


ჩემთვის პირადად ყველაზე მოსახერხებელი არის კალამი და ქაღალდი. იმიტომ რომ ეს უფრო სწრაფი გამოსავალია დასაწყებად, და თან მე არ ვარ პროფესიონალი დიზაინერი.  თუ თქვენ აპირებთ თქვენი აპლიკაციის დეველოპმენტს, ეს ეხება ასევე გრაფიკული დიზაინის შექმნასაც. 

თქვენი საქმეა რომ მოხაზოთ უხეშად თქვენი აპლიკაციის შიგთავსი, შემდეგ თქვენ მიმართავთ პროფესიონალ დიზაინერს რომ უფრო კარგად გააკეთოს ეს საქმე. 

მოკლედ, ერთ მხარეს თქვენ გაქვთ მომხმარებლის მოგზაურობის რუკა, და მეორე მხარეს გაქვთ მოქაფები. დეტალური რუკა ღიკალებით, ფორმებით და გზებით. გახსოვდეთ რომ დაამატოთ გართობის მომენტები(GAMIFICATION)  რომ გახადოთ მარტივად მოსახმარი. და ამ მიზნის ხაზგასასმელად, როდის იყო როცა თქვენ წაიკითხეთ მომხმარებლის ინსტრუქცია? კარგი აპლიკაცია არ საჭიროებს ინსტრუქციებს, ის უნდა იოს ინტუიტიური, არ  უნდა საჭიროებდეს დოკუმენტაციას და ტუტორიალებს. მან უნდა ისაუბროს საკუთარ თავზე თვითონ. 

ეს ნიშნავს რომ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ძალიან რთულია პირველი ვერსიისთვისო ალბათ თქვენ იტყვით. მაგრამ იცით რა? ეს არის სტარტაპის ცხოვრება, აკეთო ბევრი ცოტათი. და ძალიან არსებითია რომ თქვენი მომხმარებლების ემოციებთან გქონდეთ კავშირი. და მე მჯერა რომ ეს არის ის საქმე, რომელიც სხვას არ უნდა აკეთებინოთ. თქვენ ეს ყველაზე უკეთ იცით. და ბოლო ნაწილი არის ზედმეტის მიწოდება.  


მინიმუმის გაკეთება არ უზრუნველყოფს თქვენ ლოიალურობას. მაგრამ თუ მოლოდინებს გადააჭარბებთ, ხალხი დაგიმახსოვრებთ. თქვენ დარჩებით მათ აზრებში, ვინაიდან თითოეული ადამიანი შეიძლება იყოს თქვენ შესაძლებლობა. შესაძლებლობა რომ ისაუბროთ თქვენ გადაწყვეტილებებზე და კონცეპტებზე. შეიძლება ისინი იყვნენ ამაყები, რომ დაეხმარნონ მათ მეგობრებს, კოლეგებს და მეზობლებს. აქ იგულისხმება ის, რომ თუ ემოციურად გაამართლებთ მათ მოლოდინებს და უფრო მეტი, გადააჭარბებთ მოლოდინებს, თქვენი მომხმარებლები, დიდი ალბათობით საუბარს დაიწყებენ თქვენ პროდუქტებზე სხვებთან და ეს ერთგვარ სიამაყის გრძნობასაც მისცემთ მათ. 


დაიმახსოვრეთ სურათზე მოცემული ჭეშმარიტება.


მას შემდეგ, რაც თქვენ გაქვთ საკვანძო ტექნოლოგიები და მომხმარებლების გამოცდილებაზე იზრუნეთ, შემდეგი ნაბიჯია გეგმარების ფაზა. რომ დაინახოთ, რის უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს, იდეების პრიორიტიზება მოახდინოთ, ააშენოთ პროდუქტი, რომელიც თანხვედრაში იქნება თქვენ ხედვასთან, თქვენ ბიუჯეტთან და თქვენი მომხმარებლების საჭიროებებთან. 

No comments:

Post a Comment