Monday, December 9, 2019

პროდუქტის განსაზღვრის ფაზა - 8 მომხმარებლის გამოცდილება

პროდუქტის განსაზღვრება ყოველთვი იწყება მომხმარებლით, და უფრო ზუსტად მომხმარებლის სიცოცლის ციკლიდან. აქ არის კარგად ნაცნობი ტექნიკები, AARRR ტექნიკა. 



A  - Acquisitions- მოხმარებლების შეძენა - როგორც გპოულობენ მომხმარებლები
A - Activations –  აქტივაცია - რამდენად კარგი პირველი გამოცდილება აქვთ მომხმარებლებს. 
R - Retention – დაბდუნება - ბრუნდებიან მომხმარებლები უკან?
R - Revenue –  შემოსავალი - როგორ აკეთებ ფულს?
R - Referral – რეფერალი - ეუბნებიან მომხმარებლები სხვებს თქვენი პროდუქტის შესახებ? 


არის ორი გზა რომ აღწეროთ მომხმარებლის გამოცდილება,
პირველი -- 
 მომხმარებლის თავგადასავალი. გენერალური ბიზნეს იდეის ქონა კარგი დასაწყისია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ  თქვენი მომხმარებლების გზის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს, პროდუქტის დიზაინში არის ბევრი ტექნიკა, და ყოველ თვე ახალ-ახალი ტექნიკები იბადება. 



ჩემი ტექნიკა არის კალამი და ქაღალდი, რომ აღვწრო ყოველი ეტაპი, ერთი ქაღალდი თითოეული ეტაპისთვის, აქ არის წარმოდგენილი გამოცდილება, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოვიღე, როცა პროდუქტზე ვმუშაობდი, ეს არის რეალურად მომხმარებლის გამოცდილება, ემოციური თავგადასავალი, უნდა დაწეროთ ის ემოციები, რაც გინდათ რომ ხალხმა გამოსცადოს, უნდა შექმნათ რუკა ემოციებიდან ემოციებამდე, შემდეგ რას აკეთებთ რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს?


გადათარგმნეთ ემოციები ეკრანის გამოსახულებაში, წაახალისეთ დადებითი ემოციები და ცოტა წაითამაშეთ უარყოფით ემოციებთან, როგორიც ფლუსტრაციაა.  დაარბილეთ გამოცდილება.  შეამცირეთ შეყოვნებები. შეიძლება შექმნათ ვიდეოები. დაამატეთ პატარა მიმანიშნებლები. დაიმახსოვრეთ : “გაეცით, სანამ მიიღებთ“. ეს აპლიკაციის დიზაინსაც ეხება. და მიეცით მეტი გართობის საშუალებები. დღეს დაპირება არ არის საკმარისი. მას შემდეგ რაც ეს ნაბიჯი კარგად გექნებათ ჩამოყალიბებული, უკვე მოქაფის დრო დგება. მაგრამ რა არის მოქაფი?



მოქაფი არის თქვენი აპლიკაციის ეკრანის გრაფიკული აღწერა. პროფესიონალი დიზაინერები იყენებენ ისეთ ხელსაწყოებს, როგორიცაა SKETCHUP და  ა.შ. , თუმცა სხვები იყენებენ სპეციალურ სახაზავებს, როგოც სურათზეა მოცემული. 


ჩემთვის პირადად ყველაზე მოსახერხებელი არის კალამი და ქაღალდი. იმიტომ რომ ეს უფრო სწრაფი გამოსავალია დასაწყებად, და თან მე არ ვარ პროფესიონალი დიზაინერი.  თუ თქვენ აპირებთ თქვენი აპლიკაციის დეველოპმენტს, ეს ეხება ასევე გრაფიკული დიზაინის შექმნასაც. 

თქვენი საქმეა რომ მოხაზოთ უხეშად თქვენი აპლიკაციის შიგთავსი, შემდეგ თქვენ მიმართავთ პროფესიონალ დიზაინერს რომ უფრო კარგად გააკეთოს ეს საქმე. 

მოკლედ, ერთ მხარეს თქვენ გაქვთ მომხმარებლის მოგზაურობის რუკა, და მეორე მხარეს გაქვთ მოქაფები. დეტალური რუკა ღიკალებით, ფორმებით და გზებით. გახსოვდეთ რომ დაამატოთ გართობის მომენტები(GAMIFICATION)  რომ გახადოთ მარტივად მოსახმარი. და ამ მიზნის ხაზგასასმელად, როდის იყო როცა თქვენ წაიკითხეთ მომხმარებლის ინსტრუქცია? კარგი აპლიკაცია არ საჭიროებს ინსტრუქციებს, ის უნდა იოს ინტუიტიური, არ  უნდა საჭიროებდეს დოკუმენტაციას და ტუტორიალებს. მან უნდა ისაუბროს საკუთარ თავზე თვითონ. 

ეს ნიშნავს რომ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ძალიან რთულია პირველი ვერსიისთვისო ალბათ თქვენ იტყვით. მაგრამ იცით რა? ეს არის სტარტაპის ცხოვრება, აკეთო ბევრი ცოტათი. და ძალიან არსებითია რომ თქვენი მომხმარებლების ემოციებთან გქონდეთ კავშირი. და მე მჯერა რომ ეს არის ის საქმე, რომელიც სხვას არ უნდა აკეთებინოთ. თქვენ ეს ყველაზე უკეთ იცით. და ბოლო ნაწილი არის ზედმეტის მიწოდება.  


