Monday, December 9, 2019

იდეაციის პროცესი - 5 ბაზრის გაგება

იდეაციის პროცესი ყოველთვის იწყება მომხმარებლების მოთხოვნებიდან.

თქვენ ფიქრობთ მომხმარებლის მოთხოვნების უკეთეს გადაწყვეტაზე.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ უნდა აღწეროთ  მომხმარებლის ტიპი. ეს არის წარმოსახვითი პირი, რომელიც ცხოვრობს სადღაც, შეიძლება ჰყავდეს ბავშვები, და საუკეთესო გამოსავალი რომ მოიპოვოთ უპირატესობა თქვენი პროდუქტით ამ პერსონასთან მიმართებაში (ანუ ამ ტიპის პერსონას რომ მოაწონოთ თქვენი პროდუქტი), არის შემდეგი, რომ დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თავი მის ადგილას.

განსაზღვრეთ მისი ცხოვრება ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დაუსვით თქვენ თავს კითხვები, ან თხოვეთ სხვას რომ დაგისვან კითხვები.  ეს საშუალებას მოგცემთ რომ კარგად დაადგინოთ ამ ადამიანის სურვილები და გრძნობები.

შემდეგი ეტაპია რომ შეამოწმოთ თქვენი დაშვებების სისწორე, ამისათვის უნდა ელაპარაკოთ ასეთ ტიპებს რომლები წარმოიდგინეთ თქვენ თავში

  • ესაუბრეთ მათ
  • გააკეთეთ ბლოგი
  • იყავით მათთან მუდმივ კომუნიკაციაში. 
  • შეხვდით ისეთ ადამიანებს რომლებმას თქვენს კონკურენტებზეც იციან გარკვეული ინფორმაციები. 


გაქვთ პრობლემა ასეთი ადამიანების ნახვის ნაწილში?

სოციალური ქსელი არის ასეთი ადგილი, სოციალური ქსელი არის MAGIC, როცა საქმე ეხება თქვენს პროდუქტს.  თქვენ ადვილად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია ჯგუფებში, გვერდებზე, ფორუმებზე, სპეციალურ ბლოგებზე და ა.შ.

დაუსვით  კითხვები სხვადასხვა ტიპის და ერთი ინტერესების ადამიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ  არის ვეფხისტყაოსნის სწავლება - „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“.  დაასაჩუქრეთ ისინი პირველებმა, შესთავაზეთ ტკბილეული, გაუკეთეთ რამე სასიამოვნო. ამ შემთხვევაში ხალხი იქნება მადლიერი და სიამოვნებით გაგიზიარებენ საკუთარ ინფორმაციას.
საუბრის დაწყება მარტივდება reciprocity-ს პროცესის დროს, ეს არის მიდგომა, როცა თქვენ პირველები გასცემთ რაღაცას, რაიმეს მისაღებად.

ჯერ გაეცით, შემდეგ კითხეთ

დაუსვით ღია კითხვები, გამოკითხვები არ არის იმისათვის რომ გაყიდოთ პროდუქტი, ეს კეთდება იმისათვის რომ ზუსტად დაადგინოთ სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნები.

უნდა იზრუნოთ ადამიანებზე, ისინი არ არიან უბრალოდ რაოდენობა, ეს რომ აგრძნობინოთ ამისათვის საუკეთესო საშუალებაა რომ დაურეკოთ ან ვიდეო ზარი განახორციელოთ, ისინი ამით უფრო კარგად(მნიშვნელოვნად)  იგრძნობენ თავს.

ეცადეთ რომ 80% საუბრისა მათი ლაპარაკისგან შედგებოდეს, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გაუმარტივოთ პასუხის გაცემა. თქვენი მიზანი არის რომ ზუსტად გაიგოთ მათი სურვილები და აზრები, და ამისათვის უნდა გაუმარტივოთ პასუხის გაცემა.

მოდი ახლა ვისაუბროთ ბაზრის ზომაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან შესატანია ბიზნესის გეგმაში.

როგორც წესი სტარტაპები ფიქრობენ დიდზე, ეს ძალიან კარგი აზროვნებაა, მაგრამ ეს არ არის ის თუ როგორ უნდა დაიწყოთ მოქმედება. მე რეკომენდაციას ვუწევ ნიშას, და თუ ეს ნიშა არ არის ძალიან პატარა, თქვენ ყოველთვის შეძლებთ განვითარებას.

ძალიან რთულია რომ მოარგოთ პროდუქტი დიდ აუდიტორიას, (its very difficult to emphasize with the large audience) მე ნამდვილად ვიცი ეს გამოცდილებიდან, ხალხი ამას ვერ გრძნობს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ თქვენ არ გაქვთ დიდი ბიუჯეტი და არ ხართ სპორტული ბრენდი, მაგრამ როგორც სტარტაპი თქვენ ვერ მისცემთ ამის საშუალებას თქვენ თავს.


მომხმარებლებთან კარგ ურთიერთობას სჭირდება ყურადღება ასე რომ დაუკავშირდით თქვენ სამიზნე აუდიტორიას, გაუგეთ მათ, აგრძნობინეთ თავი მნიშვნელოვნად, ისაუბრეთ მათი ენით.


იყავით კომპანია რომელიც ზრუნავს, რომელიც ყიდის ბაზარზე, რადგან ბაზარი არის როგორც როგორც ბაღი  თქვენი იდეისთვის, რაც უკეთ იცნობთ მას, მით უკეთესად აყვავდება.

იყავით აგენტი, ააშენეთ თქვენი ბიზნეს მოდელი, თქვენი აუდიტორიის შენებით, თქვენ ააშენებთ თქვენ ბიზნეს მოდელს.



No comments:

Post a Comment