ჩვენ უკვე ვთქვით რომ კომპანიის დაფუძნება ქორწინებაში შესვლას ჰგავს. ასე რომ მოემზადეთ შტორმისთვის.
სტარტაპის ცხოვრება შორს არის წყნარი ცხოვრებისგან. აქ ხდება აღმასვლები და დაღმასვლები, წარმატება და წარუმატებლობა. ასე რომ ძლიერი გუნდი რომ იყოთ, უნდა შეასრულოთ რამოდენიმე პირობა, რათა იყოთ ფოკუსირებული კომპანიის მიზნებზე.
პირველი საკითხი არის დრო და ხელფასი.
ჩვენ უკვე ვთქვით რომ სტარტაპის კეთება ძალიან რისკიანია.
ამისათვის მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა არა.
ეს მოითხოვს გარკვეულ თავდადებას, მაგალითად თქვენ გაქვთ არჩევანი იყოთ შაბათ-კვირას თქვენ მეგობრებთან თუ ოჯახთან ან ეს დრო მიუძღვნათ სტარტაპის კეთებას.
პირობითად, დათანხმდებოდით იმაზე რომ 5 წლის განმავლობაში გქონდეთ 1000 ლარიანი შემოსავალი?
ეს ყველაფერი ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი პიროვნებების დონეზე.
გთავაზობთ გარკვეულ კითხვებს გასაანალიზებლად:
- საათები კვირის განმავლობაში - რამდენ დროს დაახარჯავთ კვირაში პროექტზე?
- რამდენი ხანი შეგიძლიათ რომ იმუშაოთ მინიმალური ხარჯებით?(How long can you bootstrap? )
- მინიმალური ხელფასი - რამდენი ხანი შეგიძლიათ ამით იცხოვროთ?
- რეგულარული ხელფასი - რამდენად მინიმალურ რეგულარულ ხელფასს იმყოფინებთ?
რა არის bootstrap პერიოდი? - ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თქვენ თანახმა ხართ მაქსიმალურად შეამციროთ ხარჯები, ამის მიზანი არის შემდეგი: რომ რაც შეიძლება გადასდოთ მომავლისთვის ინვესტორების შემოყვანა პროექტში.
კომპანიის დაფუძნების დროს, დათვლა არის საუკეთესო გზა იმისათვის რომ მართლები ვიყოთ ჩვენ თანადამფუძნებლები ერთმანეთთან.
ასე რომ დაითვალეთ ის დრო, თითქოს ამ დროის განმავლობაში თქვენ ჩვეულებრივ თანხას იღებთ როგორც ხელფასს.
სხვაობა ამ ხელფასსა და რეალურად სტარტაპის დროს ასაღები თანხისა, იქნება თქვენი კონტრიბუცია ამ პროექტში.
მაგ. თუ თქვენ გაქვთ 5000 ლარი ყოველთვიური ხელფასი, ხოლო სტარტაპის კეთებისას მოგიწიათ 2000 ლარზე მუშაობა 1 წლის განმავლობაში, მაშინ თქვენი კონტრიბუცია ამ ნაწილში იყქნება 12*(5000 -2000) = 12*3000=36 000 ლარი. (ეს არის დროის ინვესტიცია)
მაგ. თუ თქვენ გაქვთ 5000 ლარი ყოველთვიური ხელფასი, ხოლო სტარტაპის კეთებისას მოგიწიათ 2000 ლარზე მუშაობა 1 წლის განმავლობაში, მაშინ თქვენი კონტრიბუცია ამ ნაწილში იყქნება 12*(5000 -2000) = 12*3000=36 000 ლარი. (ეს არის დროის ინვესტიცია)
გასათვალისწინებელია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა
- დროის ინვესტიცია
- პირდაპირი ფულადი ინვესტიცია
- ბაზრის ცნობა ან საკვანძო პატრნიორების ყოლა
- წინა კლიენტების სია და ა.შ
- არსებული აპლიკაცია
- ყველაფერი ის რაც კომპანიას ღირებულებას შესძენს.