მინიმუმის გაკეთება არ უზრუნველყოფს თქვენ ლოიალურობას. მაგრამ თუ მოლოდინებს გადააჭარბებთ, ხალხი დაგიმახსოვრებთ. თქვენ დარჩებით მათ აზრებში, ვინაიდან თითოეული ადამიანი შეიძლება იყოს თქვენ შესაძლებლობა. შესაძლებლობა რომ ისაუბროთ თქვენ გადაწყვეტილებებზე და კონცეპტებზე. შეიძლება ისინი იყვნენ ამაყები, რომ დაეხმარნონ მათ მეგობრებს, კოლეგებს და მეზობლებს. აქ იგულისხმება ის, რომ თუ ემოციურად გაამართლებთ მათ მოლოდინებს და უფრო მეტი, გადააჭარბებთ მოლოდინებს, თქვენი მომხმარებლები, დიდი ალბათობით საუბარს დაიწყებენ თქვენ პროდუქტებზე სხვებთან და ეს ერთგვარ სიამაყის გრძნობასაც მისცემთ მათ. 


დაიმახსოვრეთ სურათზე მოცემული ჭეშმარიტება.


მას შემდეგ, რაც თქვენ გაქვთ საკვანძო ტექნოლოგიები და მომხმარებლების გამოცდილებაზე იზრუნეთ, შემდეგი ნაბიჯია გეგმარების ფაზა. რომ დაინახოთ, რის უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს, იდეების პრიორიტიზება მოახდინოთ, ააშენოთ პროდუქტი, რომელიც თანხვედრაში იქნება თქვენ ხედვასთან, თქვენ ბიუჯეტთან და თქვენი მომხმარებლების საჭიროებებთან. 

იდეაციის პროცესი - 7 ტექნოლოგიების ბრეინშტორმინგი


გახსოვთ სტარტაპის განსაზღვრება? მისი მახასიათებლები:  სწრაფი ზრდა და შესაძლებლობების გამოყენება ინოვაციური შეთავაზებისთვის

საუკეთესო გზა რომ მიაღწიოთ ამას, არის ახალი ტექნოლოგიის გამოყენება, არსებული ინდუსტრიისთვის.

როგორ? იფიქროთ როგორც ტექნიკურმა პირმა, როგორც ინოვატორმა, გამოიყენოთ ტექნოლოგიები ყოველ ეტაპზე და ნახოთ როგორ შეგიძლიათ ხალხის პრობლემების მოგვარება ამის მეშვეობით.

რადგანაც ტექნოლოგია ნიშნავს შესაძლებლობებს და სპეციფიკურად ისეთ ძველ  ინდუსტრიებში, სადაც ჩვენ მიჩვეული ვართ საქმის კეთებას ძველებურად.



მაგალითად დაამატოთ IOT(Internet of things), ან ხელოვნური ინტელექტი, ან ვირტუალური რეალობა, რაც ხსნის სრულიად ახალ ბაზრებს თქვენი სტარტაპისთვის.

ერთ დღეს მაგალითად, მე გამოვიყენე აპლიკაცია სახელად „magic plan”, მე მინდოდა გამეზომა ჩემი სახლის ერთ-ერთი ოთახი. რა გავაკეთე? მე მხოლოდ გამოვიყენე ჩემი ტელეფონი, მისი კამერის მეშვეობით შემოვავლე ოთახს კამერა , რაც ძალიან მარტივად გავაკეთე. ამან მომცა ძალიან ზუსტი PDF გეგმა ჩემი ოთახისა, უბრალოს მობილურის და მისი კამერის მეშვეობით. 


ასე რომ დაფიქრდით თქვენ ინდუსტრიაზე, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ყოველდღიური მოქმედებები, ტექნოლოგიების გამოყენებით.


სტარტაპის იდეის ფორმირების  პროცესი ნამდვილად გულისხმობს იფიქროთ როგორც ტექნიკურმა პირმა, ეცადოთ რომ აღმოაჩინოთ ახალი კონცეპტები, წაიკითხოთ ტექნოლოგიური სიახლეები. ნახოთ იქნება იქ არის ახალი შესაძლებლობა თქვენი ბაზრისთვის, ისეთები როგორც არის ახალი ელექტრონული კომპონენტების ინტეგრაცია, შევსებული რეალობა(augmented reality), ან ხელოვნური ინტელექტი, რაც მოგცემთ შთაგონების საშუალებას სხვა ინდუსტრიების ინოვაციები მოარგოთ  თქვენ ინდუსტრიას.


ახლა ვისაუბრთ დამფინანსებელ ორგანიზაციებზე. ისეთებზე როგორებიცაა, ინვესტორები, აქსელერატორები ან ინკუბატორები. რას ფიქრობთ რა არის მათი მოლოდინები?

  
მათი უმეტესობა ელოდება თქვენგან ტექნოლოგიებს, რატომ? იმიტომ რომ ეს არის გარდამტეხი ფაქტორი, სწრაფი ზრდისთვის. სწორედ ამიტომ უნდა იყოს თქვენი მიზანი რომ შექმნათ ტექნიკური გეგმა, სადაც თითოელ ეტაპზე, შენ უნდა გამოწურო მაქსიმუმი ტექნოლოგიებისგან. 


მაგალითად, თქვენ შეგიძლია გამოიყენოთ ტექსტის წამკითხველი,  შემდეგ შეიძლება გამოიყენოთ ბლოკჩეინი, მანქანური სწავლება და ა.შ. 

