დღესდღეობით სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი არის ძალიან ტრენდული პოზიცია.
CEO-ს უნარები
• მარკეტინგი
• ბიზნესი
• ტექნოლოგიური მენეჯმენტი
ტექნოლოგიურ მენეჯმენტში ჩვენ ვგულისხმობთ შემდეგს:
შეარჩიოთ:
CEO-ს უნარები
• მარკეტინგი
• ბიზნესი
• ტექნოლოგიური მენეჯმენტი
ტექნოლოგიურ მენეჯმენტში ჩვენ ვგულისხმობთ შემდეგს:
შეარჩიოთ:
- დეველოპერები
- ფრილანსერები
- სერვისის მომწოდებლები
- ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით
ასევე აირჩიოთ შესაბამისი ტექნოლოგიები ყოველი ეტაპისთვის, პროტოტიპირებიდან მილიონ მომხმარებლამდე.
CEO-ს მთვარი დანიშნულებაა: დელეგირება და კონტროლი
ძალიან მნიშვნელოვანია რომ CTO (chief technical officer - უფროსი ტექნიკური მენეჯერი) აირჩეს სწორად.
CTO-ს სწორად არჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია სტარტაპის წარმატებისთვის, როგორც მეუღლის შერჩევაა მნიშვნელოვანი ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად. შესაბამისად ეს ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს შენს მოთხოვნებს, უნდა გქონდეს ნდობა ამ ადამიანის მიმართ და უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის, რაც სტარტაპს სჭირდება .
იმისათვის რომ სტარტაპის გამოწვევებში ჩავეფლოთ, სწორად უნდა გვესმოდეს რა არის სტარტაპი.
A startup is a remprorary organization designed to search for a repeatable and scalable business model. – Steve Blank.
სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, შექმნილი იმისთვის რომ ეძებოს განმეორებადი და მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელი - სტივ ბლანკი
მოდი გავარკვიოთ რა განსხვავებაა startup-სა და კლასიკურ ბიზნეს მოდელს შორის.
კლასიკური ბიზნეს მოდელის მიხედვით, ბიზნესს აქვს გარკვეული შემოსავლები თავიდანვე და ნელ-ნელა უმატებს ამ შემოსავლებს.
ხოლო სტარტაპი გარკვეულ დრომდე თითქმის ნული შემოსავლით ფუნქციონირებს და შემდეგ რაღაც ეტაპის მერე მკვეთრ ზრდას აჩვენებს.
სტარტაპის განსაზღვრება
- დამწყები ბიზნესი
- სწრაფი ზრდა
- დიდი გაურკვევლობა
- მაღალი ინოვაციურობა ტექნოლოგიების გამოყენებით
- რთულად სამართავი რისკები
ახალი ტექნოლოგიების გამოჩენა (ისეთები როგორიცაა ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინი, IOT და ა.შ) განაპირობებს ახალ შესაძლებლობებს მათ გამოყენებაში.
დამფუძნებლისთვის ეს იგივეა რომ ტექნიკურ ჯუნგლებში დარბოდე. შენ არ იცი ზუსტად სად მირბიხარ, იღებ რისკებს ყოველ ნაბიჯზე, ამასთან მკაფიოდ გწამს შენი ხედვის და იმედს იტოვებ რომ მიაღწევ დაპირებულ მიწას. ამისათვის ქირაობ მსოფლიო კლასის CTO_ს, რომელმაც დეველოპმენტის ტექნიკური ასპექტები უნდა მართოს.
მაგრამ როდის გექნება შენ საშუალება რომ დაიქირავო მაღალი კვალიფიკაციის CTO და გადაუხადო მას ძალიან მაღალი ანაზღაურება? 6 თვეში, 2 წელში, 10 წელში?
იმისათვის რომ გაართვა თავის სირთულეებს შენ მოგიწევს რომ ამ გზაზე სწრაფად ისწავლო.
მოკლედ ხშირია შემთხვევები როცა დეველოპერს უკვეთავ რამეს და სულ სხვა რამეს იღებ, მაგალითად შენი დაკვეთიდან 5 თვეში გამოდის რომ ისინი აკეთებენ პირობითად მანქანას, რომელსაც აქვს 4 საბურავი და ძრავი, ხოლო შენ კიდევ ელოდი FERRARI-ს.
ეს არის ძალიან კლასიკური შემთხვევა იმისა თუ როგორ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში.
კლასიკური კონფლიქტის განმაპირობებელი საკითხები:
- დავალების ცუდი აღწერა - მწირი სპეციფიკაციები
- მაღალი მოლოდინები
- პატარა ბიუჯეტი
- კომუნიკაციის ნაკლებობა
ასეთ სიტუაციებში დეველოპერები ითხოვენ მეტ დროს და შესაბამისად მეტ ანაზღაურებას.
ასევე ყოფილა შემთხვევები რომ დეველოპერებს უთქვამთ, რომ კოდი მისია და მეტის გადახდის შემთხვევაში მოგცემენ ამ კოდს.
ასეთი შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ პროექტი იწყება ისევ ნოლიდან, დახარჯულია დიდი დრო, ნერვები, თანხები, რეპუტაცია.
გარკვეული დროის მერე ჭკუა ვისწავლე და თავიდანვე შეუთანხმდი იმაზე რომ კოდი იქნებოდა ჩემი (კარგი იქნება თუ GIT-ზე მთავარი რეპოზიტორი იქნებით თქვენ), და გადახდა მოხდებოდა კვირების ჭრილში, მას მერე რაც მაჩვენებდა ყოველ კვირას თავის ნამუშევარს.
იყო ისეთი შემთხვევაც, რომ სტარტაპის დამფუძნებლები იყვნენ 3 პირი, აქედან ერთი იყო ტექნიკური პირი, 2 ბიზნეს პირი.
რაღაც მომენტში მოხდა კონფლიქტი დამფუძნებლებს შორის, ტექნიკურ პირსა და ერთ-ერთ ბიზნეს პირს შორის. ტექნიკური პირი გამოვიდა საქმიდან და კოდებზეც და მონაცემებზეც წვდომა შეუზღუდა ამ პირებს, საქმე სასამართლომდე მივიდა და საბოლოოდ ჩაფლავდა ეს ბიზნესი.
მიუხედავად იმისა რომ პირველ შემთვევაში დამფუძნებლებში არ იყო ტექნიკური პირი, ის სტარტაპი არ ჩაფლავდა(მიუხედავად პირველი წარუმატებლობისა, მაინც გამოსწორდა სიტუაცია მეორე ცდაზე, საქმისადმი სწორი მიდგომის გამო), ხოლო მეორე შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური პირი იყო დამფუძნებლებში, სტარტაპი ჩაფლავდა.
THE KEY TO SUCCESS IS ACTION – BRIAN TRACY
წარმატების გასაღები არის ქმედება - ბრაიან ტრეისი
ეს ნიშნავს რომ თითოეულ სიტუაციაზე უპირატესობა უნდა მოიპოვოთ, ისწავლოთ მისგან და წახვიდეთ წინ თუნდაც ტექნიკური პირის გარეშე, თუ ეს აუცილებელია.
საკვანძო გადაწყვეტილებები:
ისწავლოთ დელეგირება
- სწორ პირზე
- სწორ ტექნოლოგიებზე (სწორი ტეგნოლოგიების არჩევა)
- სწორი ბაზრის არჩევა - ყველაზე ზემოთ მდგომი არჩევანი
No comments:
Post a Comment