მარტივად მიუდექით (რომ დაადგინოთ დროდადრო ჩართული პირების კონტრიბუცია პროექტში) , ამასთან გაითვალისწინეთ რომ განაწილებული პროცენტები ყოველთვის ივარირებს ჩართულობის მიხედვით.
- გამოიყენეთ დროის აღმრიცხველი პროგრამა.
- ექსელის ფაილები განაახლეთ ყოველთვიურად.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გუნდისთვის არის შემდეგი: შეთანხმდეთ და ჩამოყალიბდეთ(სწორება გააკეთოთ) ხედვებზე და თქვენ პერსონალურ ღირებულებებზე.
გაეცით შემდეგ კითხვებზე პასუხები, თითოეულმა გუნდის წევრმა:
- სად გინდათ რომ იყოთ 1 წელში, 5 წელში, 10 წელში?
- რა არის მომავალი კომპანია, რომლის შექმნასაც აპირებთ?
- როგორ მივაღწიოთ ამას?
ეს ყველაფერი იწყება ჩვენი რეტროსპექტივიდან, რომ ვკითხოთ ჩვენ თავს საბაზისო კითხვები, არა ყოველთვის მარტივად გასაცემი, მაგრამ მაინც საბაზისო კითხვები:
- რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან?
- რა არის ჩემი ღირებულებები და რწმენები?
- რა არის ის ღრმა საბაბი, რატომაც გადავწყვიტე ამ თავგადასავლის გავლა?
- რის დამტკიცებას ვაპირებ ჩემი თავისთვის და სხვებისთვის?
- რა არის ჩემი მენეჯმენტის სტილი როგორც მმართველი?
ძალიან პრაგმატული ნაბიჯია თუ დაწერთ VISION LETTER-ს (ანუ ხედვის წერილს) თქვენს თანადამფუძნებლებისთვის, სადაც თქვენ გაუზიარებთ თქვენ ხედვას და მოტივაციას, ასევე შორეული პერსპექტივების ხედვებს.
ყველაფერი რასაც ჩათვლით რომ უნდა გაუზიაროთ - საჭიროა გაუზიაროთ, ეს მოიცავს ასევე თქვენი პიროვნების ხასიათს, როგორ გინდათ რომ დაამახსოვრდეთ ხალხს და ა.შ.
სანამ ამ ყველაფერს წარუდგენდეთ თქვენ თანადამფუძნებლებს, მანამდე მოიფიქრეთ BACKUP გეგმა.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი ჩაფლავდა?
როგორ აღვდგეთ?
როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან?
შეიძლება თქვენ მოძებნოთ სხვა ბიზნეს მოდელი თქვენი კომპანიისთვის ან პირადად თქვენთვის?
როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან?
შეიძლება თქვენ მოძებნოთ სხვა ბიზნეს მოდელი თქვენი კომპანიისთვის ან პირადად თქვენთვის?
ასე რომ ეს გახსოვდეთ ყოველთვის: 90% სტარტაპებისა განწირულია წარუმატებლობისთვის.
თუმცა მე მწამს ფიქრის და განძრახვების ძალისა, ასე რომ დარწმუნდით იმაში რომ გაქვთ backup გეგმა და დაივიწყეთ წარუმატებლობაზე ფიქრი.
იყავით მაქსიმალურად ფოკუსირებული თქვენს გეგმა A_ზე.
იყავით მაქსიმალურად ფოკუსირებული თქვენს გეგმა A_ზე.
ასე და ამგვარად, მე მაქსიმალურად გირჩევთ რომ დაამატოთ თქვენს TODO LIST_ს წერილი თქვენს თანადამფუძნებლებთან. და ამ წერილში გაითვალისწინეთ
- თქვენი ღირებულებები
- პროექტის ხედვა
- თქვენი მოტივაცია ამ პროექტის განხორციელებისას
No comments:
Post a Comment