გააკეთეთ თქვენი პირადი კვლევა, იცოდეთ რაზე საუბრობთ, იყავით ამბიციურები, იფიქრეთ დიდზე, და იფიქრეთ როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი. 


Ecommerce-ის აშენება არ მოგცემთ თქვენ მაღალ ზრდას, მაგრამ თუ რეალურ ტექნოლოგიებს გამოიყენებთ, ამან შეიძლება ძალიან დიდი სხვაობა მისცეს თქვენ პროდუქტს.


ასე, რომ თუ თქვენ გსურთ უფრო ჩაუღრმავდეთ ამ ნაწილს, მე შევქმენი კურსი ამასთან დაკავშირებით “the best technologies for your startup”, გადახედეთ და თქვენ ბევრი კარგი იდეა მოგივად თქვენს პროდუქტზე და პროექტზე.


ახლა, როცა თქვენ გაქვთ ეს პროცესი თავში, ჩვენ დავამთავრეთ იდეის ფორმირების პროცესი.

ახლა დროა რომ პრიორიტიზება გავუკეთოთ ამ ყველა იდეას და დავგეგმოთ და განვსაზღვროთ ბიუჯეტი. 

ამას შემდეგ ვაპირებთ, პროდუქტის განსაზღვრის ფაზაში.

















იდეაციის პროცესი - 6 ბიზნეს მოდელის კვლევა


როგორ ააშენებთ შენობას საძირკვლის გარეშე?

პროდუქტის პოზიციონირება არის როგორც შენობის საძირკველი. ყველაფერი იწყება მომხმარებლებიდან და მათი საჭიროებებიდან.  და აქ არის ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნიკები, და თუ თქვენ არ იცით ეს ტექნიკები, მაშინ მე გირჩევთ რომ უფრო ჩაუღრმავდეთ ამ ნაწილს: წაიკითხოთ წიგნები, უყუროთ ვიდეოებს, შედით youtube-ზე და ა.შ.

პირველი არის ბიზნეს მოდელის ჩარჩო (BUSINESS MODEL CANVAS),  სადაც პირველ რიგში თქვენ უნდა დახატოთ თვენი ბიზნეს მოდელი - ნებისმიერი კომპანიის მთლიანი ეკოსისტემა. 

ეს არის ენტერპრენერისთვის პირველი წასაკითხი და ამ მიმართულებით არის მთლიანი კურსი. 

ეს ტექნიკა გაძლევთ საშუალებას დაინახოთ მთლიანი სურათი, უზრუნველყოფთ რა ბალანსის დადგენას შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ააშენებთ ურთიერთობებს მომწოდებლებსა , კლინტებსა და სა პარტნიორებთან. ყველა კონტრიბუციას ღირებულების შეთავაზების ირგვლივ

მეორე ტექნიკა არის LEAN STARTUP-ის ჩარჩო, თითქმის იგივე, მაგრამ უფრო ფოკუსირებული მომხმარებლების საჭიროებებზე. ეს უფრო ნაკლებად დიდი სურათის მომცემია, მაგრამ მეტად ფოკუსირებულია შეთავაზების დიზაინზე.



ფოკუსზე საუბრისას, მივედი მესამე ტექნიკაზე, ღირებულების შეთავაზების ჩარჩოზე. უფრო ფოკუსირებულზე მომხმარებლების საჭიროებებზე და ეს საჭიროებები ორგანიზებულია ორ ნაწილად. 


ის იწყება შენი მომხმარებლის ტკივილებიდან და საჭიროებებიდან, რომელსაც მივყავართ გამაყუჩებლების შექმნამდე და ამ გამაყუჩებლების გადაჭრის გზების ძიებამდე. 

ეს დაგეხმარებათ რომ გაყიდვებისთვის უკეთსი შეთავაზება გააკეთოთ, და პროდუქტიც კარგად პოზიციონირებული გქონდეთ. 

თეორია კარგია, მაგრამ პრაქტიკა კიდევ უკეთესია, პირველი პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გახვიდეთ გარეთ, შეხვდით ხალხს ღონისძიებებზე, პირისპირ, ისაუბრეთ თქვენს კონცეპტზე. ეს ყველაზე კარგი გზაა რომ გაიგოთ ხალხის მოთხოვნილებები. შემდეგი ნაბიჯია ონლაინ სივრცე. სოციალური ქსელი, ლენდინგ გვერდი, „PROPOSE WHITE PAPERS”, დაწერეთ ბლოგი, შექმენით უფასო ელექტრონული წიგნები, მოიზიდეთ კონტენტით. 


ეს ნამდვილად კარგი გზაა თქვენი პროდუქტისა და აუდიენციათან შესაბამისობაში მყოფი,  ბაზარზე მორგებული პროდუქტი შექმნათ.



ბიზნეს მოდელის ძიებისას, საჭიროა გავითვალისწინოთ ფასი. მაგრამ სტარტაპები არ უნდა ფოკუსირდნენ ფასზე, არამედ ღირებულებაზე რომელსაც ისინი ქმნიან. 

არ ჰკითხოთ რამდენს გადაიხდიან მომხმარებლები თქვენს პროდუქტში, მათ არ იციან პასუხი, აზრზე არ არიან რა უნდა ღირდეს თქვენი პროდუქტი. რამდენს გადაიხდიდით 10 წლის წინ სმარტფონში?  1000$-ს გადაიხდიდით? ეს ფასი ამჟამინდელი სმარტფონის ფასია. ინოვაცია არის ყოველთვის ძალიან ძვირი, ასე რომ ფასის დადგენის მაგივრად, განსაზღვრეთ დაკარგული ღირებულება. აქ იგულისხმება ღირებულება, რომელიც დაკარგულია იმ შემთხვევაში თუ თქვენ პროდუქტს არ გამოიყენებენ.  


