Monday, December 9, 2019

სტარტაპერის ცხოვრება - 4 მეწარმული სული / ენტერპრენიარული აზროვნება

სტარტაპის გაშვება ძალიან ამაღელვებელი (კარგი გაგებით) თავგადასავალია.

სანამ დეტალურად ჩავეძიებით ტექნიკური მენეჯმენტის ნაწილში  მინდა გაგიზიაროთ ჩემი ადამიანური და პიროვნული ხედვა ენტერპრენერის ცხოვრების წესთან დაკავშირებით.

იყო ენტერპრენერი ნიშნავს რომ შეგეძლოს მართო გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ( being able to manage the unpredictable).

ენტერპრენერები არ ელოდებიან სირთულეებს, ისინი ეძებენ სირთულეებს.  მაგალითად აკეთებენ pitching-ს ქუჩაში,  დგებიან ძალიან ადრე, 2 წუთს უთმობენ შხაპის მიღებას.
ენტერპრენერობა არის დაფუძნებული ფოკუსზე და ერთგულებაზე(ვალდებულებაზე) პასუხისმგებლობაზე. Entrepreneurship is all about the focus and commitment.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ მუდმივად უნდა ავარჯიშოთ თქვენი თავი, რომ გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. თუ თქვენ ჯერ კიდევ სუნთქავთ, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა და უნდა გააგრძელოთ, თქვენ უბრალოდ სწავლობთ.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ დილით ადგომა კარგია, რადგან დილით უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებთ, ასე რომ გადაწყვეტილებები მიიღეთ დილით, საღ გონებაზე.

ზუსტად ამიტომაა რომ მე ჩემს მიზნებს ყოველ დილას ვსაზღვრავ. და ყოველ საღამოს გადავხედავ ამ მიზნებს.

პიროვნული გაუმჯობესების წრე შემდეგნაირად გამოიყურება.


მადლიერების ჟურნალი -  რატომ არის რომ მადლიერების ჟურნალი ასეთი ძლიერი(powerful - მნიშვნელოვანი), იმიტომ რომ ეს მაძლევს სიცხადეს და საშუალებას ვკონცენტრირდე ჩემს ძლიერ მხარეებზე. მმატებს ენერგიას, და შესაბამისად მაფოკუსირებს უფრო მაღალ მიზნებზე.

მაღალი წარმადობის პიროვნებად ყოფნა (high achiever) ,  დიდი წნეხია და ტკივილია თავისთავად, განსაკუთრებით ჩვენი სხეულისთვის. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი არის ჩვენი ჯანმრთელობა. ასე რომ სწორი ჯანსაღი ჩვევები  და სწორი ცხოვრების სტილი კონტრბალანსს უკეთებს ჩვენ მაღალ წარმადობას, ჩვენს მაღალ მიზნებს   და გეხმარებათ რომ კარგად გრძნობდეთ თავს.


ამისათვის მე ვაკეთებ შემდეგს: 
მულტიტასკინგს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ტვინისთვის და სხეულისთვის ძალიან დიდი დაძაბულობის წყაროა, ვრთავ notification-ებს ტელეფონზე, კომპიუტერში, მეილს ვნახულობ დღის განსაზღვრულ დროს. რომ არ გადავერთო ათას სისულელეზე. 

ასევე პიროვნული გაუმჯობესებისთვის ვიყენებ შემდეგ ტექნიკებს:

რაც მაძლევს საშუალებას ვიყო ძალიან პროდუქტიული იმაში, რასაც ვაკეთებ. 



ეს არის ჩემი პერსონალური ტექნიკები, თქვენ კი შეგიძლია თქვენი ტექნიკები და თქვენი მიდგომები შეიმუშაოთ. 

დაისახეთ თქვენი პირადი მიზნები, გადახედეთ მათ, გააუმჯობესეთ თქვენი პირადი პრაქტიკების მეშვეობით, გამოძერწეთ თქვენი წარმატებული ჩვევები და სცადეთ ახალი ტექნიკები დროთა განმავლობაში. 

ამ ნაწილით ჩვენ მოვრჩით სტარტაპერის ცხოვრების ნაწილის აღწერას. თქვენ უკვე უნდა გქონდეთ (თუ მიყვებით ჩემს რჩევებს ამ ნაწილში), კარგი (ნოყიერი) ნიადაგი იმისათვის რომ დაიწყოთ თქვენი წარმატებული სტარტაპი.  შემდეგ ნაწილში ჩვენ გავივლით წვის პროცესს და დავიწყებთ IDEA BURNING PART-ით.

No comments:

Post a Comment