რამდენს კარგავს ხალხი ყოველ დღე? რა დროს ან თანხას უზოგავს თქვენი გადაწყვეტილება/პროდუქტი/სერვისი, და რამდენად მარტივად მოსახმარია?


ფორმულა რომელსაც გირჩევთ ასე გამოიყურება:
შექმნილი ღირებულება - ფასი(თქვენი პროდუქტის) -  გადასვლის ღირებულება(თქვენ პროდუქტზე გადმოსვლის ღირებულება)


და, ყოველთვის ფოკუსირდით დიდ პრობლემაზე, რომელიც დიდ სხვაობას ქმნის ადამიანების ცხოვრებაში. თუ არ არის დიდი პრობლემა, ესეიგი პრობლემა საერთოდ არ არის. 


რამდენი პატარ-პატარა პრობლემებია ჩვენს ყოველდღიურობაში, მზად ხართ გადაიხადოთ მაგალითად 10$ ყოველთვიურად  იმისათვის რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ?


ჩვენ უფრო გადავიხდით საბაზისო საგნებისთვის ფასს, ისეთებისთვის როგორიცაა ბუღალტერია ან მსოფლიო მუსიკა, ვიდრე იმაში რომ პირობითდ სმატფონიდან გავაღოთ ჩვენი მანქანის კარი. 


ასე რომ საჭიროებები შეიძლება იყოს COOL, მაგრამ შეიძლება არ იყოს იმდენად ღირებული რომ  გადაიხადოთ მასში რამე. 

 თქვენ ახლა უკვე გაქვთ მარკეტინგული ხელსაწყოები, ახლა მე ვარჩევ ვფოკუსირდე იმაზე რომ ტექნოლოგიურ ჭრილში გავმართო თქვენი იდეა. 



ეს არის ბოლო ნაბიჯი არის იდეის ჩამოყალიბების პროცესში. 

იფიქროთ როგორც დეველოპერმა, მეცნიერმა ან გამომგონებელმა - ეს არის ზუსტად ის, რაზეც ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეოში.

იდეაციის პროცესი - 5 ბაზრის გაგება

იდეაციის პროცესი ყოველთვის იწყება მომხმარებლების მოთხოვნებიდან.

თქვენ ფიქრობთ მომხმარებლის მოთხოვნების უკეთეს გადაწყვეტაზე.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ უნდა აღწეროთ  მომხმარებლის ტიპი. ეს არის წარმოსახვითი პირი, რომელიც ცხოვრობს სადღაც, შეიძლება ჰყავდეს ბავშვები, და საუკეთესო გამოსავალი რომ მოიპოვოთ უპირატესობა თქვენი პროდუქტით ამ პერსონასთან მიმართებაში (ანუ ამ ტიპის პერსონას რომ მოაწონოთ თქვენი პროდუქტი), არის შემდეგი, რომ დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თავი მის ადგილას.

განსაზღვრეთ მისი ცხოვრება ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დაუსვით თქვენ თავს კითხვები, ან თხოვეთ სხვას რომ დაგისვან კითხვები.  ეს საშუალებას მოგცემთ რომ კარგად დაადგინოთ ამ ადამიანის სურვილები და გრძნობები.

შემდეგი ეტაპია რომ შეამოწმოთ თქვენი დაშვებების სისწორე, ამისათვის უნდა ელაპარაკოთ ასეთ ტიპებს რომლები წარმოიდგინეთ თქვენ თავში

  • ესაუბრეთ მათ
  • გააკეთეთ ბლოგი
  • იყავით მათთან მუდმივ კომუნიკაციაში. 
  • შეხვდით ისეთ ადამიანებს რომლებმას თქვენს კონკურენტებზეც იციან გარკვეული ინფორმაციები. 


გაქვთ პრობლემა ასეთი ადამიანების ნახვის ნაწილში?

სოციალური ქსელი არის ასეთი ადგილი, სოციალური ქსელი არის MAGIC, როცა საქმე ეხება თქვენს პროდუქტს.  თქვენ ადვილად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია ჯგუფებში, გვერდებზე, ფორუმებზე, სპეციალურ ბლოგებზე და ა.შ.

დაუსვით  კითხვები სხვადასხვა ტიპის და ერთი ინტერესების ადამიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ  არის ვეფხისტყაოსნის სწავლება - „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“.  დაასაჩუქრეთ ისინი პირველებმა, შესთავაზეთ ტკბილეული, გაუკეთეთ რამე სასიამოვნო. ამ შემთხვევაში ხალხი იქნება მადლიერი და სიამოვნებით გაგიზიარებენ საკუთარ ინფორმაციას.
საუბრის დაწყება მარტივდება reciprocity-ს პროცესის დროს, ეს არის მიდგომა, როცა თქვენ პირველები გასცემთ რაღაცას, რაიმეს მისაღებად.

ჯერ გაეცით, შემდეგ კითხეთ

დაუსვით ღია კითხვები, გამოკითხვები არ არის იმისათვის რომ გაყიდოთ პროდუქტი, ეს კეთდება იმისათვის რომ ზუსტად დაადგინოთ სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნები.

უნდა იზრუნოთ ადამიანებზე, ისინი არ არიან უბრალოდ რაოდენობა, ეს რომ აგრძნობინოთ ამისათვის საუკეთესო საშუალებაა რომ დაურეკოთ ან ვიდეო ზარი განახორციელოთ, ისინი ამით უფრო კარგად(მნიშვნელოვნად)  იგრძნობენ თავს.

ეცადეთ რომ 80% საუბრისა მათი ლაპარაკისგან შედგებოდეს, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გაუმარტივოთ პასუხის გაცემა. თქვენი მიზანი არის რომ ზუსტად გაიგოთ მათი სურვილები და აზრები, და ამისათვის უნდა გაუმარტივოთ პასუხის გაცემა.

მოდი ახლა ვისაუბროთ ბაზრის ზომაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან შესატანია ბიზნესის გეგმაში.

როგორც წესი სტარტაპები ფიქრობენ დიდზე, ეს ძალიან კარგი აზროვნებაა, მაგრამ ეს არ არის ის თუ როგორ უნდა დაიწყოთ მოქმედება. მე რეკომენდაციას ვუწევ ნიშას, და თუ ეს ნიშა არ არის ძალიან პატარა, თქვენ ყოველთვის შეძლებთ განვითარებას.

ძალიან რთულია რომ მოარგოთ პროდუქტი დიდ აუდიტორიას, (its very difficult to emphasize with the large audience) მე ნამდვილად ვიცი ეს გამოცდილებიდან, ხალხი ამას ვერ გრძნობს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ თქვენ არ გაქვთ დიდი ბიუჯეტი და არ ხართ სპორტული ბრენდი, მაგრამ როგორც სტარტაპი თქვენ ვერ მისცემთ ამის საშუალებას თქვენ თავს.


მომხმარებლებთან კარგ ურთიერთობას სჭირდება ყურადღება ასე რომ დაუკავშირდით თქვენ სამიზნე აუდიტორიას, გაუგეთ მათ, აგრძნობინეთ თავი მნიშვნელოვნად, ისაუბრეთ მათი ენით.


იყავით კომპანია რომელიც ზრუნავს, რომელიც ყიდის ბაზარზე, რადგან ბაზარი არის როგორც როგორც ბაღი  თქვენი იდეისთვის, რაც უკეთ იცნობთ მას, მით უკეთესად აყვავდება.

იყავით აგენტი, ააშენეთ თქვენი ბიზნეს მოდელი, თქვენი აუდიტორიის შენებით, თქვენ ააშენებთ თქვენ ბიზნეს მოდელს.



სტარტაპერის ცხოვრება - 4 მეწარმული სული / ენტერპრენიარული აზროვნება

სტარტაპის გაშვება ძალიან ამაღელვებელი (კარგი გაგებით) თავგადასავალია.

სანამ დეტალურად ჩავეძიებით ტექნიკური მენეჯმენტის ნაწილში  მინდა გაგიზიაროთ ჩემი ადამიანური და პიროვნული ხედვა ენტერპრენერის ცხოვრების წესთან დაკავშირებით.

იყო ენტერპრენერი ნიშნავს რომ შეგეძლოს მართო გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ( being able to manage the unpredictable).

ენტერპრენერები არ ელოდებიან სირთულეებს, ისინი ეძებენ სირთულეებს.  მაგალითად აკეთებენ pitching-ს ქუჩაში,  დგებიან ძალიან ადრე, 2 წუთს უთმობენ შხაპის მიღებას.
ენტერპრენერობა არის დაფუძნებული ფოკუსზე და ერთგულებაზე(ვალდებულებაზე) პასუხისმგებლობაზე. Entrepreneurship is all about the focus and commitment.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ მუდმივად უნდა ავარჯიშოთ თქვენი თავი, რომ გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. თუ თქვენ ჯერ კიდევ სუნთქავთ, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა და უნდა გააგრძელოთ, თქვენ უბრალოდ სწავლობთ.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ დილით ადგომა კარგია, რადგან დილით უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებთ, ასე რომ გადაწყვეტილებები მიიღეთ დილით, საღ გონებაზე.

ზუსტად ამიტომაა რომ მე ჩემს მიზნებს ყოველ დილას ვსაზღვრავ. და ყოველ საღამოს გადავხედავ ამ მიზნებს.

პიროვნული გაუმჯობესების წრე შემდეგნაირად გამოიყურება.


მადლიერების ჟურნალი -  რატომ არის რომ მადლიერების ჟურნალი ასეთი ძლიერი(powerful - მნიშვნელოვანი), იმიტომ რომ ეს მაძლევს სიცხადეს და საშუალებას ვკონცენტრირდე ჩემს ძლიერ მხარეებზე. მმატებს ენერგიას, და შესაბამისად მაფოკუსირებს უფრო მაღალ მიზნებზე.

მაღალი წარმადობის პიროვნებად ყოფნა (high achiever) ,  დიდი წნეხია და ტკივილია თავისთავად, განსაკუთრებით ჩვენი სხეულისთვის. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი არის ჩვენი ჯანმრთელობა. ასე რომ სწორი ჯანსაღი ჩვევები  და სწორი ცხოვრების სტილი კონტრბალანსს უკეთებს ჩვენ მაღალ წარმადობას, ჩვენს მაღალ მიზნებს   და გეხმარებათ რომ კარგად გრძნობდეთ თავს.


ამისათვის მე ვაკეთებ შემდეგს: 
მულტიტასკინგს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ტვინისთვის და სხეულისთვის ძალიან დიდი დაძაბულობის წყაროა, ვრთავ notification-ებს ტელეფონზე, კომპიუტერში, მეილს ვნახულობ დღის განსაზღვრულ დროს. რომ არ გადავერთო ათას სისულელეზე. 

ასევე პიროვნული გაუმჯობესებისთვის ვიყენებ შემდეგ ტექნიკებს:

რაც მაძლევს საშუალებას ვიყო ძალიან პროდუქტიული იმაში, რასაც ვაკეთებ. 



ეს არის ჩემი პერსონალური ტექნიკები, თქვენ კი შეგიძლია თქვენი ტექნიკები და თქვენი მიდგომები შეიმუშაოთ. 

დაისახეთ თქვენი პირადი მიზნები, გადახედეთ მათ, გააუმჯობესეთ თქვენი პირადი პრაქტიკების მეშვეობით, გამოძერწეთ თქვენი წარმატებული ჩვევები და სცადეთ ახალი ტექნიკები დროთა განმავლობაში. 

ამ ნაწილით ჩვენ მოვრჩით სტარტაპერის ცხოვრების ნაწილის აღწერას. თქვენ უკვე უნდა გქონდეთ (თუ მიყვებით ჩემს რჩევებს ამ ნაწილში), კარგი (ნოყიერი) ნიადაგი იმისათვის რომ დაიწყოთ თქვენი წარმატებული სტარტაპი.  შემდეგ ნაწილში ჩვენ გავივლით წვის პროცესს და დავიწყებთ IDEA BURNING PART-ით.

სტარტაპერის ცხოვრება - 3 დამფუძნებლების გუნდის ჩამოყალიბების პროცესი


ჩვენ უკვე ვთქვით რომ კომპანიის დაფუძნება ქორწინებაში შესვლას ჰგავს. ასე რომ მოემზადეთ შტორმისთვის.

სტარტაპის ცხოვრება შორს არის წყნარი ცხოვრებისგან. აქ ხდება აღმასვლები და დაღმასვლები, წარმატება და წარუმატებლობა. ასე რომ ძლიერი გუნდი რომ იყოთ, უნდა შეასრულოთ რამოდენიმე პირობა, რათა იყოთ ფოკუსირებული კომპანიის მიზნებზე.
პირველი საკითხი არის დრო და ხელფასი.

ჩვენ უკვე ვთქვით რომ სტარტაპის კეთება ძალიან რისკიანია.
ამისათვის მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა არა.

ეს მოითხოვს გარკვეულ თავდადებას, მაგალითად თქვენ გაქვთ არჩევანი იყოთ შაბათ-კვირას თქვენ მეგობრებთან თუ ოჯახთან ან  ეს დრო მიუძღვნათ სტარტაპის კეთებას.

პირობითად, დათანხმდებოდით იმაზე რომ 5 წლის განმავლობაში გქონდეთ 1000 ლარიანი შემოსავალი?

ეს ყველაფერი ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი პიროვნებების დონეზე.
გთავაზობთ გარკვეულ კითხვებს გასაანალიზებლად:

  • საათები კვირის განმავლობაში - რამდენ დროს დაახარჯავთ კვირაში პროექტზე?
  • რამდენი ხანი შეგიძლიათ რომ იმუშაოთ მინიმალური ხარჯებით?(How long can you bootstrap? )
  • მინიმალური ხელფასი -  რამდენი ხანი შეგიძლიათ ამით იცხოვროთ?
  • რეგულარული ხელფასი - რამდენად მინიმალურ რეგულარულ ხელფასს იმყოფინებთ?

რა არის bootstrap პერიოდი? - ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თქვენ თანახმა ხართ მაქსიმალურად შეამციროთ ხარჯები, ამის მიზანი არის შემდეგი: რომ რაც შეიძლება გადასდოთ მომავლისთვის ინვესტორების შემოყვანა პროექტში.


კომპანიის დაფუძნების დროს, დათვლა არის საუკეთესო გზა იმისათვის რომ მართლები ვიყოთ ჩვენ თანადამფუძნებლები ერთმანეთთან.

ასე რომ დაითვალეთ ის დრო, თითქოს ამ დროის განმავლობაში თქვენ ჩვეულებრივ თანხას იღებთ როგორც ხელფასს.

სხვაობა  ამ ხელფასსა და რეალურად სტარტაპის დროს  ასაღები თანხისა, იქნება თქვენი კონტრიბუცია ამ პროექტში.
მაგ. თუ თქვენ გაქვთ 5000 ლარი ყოველთვიური ხელფასი, ხოლო სტარტაპის კეთებისას მოგიწიათ 2000 ლარზე მუშაობა 1 წლის განმავლობაში, მაშინ თქვენი კონტრიბუცია ამ ნაწილში იყქნება 12*(5000 -2000) = 12*3000=36 000 ლარი.  (ეს არის დროის ინვესტიცია)


გასათვალისწინებელია ყველა  მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა
  • დროის ინვესტიცია
  • პირდაპირი ფულადი ინვესტიცია
  • ბაზრის ცნობა ან საკვანძო პატრნიორების ყოლა
  • წინა კლიენტების სია და ა.შ
  • არსებული აპლიკაცია
  • ყველაფერი ის რაც კომპანიას ღირებულებას შესძენს. 


მარტივად მიუდექით (რომ დაადგინოთ დროდადრო ჩართული პირების კონტრიბუცია პროექტში) , ამასთან გაითვალისწინეთ რომ განაწილებული პროცენტები ყოველთვის ივარირებს ჩართულობის მიხედვით. 

  • გამოიყენეთ დროის აღმრიცხველი პროგრამა.
  • ექსელის ფაილები განაახლეთ ყოველთვიურად. 


კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გუნდისთვის არის შემდეგი: შეთანხმდეთ და ჩამოყალიბდეთ(სწორება გააკეთოთ)  ხედვებზე და თქვენ პერსონალურ ღირებულებებზე.

გაეცით შემდეგ კითხვებზე პასუხები, თითოეულმა გუნდის წევრმა:
  • სად გინდათ რომ იყოთ  1 წელში, 5 წელში, 10 წელში?
  • რა არის მომავალი კომპანია, რომლის შექმნასაც აპირებთ?
  • როგორ მივაღწიოთ ამას?
ეს ყველაფერი იწყება ჩვენი რეტროსპექტივიდან, რომ ვკითხოთ ჩვენ თავს საბაზისო კითხვები, არა ყოველთვის მარტივად გასაცემი, მაგრამ მაინც საბაზისო კითხვები:
  • რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან?
  • რა არის ჩემი ღირებულებები და რწმენები?
  • რა არის ის ღრმა საბაბი, რატომაც გადავწყვიტე ამ თავგადასავლის გავლა?
  • რის დამტკიცებას ვაპირებ ჩემი თავისთვის და  სხვებისთვის?
  • რა არის ჩემი მენეჯმენტის სტილი როგორც მმართველი?
ძალიან პრაგმატული ნაბიჯია თუ დაწერთ VISION LETTER-ს (ანუ ხედვის წერილს) თქვენს თანადამფუძნებლებისთვის, სადაც თქვენ გაუზიარებთ თქვენ ხედვას და მოტივაციას, ასევე შორეული პერსპექტივების ხედვებს. 

ყველაფერი რასაც ჩათვლით რომ უნდა გაუზიაროთ -  საჭიროა გაუზიაროთ, ეს მოიცავს ასევე თქვენი პიროვნების ხასიათს, როგორ გინდათ რომ დაამახსოვრდეთ ხალხს და ა.შ. 


სანამ ამ ყველაფერს წარუდგენდეთ თქვენ თანადამფუძნებლებს, მანამდე მოიფიქრეთ BACKUP გეგმა. 

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ  ეს ყველაფერი ჩაფლავდა?
როგორ აღვდგეთ? 
როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან?
შეიძლება თქვენ მოძებნოთ სხვა ბიზნეს მოდელი თქვენი კომპანიისთვის ან პირადად თქვენთვის?

ასე რომ ეს გახსოვდეთ ყოველთვის: 90% სტარტაპებისა განწირულია წარუმატებლობისთვის. 

თუმცა მე მწამს ფიქრის და განძრახვების ძალისა, ასე რომ დარწმუნდით იმაში რომ გაქვთ backup გეგმა და დაივიწყეთ წარუმატებლობაზე ფიქრი. 

იყავით მაქსიმალურად ფოკუსირებული თქვენს გეგმა A_ზე. 

ასე და ამგვარად, მე  მაქსიმალურად გირჩევთ რომ დაამატოთ თქვენს TODO LIST_ს წერილი თქვენს თანადამფუძნებლებთან. და ამ წერილში გაითვალისწინეთ
  • თქვენი ღირებულებები
  • პროექტის ხედვა
  • თქვენი მოტივაცია ამ პროექტის განხორციელებისას


სტარტაპერის ცხოვრება - 2 CEO-ს უნარები

დღესდღეობით სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი არის ძალიან ტრენდული პოზიცია.

CEO-ს უნარები
მარკეტინგი
ბიზნესი
ტექნოლოგიური მენეჯმენტი


ტექნოლოგიურ მენეჯმენტში ჩვენ ვგულისხმობთ შემდეგს:

შეარჩიოთ:

  • დეველოპერები
  • ფრილანსერები
  • სერვისის მომწოდებლები
  • ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით
ასევე აირჩიოთ შესაბამისი ტექნოლოგიები ყოველი ეტაპისთვის, პროტოტიპირებიდან მილიონ მომხმარებლამდე. 

CEO-ს მთვარი დანიშნულებაა:  დელეგირება და კონტროლი


ძალიან მნიშვნელოვანია რომ CTO (chief technical officer - უფროსი ტექნიკური მენეჯერი)  აირჩეს სწორად.
CTO-ს სწორად არჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია სტარტაპის წარმატებისთვის, როგორც მეუღლის შერჩევაა მნიშვნელოვანი ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად.  შესაბამისად ეს ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს შენს მოთხოვნებს, უნდა გქონდეს ნდობა ამ ადამიანის მიმართ და უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის, რაც სტარტაპს სჭირდება . 

იმისათვის რომ სტარტაპის გამოწვევებში ჩავეფლოთ, სწორად უნდა გვესმოდეს რა არის სტარტაპი. 

A startup is a remprorary organization designed to search for a repeatable and scalable business model.   – Steve Blank. 

სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, შექმნილი იმისთვის რომ ეძებოს განმეორებადი და მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელი - სტივ ბლანკი

მოდი გავარკვიოთ რა განსხვავებაა startup-სა და კლასიკურ ბიზნეს მოდელს შორის. 



კლასიკური ბიზნეს მოდელის მიხედვით,  ბიზნესს აქვს გარკვეული შემოსავლები თავიდანვე  და ნელ-ნელა უმატებს ამ შემოსავლებს. 

ხოლო სტარტაპი გარკვეულ დრომდე თითქმის ნული შემოსავლით ფუნქციონირებს და შემდეგ რაღაც ეტაპის მერე მკვეთრ ზრდას აჩვენებს. 

სტარტაპის განსაზღვრება
  • დამწყები ბიზნესი
  • სწრაფი ზრდა
  • დიდი გაურკვევლობა
  • მაღალი ინოვაციურობა ტექნოლოგიების გამოყენებით
  • რთულად სამართავი რისკები


ახალი ტექნოლოგიების გამოჩენა (ისეთები როგორიცაა ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინი, IOT და ა.შ)  განაპირობებს ახალ შესაძლებლობებს მათ გამოყენებაში.

დამფუძნებლისთვის ეს იგივეა რომ ტექნიკურ ჯუნგლებში დარბოდე. შენ არ იცი ზუსტად სად მირბიხარ, იღებ რისკებს ყოველ ნაბიჯზე, ამასთან მკაფიოდ გწამს შენი ხედვის და იმედს იტოვებ რომ მიაღწევ დაპირებულ მიწას.  ამისათვის ქირაობ მსოფლიო კლასის CTO_ს, რომელმაც დეველოპმენტის ტექნიკური ასპექტები უნდა მართოს. 

მაგრამ როდის გექნება შენ საშუალება რომ დაიქირავო მაღალი კვალიფიკაციის CTO და გადაუხადო მას ძალიან  მაღალი ანაზღაურება? 6 თვეში, 2 წელში, 10 წელში?

იმისათვის რომ გაართვა თავის სირთულეებს შენ მოგიწევს რომ ამ გზაზე სწრაფად ისწავლო. 

მოკლედ ხშირია შემთხვევები როცა დეველოპერს უკვეთავ რამეს და სულ სხვა რამეს იღებ, მაგალითად შენი დაკვეთიდან 5 თვეში გამოდის რომ ისინი აკეთებენ პირობითად მანქანას, რომელსაც აქვს 4 საბურავი და ძრავი, ხოლო შენ კიდევ ელოდი FERRARI-ს. 

ეს არის ძალიან კლასიკური შემთხვევა იმისა თუ როგორ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. 

კლასიკური კონფლიქტის განმაპირობებელი საკითხები:
  • დავალების ცუდი აღწერა - მწირი სპეციფიკაციები
  • მაღალი მოლოდინები
  • პატარა ბიუჯეტი
  • კომუნიკაციის ნაკლებობა

ასეთ სიტუაციებში დეველოპერები ითხოვენ მეტ დროს და შესაბამისად მეტ ანაზღაურებას. 

ასევე ყოფილა შემთხვევები რომ დეველოპერებს უთქვამთ, რომ კოდი მისია და მეტის გადახდის შემთხვევაში მოგცემენ ამ კოდს. 

ასეთი შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ პროექტი იწყება ისევ ნოლიდან, დახარჯულია დიდი დრო, ნერვები, თანხები, რეპუტაცია.

გარკვეული დროის მერე ჭკუა ვისწავლე და თავიდანვე შეუთანხმდი იმაზე რომ კოდი იქნებოდა ჩემი (კარგი იქნება თუ GIT-ზე მთავარი რეპოზიტორი იქნებით თქვენ), და გადახდა მოხდებოდა კვირების ჭრილში, მას მერე რაც მაჩვენებდა ყოველ კვირას თავის ნამუშევარს. 

იყო ისეთი შემთხვევაც, რომ სტარტაპის დამფუძნებლები იყვნენ 3 პირი, აქედან ერთი იყო ტექნიკური პირი, 2 ბიზნეს პირი. 

რაღაც მომენტში მოხდა კონფლიქტი დამფუძნებლებს შორის, ტექნიკურ პირსა და ერთ-ერთ ბიზნეს პირს შორის. ტექნიკური პირი გამოვიდა საქმიდან და კოდებზეც და მონაცემებზეც წვდომა შეუზღუდა ამ პირებს, საქმე სასამართლომდე მივიდა და საბოლოოდ ჩაფლავდა ეს ბიზნესი. 

მიუხედავად იმისა რომ პირველ შემთვევაში დამფუძნებლებში არ იყო ტექნიკური პირი, ის სტარტაპი არ ჩაფლავდა(მიუხედავად პირველი წარუმატებლობისა, მაინც გამოსწორდა სიტუაცია  მეორე ცდაზე,  საქმისადმი სწორი მიდგომის გამო), ხოლო მეორე შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური პირი იყო დამფუძნებლებში, სტარტაპი ჩაფლავდა. 

THE KEY TO SUCCESS IS ACTION – BRIAN TRACY 

წარმატების გასაღები არის ქმედება - ბრაიან ტრეისი 


ეს ნიშნავს რომ თითოეულ სიტუაციაზე უპირატესობა უნდა მოიპოვოთ, ისწავლოთ მისგან და წახვიდეთ წინ თუნდაც ტექნიკური პირის   გარეშე, თუ ეს აუცილებელია. 


საკვანძო გადაწყვეტილებები:

ისწავლოთ დელეგირება 
  • სწორ პირზე
  • სწორ ტექნოლოგიებზე (სწორი ტეგნოლოგიების არჩევა)
  • სწორი ბაზრის არჩევა - ყველაზე ზემოთ მდგომი არჩევანი